იპოვეთ 10/10 განსხვავება

ჯერ დავწერ, თუ რას აკეთებენ ისინი ბავშვობაში, შემდეგ კი დავწერ, თუ ვინ არიან ისინი, წინასწარ არ ნახოთ ფოტოები, მუღამი ეკარგება :დ
თითოეულ “ჯგუფში” 2ნი არიან :დ
“პირველები”
1)მათ უამრავი ფული აქვთ
2)ისინი ცხოვრობენ დიდ სახლში
3)ყავთ უამრავი მოსამსახურე
4)ვერ დადიან სახლში “ტურსიკით” :დ
5)ვერ ჩადიან ეზოში საღამოობით
6)ისე ვერ თამაშობენ ფეხბურთს, რომ მეორე დღეს რომელიმე ჟურნალმა არ დაბეჭდოს ამის შესახებ
7)სხვების თანდასწრებით არც ერთი არ “უჯიკებს” მეორეს :დ
8)ქუჩაში ვერ გამოვლენ “სკეიტ შუზებით” და დახეული ჯინსებით
9)გოგოს ვერ გადახვევენ ხელს სადმე პარკში :დ
10)ისინი არიან ძმები

“მეორეები”
1)ისინი საქართველოში ცხოვრობენ
2)ერთ-ერთ მათგანს უყვარს ფეხბურთი, მეორეს არა
3)ერთი რიჟაა, მეორეს შავი თმა აქვს და მაინც(10 პუნქტი(ბოლოს ნახეთ :დ))
4)შეუძლიათ იარონ სახლში “ტურსიკით” :დ
5)ხანდახან ჩადიან ეზოში საღამოობით
6)ისე თამაშობენ ფეხბურთს თავიანთი 32 კვადრატულიან შემოსასვლელში ქაღალდის ბურთით :დ
7)სხვების თანდასწრებით ორივე “უჯიკებს” მეორეს თუ მოუნდა:დ
8)ქუჩაში თავისუფლად დადიან
9)შეუძლიათ ვინმე ბიჭთან ისე ისეირნონ, რომ ამის შესახებ მხოლოდ 3მმა ადამიანმა გაიგოს(თვითონ, ბიჭმა და მეორემ :დ)
10)ისინი არიან დები
ჰოდა, რატო ვწერე ახლა ამდენი :დ
ინტერნეტში ვბოდიალობდი და გადავაწყდი ამ სურათს:

ეს კი მე და ჩემი და

ალბათ უკვე მიხვდით, რომ
პირველები ეს უილიამი და ჰარი არიან
მეორეები მე და ჩემი და :დ

ჰოდა დავფიქრდი და მივხვდი, რომ პრინცები ასეთ სურათს ვერასოდეს გადაიღებენ :დ
ჰოდა, რა მინდოდა ამით მეთქვა…
სულ არ არის აუცილებელი გქონდეს დიიდი ქონება და იყო პრინცი, რომ ბედნიერი იყო …
აბა, ბედნიერება არაა ის, როცა ასეთი სურათის გადაღება შეგიძლია? :დ
ხო, გეთანხმებით, ვბოდიალობ… :დ

Advertisements

შემიყვარდა

ვუყურებდი მის ხელებს
მის თვალებს
მის თმებს
მის ტანსაცმელს
მას
მის ხელთათმანებს
მის იშვიათ ღიმილს ვაკვირდებოდი
და ამ დროს ვიგრძენი, თუ როგორ შევძვერი ტელევიზორში :დ
მასზე 2010 წლის ჩემპიონატზე გავბრაზდი…
მაგრამ ამ ბრაზმა მალე გადამიარა
ვუყურებდი
ვაკვირდებოდი
და მივხვდი, რომ შემიყვარდა
ის 1986 წლის 27 მარტს დაიბადა გელზენქირჰენში(გერმანია), რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 25 წლისაა
მისი 8 სეივი მანჩესტერთან 2011 წლის 26 აპრილს(უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი) შესანიშნავი იყო
ხოდა იქიდან დაწყო ყველაფერი…
მისი სახელია მანუელ ნოიერი… ის გერმანიის ნაკრების და “შალკე 04”-ის მეკარეა…

ხო კაი, ვღადაობ :დ