მე მინდოდა ვყოფილიყავი


მე მინდოდა ვყოფილიყავი გოგო, რომელიც ყოველდღე დაივარცხნიდა შავ თმას და კეფაზე შეიკრავდა.
ყოველ დილას თავის დროზე ადგებოდა, მიიღებდა შხაპს და ისაუზმებდა. ოღონდ ამ ყველაფერს ძალიან სუფთად და მოწესრიგებულად გააკეთებდა, სახეზე ოდნავი ღიმილით და გაყინული თვალებით.
ხანდახან იტირებდა, ოღონდ ისე, რომ არავის დაენახა. იტირებდა მეგობრისთვის, ბიჭისთვის–არასდროს.
ეს გოგო დახატავდა.
ყველაფერი ერთი ხელის მოსმაში გამოუვიდოდა და ნახატებს არ გამოაჩენდა. უბრალოდ იტყოდა, რომ ხატავს და ასე უნდა გააგრძელოს მთელი ცხოვრება.
ამ გოგოს არ ეყვარებოდა ვინმე. უბრალოდ, იმასთან იქნებოდა, ვისაც ის მოეწონებოდა. ეყოლებოდა ერთი ბიჭი ძალიან დიდხანს. მისი სიყვარული კი ძალიან წმინდა და წესიერი იქნებოდა.
რა თქმა უნდა ათოსანი იქნებოდა. გაკვეთილებზე ხმას არ ამოიღებდა და ექნებოდა ძალიან ლამაზი კალიგრაფია.
ეყვარებოდა რამე რომანტიკა. აი ისეთი, ყველას რომ უყვარს.
კომპიუტერთან გამართული იჯდებოდა და ყველა მოძრაობა წინასწარ ექნებოდა განსაზღვრული.
ეყვარებოდა საფრანგეთი. პარიზი და ეიფელის კოშკი. იქ ხომ ყველაფერი მოდით სუნთქავს და ეს გოგოც ასეთი ლამაზი და მოდას აყოლილი იქნებოდა.
და იქნებოდა ეს გოგო ასეთი, შინაგანად ძლიერი და გარეგნულად სუსტი.
იქნებოდა გონებით ქარიშხალი და გარეგნულად ნიავი.
შინაგანად ჯოჯოხეთი და გარეგნულად სამოთხე.
ორი სხვადასხვა ადამიანი…

სინამდვილეში კი მე ვარ ერთი გაწეწილი რიჟა გოგო, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია სავარცხელი აქვს თუ არა სახლში.
რომელიც არც ისე კარგად ხატავს, მაგრამ მაინც აგრძელებს.
რომელიც გაკვეთილებზე ენას ვერ აჩერებს.
რომელიც ათოსანი არ არის.
რომელსაც არათუ არ აინტერესებს მოდა, არამედ ეზიზღება დაშტამპული ხალხი.
რომელიც შინაგანად და გარეგნულად ერთნაირია, არეული.
რომელსაც სინამდვილეში არ უნდა ისე იქცეოდეს, როგორც თავიდან წერია, უბრალოდ ხანხახან ფიქრდება ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ურჩევნია 3 დღე ერთი და იგივე შარვალი ეცვეს და ამით არ შეწუხდეს…

ზღაპრები


ბავშვობაში ძილის წინ ზღაპრებს მე თვითონ ვკითხულობდი ხოლმე, ასე 5 წლიდან. ვფიქრობდი ხოლმე, რატომ მთავრდება ყველა ზღაპარი კეთილად, ან რომ ქორწინდებიან და ყველა ბედნიერია, მთელი ცხოვრება ასე გრძელდება–მეთქი?
შემდეგ გავიზარდე. უკვე ზღაპრები კი არა შედარებით სერიოზული წიგნები მაინტერესებდა. პირველი წიგნი მეფე მათიუშ პირველი იყო, რომელიც 7 წლისამ წავიკითხე და კარგად მახსოვს, ისე ჩემი პირველი გათენებული ღამე იყო, ვტიროდი და თავში ათას სხვა დაბოლოებას ვუფიქრებდი წიგნს.
შემდეგ უფრო გავიზარდე. ახლა უკვე არც მათიუშზე ვტიროდი და არც სხვა წიგნებზე. უბრალოდ, ვკითხულობდი არც ისე ბევრს, ვკითხულობდი ზაფხულობით. წიგნი არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, მაგრამ მაინც მომწონა კითხვა.
კიდევ ცოტა ხანიც და აქამდე მოვედი. ახლა უკვე 16 წლის ვარ, ძილის წინ არც ზღაპრებს ვკითხულობ და არც რაიმე წიგნს ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ, ფეისბუქით ან რაიმე სხვით თვალები მაქვს ჩაწითლებული და კითხვა აღარ შემიძლია. და ცოტა ხნის წინ ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, რომელიმე პატარა ზღაპარი მომეძებნა და წამეკითხა. ისე, უბრალოდ. ეს მაქსიმუმ 2 წუთს წაიღებდა და თან 11 წლის წინანდელ დროს გავიხსენებდი.

რაღაც ზღაპარი ვიპოვე. ჩვეულებრივ ღარიბ გოგონაზე, რომელიც მდიდარ პრინცს დაინახავს და ერთმანეთი შეუყვარდებათ. ზღაპარი თავისი ბოროტი დედინაცვლით და კიდევ რამდენიმე ბანალური გმირით. და გამახსენდა ძველი დრო, ადრე ამ ზღაპარს სხვანაირად ვუყურებდი, ახლა კი ერთ დიდ სისულელედ ჩავთვალე. თურმე შევიცვალე.
ალბათ კიდევ 11 წლის შემდეგ უფრო სხვა აზრი მექნება ამ ზღაპარზე. მაგრამ, არსებობს ზღაპრები, რომლებშიც მართლა დიდი აზრი დევს. თუნდაც, ქართული ზღაპრები. ბევრში მართლა დიდი აზრი დევს, მაგრამ ახლა ვერ ვნახე ეს ზღაპრები. არადა, ძალიან მაინტერესებს, როგორ გავიაზრებ 10–11 წლის შემდეგ იმას, რასაც ადრე მხოლოდ ძილის წინ წასაკითხ ობიექტად აღვიქვამდი.
არასდროს წარმომიდგენია თავი ზღაპრის რომელიმე პერსონაჟად. ყოველთვის მინდოდა სხვანაირი ცხოვრება. ალბათ, ბავშვობიდან რეალისტი ვარ,
ასეა თუ ისე, ადამიანმა ცხოვრების რამდენიმე ეტაპზე უნდა წაიკითხოს ზღაპრები. ვიცი, ჩემი მტკიცე რეალისტური ხასიათის მიუხედავად ვიცი, რომ ზღაპრებში რაღაც ისეთი იმალება, რასაც ერთი წაკითხვით ვერ მიხვდები…

ჩაუთქვი ბაბუაწვერას


ეს სურათი გორშია გადაღებული, სტალინის მუზეუმის ეზოში. ეს ამ წლის პირველი ბაბუაწვერა იყო. მეც ავდექი, მოვწყვიტე და სურვილი ჩავუთქვი: “ნეტა კარგი ექსკურსია იყოს–მეთქი.” ჰო, გაგონილი გექნებათ, ცრუ რწმენებზე აცრილი ვარ, მაგრამ ეს ისე გავაკეთეთ, გასართობად(თავის მართლება :დ).
მერე რა, რომ კახეთში ვაპირებდით წასვლას.
მერე რა, რომ წყალდიდობა იყო და ვერ წავედთ.
მერე რა, რომ აქვე ახლოს მოგვიწია წასვლა.
მერე რა…
როცა მასწავლებელმა გვითხრა, გორი–ატენის სიონი–უფლისციხე–მცხეთა მარშრუტით წავალთო, ეგრევე გავიფიქრე, მანდ რას გავერთობით, ექსკურსია ჩაგვეშალა–მეთქი. 100 ლარს გვიკლებენო და ყველამ ეგრევე სახინკლე იყვირა. ჰო, ამაზე ცოტა მოგვიანებით.
მერე რა, რომ 1 საათის დაგვიანებით გავედით.
მერე რა, რომ თავიდან უაზროდ ვისხედით და წესიერად ვერც ვიმღერეთ 1 სიმღერა ბოლომდე.
მერე რა…

შევედით ასე სტალინის მუზეუმში. იქ ბევრი ვიცინეთ, იმის მაგივრად, რომ რაიმე მოგვესმინა. არა, ჩუმად ვიცინოდით და უმეტეს წილად ვუსმენდით, მაგრამ ზოგის საქციელზე კინაღამ ხმამაღლა გავიცინე..
შემდეგ იყო ატენის სიონი. იქ ძალიან მაღლა ავძვერით, ბოლომდე ^^ ცოტა მეშინოდა, მაგრამ შემდეგ ბიჭების დახმარებით ავედი. ზურა, მადლობა :დ

შესანიშნავი 4ეული ფორმაშია <3

და აი, ბოლომდე ასულები <3

შემდეგ ისევ ავტობუსში ვერთობოდით. აქ უკვე წავიდა გიტარა და ხმა ერთმანეთთან. ყველას გვეკიდა როგორ ვმღეროდით და ვუკრავდით, მთელი ავტობუსი გავაყრუეთ <3
შემდეგ კი ყველაზე მაგარ ადგილას ავედით, უფლისციხეში. უფლისციხეში 4 წლის წინ ვიყავი ბოლოს. მის შემდეგ კი გაულამაზებიათ და კიბეებიც გაუკეთებიათ, აუცილებლად წადით და ნახეთ ))
ამ სურათებზე თან მეცინება და თან მომწონს :დ


იქ დავიზიანე იდაყვი(რაღაც ხომ უნდა მექნა :დ) მაგრამ ტკივილი არ მაინტერესებდა, მაინც ბოლომდე ავედი(გევრდითა მთაზე ვეღარ გავქაჩეთ ბევრმა :დ).
მთავარი იყო, რომ ძალიან ბევრს ვიცინოდით, ძალიან მაგრად ვერთობოდით და ა.შ. არ მეგონა, მხოლოდ 1 წლის ახალგადმოსულებთან(ზოგთან) ასე თუ გავერთობოდი <3
ჰო, შემდეგ ვჭამეთ. ანუ ის გავაკეთეთ, რისთვისაც ექსკურსიაზე წამოვედით :დ
მერე გვერდით მინდორი ვიპოვეთ და იქ ვიღებდით სურათებს:


მე და შუკამ აქაც “ვიფრინეთ” პატარა ბავშვებივით :დ

ბოლოს კი სელფშოოტ თავბრუდახვეულებმა :დ

ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ ავტობუსში ავედით და მცხეთისკენ დავიძარით დარჩენილი ფულის ბოლომდე დასახარჯად. უკან ვზივართ მე და ნიკა, ის ისაა, მუსიკა უნდა ჩავრთო რომ უცებ მიკროფონში მესმის ხმა : ეთენშენ ეთენშენ, ძვირფასო ავტობუს მსმენელებო, ეთერშია შუკა. გაიხაედეთ მარცხნივ. (იხედება ყველა). –არც არაფერია მარცხნივ :დ
ავტობუსის ბოლოდან უცებ დასაწყისში გავჩნდი და გამიკვირდა, აქამდე მიკროფონზე რატომ არაფერი თქვეს. იყო შუკას “რეპი”, ჩემი “სიმღერა”, რუსულებე და ჩქარებე :დ მოკლედ, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა ^^

(ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებოო, ერთი ერთზე ნაცემი ყავს რემბოო)
მერე ბოლოს დავიღალე და ისევ უკან გადავედი, სანამ მცხეთამდე მივაღწევდით.

შემდეგ ბევრი სურათი წავშალეთ, უაზრობები და გაბლარულები იყო. მაინც, გზაში არ გამოდის კარგები. ჰოდა, ესეც პირდაპირ ხინკლაობის სურათი, მე პირადად, 1 ცალი ძლივს შევჭამე :დ

შემდეგ ისევ გზა, სიმღერა, გიტარა…
შუკას ემპეტრი და ისევ უკანა სკამზე ვიყავი და ლამის იყო იქვე ჩამძინებოდა. მე და შუკას ცალ–ცალი ნაუშნიკი გვეკეთა და გზის ბოლო 15 წუთიანი მონაკვეთი ასე გავიდა.
კომაროვთან გვიან მივედით.
ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით და ბოლოს დადებითად დამუხტულები დავიშალეთ.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას <3 ეს ჩემი ყველაზე მაგარი ექსკურსია იყო <3

(ესეც ჩემი მე300 პოსტი <3 )

უი!


ყველაფერს ცოტა დრო სჭირდება.
ცხელ გულზე ფიქრს კარგი არაფერი მოაქვს და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი.
ჰოდა, გავა ცოტა დრო, გადაგივლის ბრაზი და მივდები, რომ :
უი! თურმე არც ისეთი სიმპათიური ყოფილა..
უი! თურმე არც ისე ძალიან მოგწონდა, როგორც გეგონა..
უი! თურმე არც ისეთი იდეალური ყოფილა, როგორიც გეჩვენებოდა..
უი! თურმე არც ისეთი ღიმილი ჰქონია, მსოფლიოში რომ ყველას ღიმილს ჯობს..
უი! თურმე არც ისე კარგად ეცვა, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდი..
უი! თურმე არც ისე სათანადოდ გაფასებდა, როგორც უნდა დაეფასებინე..
და უი! თურმე ყველაფერი მორჩა!

და შემდეგ ვფიქრობ და რაში მჭირდებოდა?
იმაში, რომ ყოველი გამწვანებისას ჩემი გულისცემა 2ჯერ მეტი გამხდარიყო?
იმაში, რომ ყოველდღე ძილის წინ და ყოველ დილას გაღვიძებისას სხვა ვერაფერზე მეფიქრა?
იმაში, რომ.. ან და რა მნიშვნელობა აქვს რაში მჭირდებოდა.. მიუხედავად იმისა, რომ ქრაშის ყოლა ბევრ ცუდ რამესთან ასოცირდება , მე მაინც მომწონს ის გულის ხეთქვები ყოველი ჩატის დაწყებისას და დასრულების შემდეგ უსაზღვრო სიხარული… ძალიან ბევრი ქრაში მყოლია, ძალიან ბევრი.. და მხოლოდ 1 იყო ცოტა დიდხანს.. ძირითადად ყველა(როგორც ეს ბოლო) 1–2 თვეში მავიწყდებოდა ხოლმე..
და უი! თურმე ისიც ერთ–ერთი უაზრო აკვიატება ყოფილა…
ჰო, მართალი ყოფილა, დრონი მეფობენ და არა მეფენი…

აივანი


აივანი საუკეთესო ადგილია საფიქრელად.
დიდი აივანი მაქვს, რომელზეც შეგიძლია 3 ოთახიდან გახვიდე. ერთ–ერთი კი ჩემი ოთახია.
შუქს ვაქრობ, კარებს ვკეტავ და აივანზე გავდივარ. მოაჯირზე ვჯდები და გმირთა მოედნიდან მოსულ მანქანების ხმაურს ვუსმენ. ცოტა ქარია და გრილა, ეგ არაფერი..
მოაჯირზე ვჯდები, ცალ ფეხს სწორად ვდებ, მეორეს ჰაერში ვაქანავებ და სულ არ მაინტერესებს, რომ დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლეზე ვარ. ასეთ დროს, როდესაც არც ერთი ოთახიდან არ გამოდის შუქი და აივანზე ბნელა, საუკეთესო დროა საფიქრელად. ვფიქრობ ალბათ უფრო ბევრს მომავალზე და ცოტას წარსულზე. იმ პრინციპით, რომ წარსული უკვე წავიდა და მაინც ვერაფერს შევცვლი. აი მომავალზე კი სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე. ხანდახან ყველაფრის შუა გზაში მიტოვება და სადმე გაქცევა მინდა, ჰიპივით… მშვენივრად ვიცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ. ისე,უბრალოდ, ხომ შეიძლება ხანდახან მეც ვიოცნებო. ვფიქრდები და დიდი ხანია არ მიოცნება ისე, ადრე რომ ვოცნებობდი ხოლმე. მერე მეღიმება და ჩემივე სიტყვები მახსენდება, ,,იქნებ ოცნების ქონას მიზნის ქონა ჯობია, თუნდაც არც ისე დიადის და ნათელის?!” და დღემდე ვცდილობ. ვცდილობ, გავექცე ჩემს მთავარ პრობლემას, სიზარმაცეს. საშინელი რამაა.
სახლიდან ნაბიჯების ზმა უკვე მკვეთრად აღწევს, ერთდროულად 2 ოთახში ინთება შუქი და გარკვევით მესმის, როგორ ყვირიან ჩემ სახელს.

–ნინო!
–აქ ვარ, აქ! აივანზე!

ვბრაზდები და ოთახის კარს მაგრად ვაჯახუნებ. თავს ბალიშში ვრგავ და სწრაფად ვსუნთქავ. არ ვიცი, ვისზე ან რაზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ ნერვები მოშლილი მაქვს.

არ ვიცი, 4 წლის განმავლობაში რატომ არ მომივიდა აზრად სიბნელეში აივანზე ჯდომა და ფიქრი. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს რაღაც ცუდი მომშორდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაუგეგმავი მომავალი ისევ ისე დარჩა. ვწევარ და ვფიქრობ: ,,იქნებ, დაგეგმილი მომავალი არაფერში მაწყობს, მე ხომ სპონტანური გადაწყვეტილებები მიყვარს.”–მეღიმება და უკვე დამშვიდებული, თავს ისევ ბალიშზე ვდებ, ოღონდ ახლა ცხვირი ზემოთ მაქვს, რომ ვისუნთქო, ტანსაცმელს ვიკიდებ და მშვიდად მეძინება–მე იმ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რომელიც ამდენი ხანი მაწუხებდა…

მე და ჩემი თავი


ხანდახან ძალიან ბევრს ვფიქრობ. იმდენს, რომ overthinking(ზუსტი სიტყვა მომაწოდეთ) მემართება. ბოლოს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი ითიშება და ინსტიქტებით ცხოვრებაზე გადავდივარ. ინსტიქტების გამოა ალბათ, უკვე მე4 დღეა, წესიერად რომ ვერ ვჭამ და წყალსაც თითქმის არ ვსვამ. ფაქტია, ასე გაგრძელება არ შეიძლება, დღეს გული კინაღამ წამივიდა შუადღეზე. ვერც ვიმეცადინე, დრო კი უქმად დაიკარგა. მაგრამ, რა ვქნა, არაფერი გამომდის…
საშინელი შეგრძნებაა, როდესაც იგებ, რომ სკოლის მაგივრად სასკოლო წერა მაღლივში ტარდება. ნერვები მეშლება, რადგან სკოლის გარემო უფრო შინაური იყო ჩემთვის. ვიცი, 50%ზე ბევრად მეტია იმის შანსი, რომ წელს გამოცდებს ვერ ჩავაბარებ და სკოლის გამოცვლა მომიწევს. ეს ძალიან არ მინდა, მაგრამ საშინელება ხდება ჩემს თავში. სულ, ყოველდღე გადაღლილი ვარ.
ყოველ წამს იმაზე ვფიქრობ, რა იქნებოდა აქ რომ დამემთავრებინა სიცოცხლე.ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ:,, არა, ეს ძალიან ცუდი იდეაა, მე კიდევ ბევრი დამრჩა გასაკეთებელი”;
და აი ისევ, ეს ძველი ბიჭები. ერთი–რამდენიმე ფოტოს მილაიქებს ძველი ალბომიდან, მეორე–1 წლის შემდეგ ისევ მწერს მიყვარხარო, მესამე კი ფეისბუქზე მამატებს და შემდეგ მშლის. შეთანხმდით? არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ისევ დანგრეულ ნერვებზე ცუდად მოქმედებს. მითუმეტეს, ერთთან 2 წელია არ მქონია მიმოწერა, მეორესთან 1 და მესამე სულ ახალი იყო.
მოკლედ, დაღლილი ვარ, თქვენც დაგღალეთ და ახლა ისღა დამრჩენია, ფბ ვარეფრეშო, 9გაგ გადავქექო და შემდეგ გვიან დავიძინო, ხვალ ხომ შაბათია.

OK GO – Needing Getting


ალბათ ნახევარზე მეტს გაგონილი გექნებათ ჯგუფი OK GO. ეს ამერიკული ჯგუფი 1998 წელს შექმნა, მაგრამ პოპულარული სულ ახლახანს გახდა. მათ ძირითად მიმდინარეობას ალტერნატიული როკი წარმოადგენს.

2012 წლის თებერვალში მათი მორიგი კლიპი გამოვიდა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მაშ ასე, კლიპის “ინგრედიენტები”:

  • 1 მანქანა

  • 288 გიტარა

  • 55 ფორტეპიანო

  • 1157 ხელით დამზადებული ინსტრუმენტი

  • და მისი აღმატებულება, თვით ჯგუფი OK GO

  • თუ როგორ იქმნებოდა კლიპი, ამაზე თვით ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, დამიენი მოგიყვებათ

    მგონი დროა, თვითონ კლიპზე გადავიდეთ და ვნახოთ, ამ ერთი შეხედვით ბევრმა ინსტრუმენტმა რა შედეგი მოგვცა ერთად.
    3..2..1!

    არსებობენ ადამიანები, რომელთაც 7წლედი აქვთ დამთავრებული და თავი მუსიკოსები ჰგონიათ.
    არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დაუკრან ერთზე მეტ ინსტრუმენტზე და თავი მოაქვთ ამით.
    არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მართლა კარგად იციან დაკვრა, ქმნიან მართლა კარგ მუსიკას ისე, რომ ზოგჯერ საამისო განათლებაც არ აქვთ. მე ასეთ ადამიანებს ვაფასებ.
    მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მუსიკა და კრეატივი ერთმანეთში კარგად გააერთოანონ. ამის ნათელი მაგალითი სახეზეა, თქვენ უკვე ნახეთ კლიპი და დასკვნებიც თქვენვე გამოიტანეთ; რომელი სჯობს, იცოდე როგორ დაუკრა თუ თავად მოიფიქრო ?!

    მადლობა მისტერ!


    მე სკოლაში ვარ, ელე გაოგნებული სახით უყურებს ტელეფონს და მეუბნება:

    –წავიდა
    –ვინ?

    და მანახებს მესიჯს, რომელშიც გვარდის გადაწყვეტილებაზე გვამცნობენ. გული მიჩქარდება, ტელეფონს ვიღებ და ბარსამანიას ფეიჯზე შევდივარ.
    “გვარდიოლას საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება ცნობილი”
    რეფრეში ყოველ წუთას, ნერვიულობა.. ჯერ არაფერი გარკვეულა, მე სკოლის შემდეგ სახლში ვერ მივდივარ, ფოტოები მაქვს მისატანი. ელვის სისწრაფით მოვრბივარ, იქნებ რამე გაირკვა.
    სანამ კომპიუტერს ჩავრთავდი ელე მწერს:

    30 ივნისს მიდის…

    გულმა მხია, ცრემლები წამომივიდა და ცუდად გავხდი.. გვარდი, არა! კიდევ მინდოდა რომ ყოფილიყავი, კიდევ, კიდევ დიდხანს… მახსენდება ჩემი სიტყვები, რაც არ უნდა უკან წავიდეს ამ კლუბის საქმეები, მე მაინც მეყვარება , ცრემლებს ვიწმენდ და ფეიხბუქზე შევდივარ.
    უკვე ნერვებს აღარ მიშლის ის, რომ ყოველ მეორეს პეპის ფოტო უყენია. ვერ ვიჯერებ…
    ვიდეოებს ვუყურებთ მე და ელე, ვტირით…

    03:35დან ამ ვიდეოზე ვიტირე… თვითონ მთლიანი პრესკონფერაციის კურება შეგიძლიათ აქ. მე პირადად უმრავლესობა სიტყვების ვერ ვიგებდი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე…
    ბოლოს ასე, დაგვიქნია ხელი და წავიდა…

    მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვეცდები, აგიხსნათ რასაც ვგრძნობ და იმედია, ხალხი გამიგებს. ძალიან ვწუხვარ, უკანასკნელ კვირებში მომხდარის გამო. კლუბთან ყოველთვის მოკლევადიან კონტრაქტებს ვაფორმებდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ “ბარსაში” დიდი მოთხოვნაა. ფეხბურთელობისას, აქ ვთამაშობდი და ვიცი, ეს რა გრძნობაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქ გატარებული 4 წელი დაუვიწყარი და მარადიული იქნებოდა. არ მინდა, ისეთი კონტრაქტი გავაფორმო, რომელიც ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მაიძულებს. შემოდგომაზე, კლუბის დირექტორებს ვუთხარი, რომ ჩემი ბარსელონური კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელთათვის არ მითქვამს, რადგან არ მინდოდა, ისინი დამეკომპლექსებინა. ახლა, როცა ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, შესაფერისი მომენტია განცხადების გასაკეთებლად. აქ გატარებული წლები დამღლელი იყო. ახალი მწვრთნელი გუნდს იმას მისცემს, რასაც მე ვერ შევძლებდი
    ამ სიტყვებზე კი ტირილი თავიდან დავიწყე.. ასეთი ცუდი დღეების შემდეგ +1 ცუდი ამბავი. თითქოს ყველაფერი ერთად აეწყო…
    რას დავამატებდი? ალბათ იმას, რომ:
    მადლობის მეტი, ჩვენ, კულეებს არაფერი გვეთქმის შენთვის გვარდი. ძალიან, ძალიან მოგვენატრები. ეს 4 წელი რაღაც საოცრება იყო, თავისი 13 ტიტულით. შენ თამაშების 75% მოიგე. იცი ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ძალიან მაგარი ხარ. ძალიან გვიყვარხარ გვარდი. შენნაირ მწვრთნელზე ყოველთვის ვიოცნებებთ. შენ წახვედი, შენი გული კი ბარსაში დარჩა, ამ დიდ ოჯახში, რომელსაც ბარსელონა ქვია.
    მომენატრება შენი რეაქციები გოლებზე, შენი გაბრაზება და მოტივაცია, თუნდაც გატანილი 8 გოლის შემდეგ. არ ქონდა მნიშნველობა გოლების რაოდენობას, მთავარი იყო თამაში შენთვის. ალბათ სწორედ ამიტომაც გყავდა “ოცნების გუნდი”. ნახვამდის გვარდი!

    ეს კი ბარსას ოჯახი. ამ ვიდეოზე ყოველთვის მეტირება ხოლმე…

    მტვერი

    მტვერი ყველგანაა.
    მტვრითაა დაფარული ყველაფერი ჩემს სახლში. გაწმენდით დღეში რამდენჯერმე ვწმენდთ. შედეგი–ნული.
    მტვრით მაქვს ახლა ტვინი დაფარული.
    ის ფაქტი, რომ აპრილი საშინელი თვე გამოდგა, ძალიან ცუდად აისახა ჩემზე. ძალიან ცოტა მძინავს. ხანდახან 24დან მხოლოდ 3, ეს კი ძალიან ცუდია.
    მტვერმა დაფარა ჩემი ნახატები, უძილობის ჟამს რომ ვეცადე კარგი გამომსვლოდა. მაქებენ ხოლმე, მე კიდევ არ მომწონს, ნებისყოფა აკლია ჩემს ნახატებს.
    მტვრით მაქვს დაფარული გული, რომელიც სინამდვილეში არავიზე ფიქრობს, მითუმეტეს ახლა არც ის ერთადერთი და განუმეორებელი არსება მყავს, რომელზეც ვიფიქრებდი და შემდეგ რაიმე სიგიჟეს ჩავიდენდი.
    ოთახში მტვირს საშინელი სუნი დგას, მე სადღაც სხვაგან მივდივარ გონებით და იმისაც არ მეშინია, რომ გავიგუდები. არადა ყველაფერს ერთი ტრაკის აწევა და ფანჯრის გამოღება უნდა.
    ხანდახან თავი ალისა მგონია. იქნებ ლუის კეროლიც კაიფში იყო წერისას?

    მუსიკას ტრანსში ჩაუგდიხარ? მაშინ მშვენივრად იცი, რა მდგომარეობაში ვწერ ამ ყველაფერს..
    უკვე მესამე ფანქარი შემომეჭამა ხატვისას.. ნეტა, კარგად ვხატავდე მაინც, ყველა ჩემი ოცნება რომ ფურცელზე გადმომეცა.
    სადაც არ უნდა გავიდე, ყველგან მტვერია. უკვე თავი მტკივდება, აღარც თვალების დახუჭვა მშველის, იმაზე ვიწყებ ფიქრს, თუ როგორია ჯოჯოხეთი. ალბათ იქაც ბევრი მტვერი დევს, ხალხი კი იტანჯება იმით, რომ რაღაც არ გამოსდით. შემდეგ ყველაფერს თავიდან იწყებენ. ისევე, როგორც ზღაპრებშია..
    ხომ ამბობენ.. ანდა რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ, ბევრი რამ მაინც არ მჯერა ხოლმე..
    მე ახლა წავალ, ცივ წყალს დავლევ, იქნებ ამ ცხოვრებაზე გაბრაზებამ გადამიაროს…
    პ.ს. დღეს, როდესაც თბილისი ისევ მტვრითაა დაფარული, ცოტათი მიჭირს სუნთქვა. ეგ არაფერი..

    ნ+გ=?


    ეს ის ისტორიაა, რომელზეც ოდესღაც უნდა დამეწერა. ეს ის ისტორიაა, რომელიც ჩემი ისტორიებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზია. ეს ის ისტორიაა, რომელიც.. რომელიც ასე დაიწყო:
    –შარშანდელი ხარ?(მე)
    –ჰო…

    ერთი შეხედვით ყველაზე უაზრო დიალოგი, ყველაზე არარომანტიკულ ადგილას დიდი რამის დასაწყისი გახდა. 2009 წლის ოქტომბერი, მე მხოლოდ 13 წლის ვიყავი, ახალი დაშორებული პირველ შეყვარებულს და თავი მაგარი როჟა რომ მეგონა ეგეთი.
    გაკვეთილი რომ დამთავრდა, მხარზე ხელი დამადე:

    –გაჩერებიკენ მოდიხარ(ის)
    –ჰო, ქვემოთ გაჩერებაზე..
    –მეც, წამო.. სულ დამავიწყდა, გიო მქვია, გიორგი..
    –აჰ, სასიამოვნოა, ნინო..

    გაჩერებამდე ძალიან პატარა მანძილი იყო, მისი ავტობუსიც მალე მოვიდა. ერთი ის გავიგე მასზე, რომ გიორგი ერქვა, კანდელაკი იყო და 1 წლის წინ ჩამოვიდა კიევიდან, რაზეც მისი აქცენტიც მიანიშნებდა.
    2009 წელს დიდი დღიური მქონდა. სახლში რომ მივედი, ეგრევე ჩავწერე ერთ მაღალ, სიმპათიურ ბიჭზე, რომელსაც შავი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. გული სწრაფად მიცემდა როცა მასზე ვფიქრობდი და მას შემდეგ რამდენჯერაც დავინახავდი, მუცელში პეპლები მკლავდნენ.

    ცოტა ხნის შემდეგ სახურავზე აძვერი, ნ+გ=? დაწერე და ჩამოხვედი. მე დერეფანში გელოდებოდი, არვიცი რა სიხშირით მიცემდა გული. დღესაც რომ ვიხსენებ ამ მომენტს, ისევ იგივე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტი გავიდა.. ჰო, შემდეგ მაკოცე და ასე მითხარი, მე ძალიან მომწონხარ და შენთან ერთად ყოფნა მინდაო. მე ხმა ვერ ამოვიღე. შენ ჩამეხუტე და მითხარი, არაფერს გაძალებ, ჯერ ადრეა, ცოტა ხანს გაცდიო.
    წყნარად წამოვედით გაჩერებისკენ. იმ გაჩერებისკენ, სადაც პირველად დაგელაპარაკე წესიერად. ახლა უკვე ბევრი რამ ვიცოდი შენზე. ვიცოდი, რომ შენი მშობლები ჰიპები იყვნენ, შენც მოჰიპო არსება იყავი. შენი ბავშვობის ისტორიები მომიყევი და მე ვიცინოდი. ცოტათი მრცხვენოდა, მე რომ ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი…
    იმ დღეს დღიურში ბევრი ვწერე. უეჭველი იყო, მეც ძალიან მომწონდი. შენნაირ ბიჭთან ყოფნა მინდოდა და მუცელში პეპლების ატანაც აღარ შემეძლო…

    მეორე დღესვე, როგორც კი დაგინახე, გამარჯობის მაგივრად მოვედი და პირდაპირ გაჯახე, მეც ძალიან მომწონხარ–მეთქი. მგონი მაშინ შენ იგძენი პეპლები და ხმა ვერ ამოიღე, თვალები გაგიბრწყინდა და ჩამეხუტე. ამ დღის შემდეგ სულ ვბოდიალობდით ხოლმე უაზროდ, ხანდახან რომელ საათამდე შემოვრჩებოდით… ეს წუთები ძალიან ლამაზად მახსოვს…
    მერე მითხარი, მამაჩემი უნდა გაგაცნოო. მე შემეშინდა, რა დროს მამაშენის გაცნობა და ეგეთებია მეთქი.

    –აი, დიმიტრი 5 წუთში მოვა
    –რა 5 წუთში, შენ სიცხე ხო არ გაქ, რა მამაშენი უნდა გამაცნო???
    შენ უსიტყვოდ მოუკიდე ვინსტონს
    –გიორგი! კარგი რა, იძახი დიმიტრი მოვაო და სიგარეტს უკიდებ?
    –იცის მამაჩემმა…
    –იცის? და არ გიშლის? ვა რა ჯიგარია
    –ჰო, მაგარი კაცია. აი, მოვიდა.

    არვიცი რა მჭირდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 1,90 სიმაღლის გრძელთმიანი კაცი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და ჩვენსკენ დაიძრა. კინაღამ გული წამივიდა იქვე.

    –გამარჯობა ნინი, მე დიმიტრი ვარ.
    –გაა–ა–მ–მმ–არჯობა..
    –როგორ ხარ?
    –კკ–კ–კარგად, თქვენ?
    და ამ დროს დიმიტრიმ ზემოდან გადმომხედა, კინაღამ ცუდად გავხდი, რას მიპირებს–მეთქი და ამ დროს მეუბნება:
    –მოდი, თქვენობით არა რა, თავი ბაბუა მგონია…


    აქ მივხვდი, სინამდვილეში ვის გავდი ასე ძალიან. მე შენთან ძალიან გახსნილი ვიყავი. იმ დღესაც, მოწყენილი ვიჯექი კიბეებზე. შენ მოხვედი:

    –რა გჭირს, ნინი?
    –თვიური მაქ
    –ჰოო, მეც…
    –…
    და 2 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ დამტროლა :დ
    –იდიოტო ! :დ
    –კაი, კაი–იცინოდი და ჩამეხუტე..

    შემდეგ გვქონდა ყველაზე მაგარი 1 თვე. 2009 წლის ნოემბერი ყოველთვის ყველაზე მაგარ თვედ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მთელი ისტორიები გვქონდა, რომლებზეც ცალ–ცალკე ისტორიების დაწერაც კი შეიძლება, მაგრამ მგონი აქ არ ღირს. ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვიყავით, შენთან არაფერი მიტყდებოდა. რომანტიკული ტიპი იყავი, თბილად მეხუტებოდი და კოცნას მასწავლიდი. პირველ დღეს წესიერად ვერ გაკოცე და მაგრად დამცინე. მეორე დღეს კი ასე მითხარი, სად მოასწარი ტრენინგების გავლაო. დედაჩემსაც ამართლებდი იმ შემთხვევაში, გვიან რომ არ მიშვებდა გარეთ. უნდა, რომ კარგი შვილი ჰყავდესო. მოკლედ, ნოემბერი ძალიან მაგარი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ შემდეგ დეკემბერი მოდიოდა..

    შეგვეძლო, შუა ტრასაზე დავმჯდარიყავით და ცაში აგვეხედა. ასე, უბრალოდ. გვიყვარდა ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი ასაკისა. მიყვარდი, შენთან ერთად უბედნიერესი ვიყავი. შენ რომ არა, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ დეპრესიას ვერ გადავიტანდი, ასე მგონია…
    და შემდეგ მოვიდა 24 დეკემბერი. დღე, რომელიც ძალიან ცუდად მახსოვს… და შენ დაიწყე…

    –ვსო
    –რა ვსო?
    –მორჩა
    –რა მორჩა?
    –ყველაფერი, ყველაფერი მორჩა. 27ში, გამთენიის 5ზე მივფრინავ
    –1კვირით?
    –არა
    –1თვით?
    –4 წლით…–და შეტრიალდი.ხელები სახეზე აიფარე და ღრმად ამოისუნთქე. შემდეგ ცრემლები მომწმინდე და ასე ჩახუტებულები წავედით ისევ იმ გაჩერებაზე. შენ სახლამდე მიმაცილე, წასვლის წინ მაკოცე და მითხარი, რომ ხვალ ბოლოჯერ მნახავდი…


    25 დეკემბერი
    იმ ხის მორზე ვიჯექით, დღეს რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ და ცრემლი მადგება თვალებზე. თითქმის არ გვილაპარაკია. ასე მითხარი, ვიცოდი, მალე წასვლა რომ მიწევდა, ვცდილობდი არავინ შემყვარებოდა, მაგრამ რა მექნაო.. ჰო, ვიტირე და ვიცი, რომ შენც. სწორედ ამიტომ გაიქეცი მალე. არ გინდოდა შენი ცრემლები დამენახა. მოტოციკლეტის დაქოქვის ხმა ყველაზე ცუდად მახსოვს. იმ დღეს წახვედი და ყველაფერი მორჩა. ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გნახავდი…
    27 დეკემბერი , დილის 5 საათი
    (ჩემი და)–ბარგს ალაგებ და მიდიხარ
    –შენ სულ გარეკე?
    –ჰო..–და ჩემი დის ცრემლები პირველად ვნახე.. საერთოდ, არ ტირის ხოლმე..
    იყო ბოლო მესიჯი…
    დილის 5ზე შენი თვითმფრინავი აფრინდა, მე ვიტირე, ვიცი, რომ შენც ცრემლიანი გქონდა თვალები…

    იშვიათად, მაგრამ გწერდი ხოლმე. ვტიროდი და ასე ვიკლავდი მოგონებებს შენზე. ერთი მხატვარი ბიჭიც კი მყავდა შენს დასავიწყებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა…
    2011 წელს, მარტში, ჩამოხვედი ისე, რომ არ მითხარი, ჩამოხვედი სხვა გოგოსთან ერთად… მე შემთხვევით გნახე(თ)… თავიდან გული მეტკინა, მაგრამ მერე მივხვდი, წელიწადნახევარი ის დროა, როდესაც ძველებს უკვე ადვილად ივიწყებ…

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.

    Join 683 other followers