ბონსაი-დარგვა(ნაწ. 2)


დარგვის აუცილებელი პირობაა:
1)ველური მცენარის ფესვები უნდა მიემართებოდეს ყველა მიმართულებით.
2)პირველ რიგში, ნაწილობრივ ჩამოაჭერით ძირითადი ფესვი.
3)შემდეგ ჩამოაჭერით დანარჩენი მიმართულებით წამოზრდილი ფესვები ისე, რომ საღი და მაგარი ნაწილი ფესვებისა დარჩეს.
4)ამოარჩიეთ მთავარი ყლორტი, დანარჩენი კი ჩამოაჭერით.

ასე შემოჭრილი ხე უბადრუკად გამოიყურება, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იგი იქცევა მშვენიერ ჯუჯა მცენარედ.
დამოუკიდებელი ჯუჯა მინიატურის შესაქმნელად კარგი იქნებოდა იმ მცენარეების გახარება, ტომლებიც გადაწვენით მრავლდებიან. ადრეულ გაზაფხულზე, როდესაც ხეები უფრო აქტიურად იზრდებიან, ფესვზე აღმოცენებულ ხის ძირითად ტოტს ჩამოაჭერით წამოზრდილი ერთ-ერთი საღი რტო. აყვავებულ რტოს შემოაცალეთ ქერქი ირგვლივ 2-2,5სმ. სიგრძეზე. ჭრილობა დაუფარეთ კარგად დანამული ტორფოვანი ხავსით ან ნოყიერი მიწით. შემდეგ ადგილზევე შემოავიეთ პლასტიკური ფურცელი. თავი და ბოლო ნაწილი ამ ფურცლისა მჭიდროდ შემოუკარით, რათა დაიცვას ხის ჭრილობა ხშირი მორწყვისგან. თვენახევარში ხის ამ შემოკრულ ნაწილში, განვითარებას იწყებენ ახალი ფესვები, ხოლო 2 თვეში ტოტი მზად იქნება მოსაჭრელად და ქოთანში გადასარგველად.

Advertisements

ბონსაი-დარგვა(ნაწ. 1)


ჯუჯა მცენარეები შეგიძლიათ კალმით, თესლით ჩარგვით ან ველური ყვავილების მსგავსად-ჯგუფური გადანერგვით მოაშენოთ:
1.აიღეთ მცენარის ტოტი, მჭრელი მაკრატლით ირიბად ჩამოჭერით ბოლო ნაწილი და გადაწვენით ღრმად ჩარგეთ ქოთნის შუა ნაწილამდე, ისე რომ სასუქი არ მოახვედროთ. შემდეგ მოათავსეთ ნახევრად მზიან ადგილას. დროდადრო ფოთლები წყლით დაუნამეთ. უმეტესობა მცენარეებისა კალმით მრავლდება, კვირტების გამოღებისას, გაზაფხულზე…

2.პაწია ნერგების მისაღებად თესვა დაიწყეთ ადრულ გაზაფხულზე, ისეთსავე ნიადაგში, როგორშიც ხდება ამ მცენარეების კალმით გამრავლება. ნათესს ერთი წლის განმავლობაში მოუარეთ ოთახის პირობებში, შემდეგ კი განაცალკევეთ და გადარგეთ ცალკეულ ქოთნებში.
მცენარეების ჯუჯად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესოა 4-5 წლიანი ველური მცენარის ნერგები, რომელიც შეგვიძლია შევაგროვოთ მათი ბუნებრივი განვითარების ადგილას.

თქვენთვის საჭირო მცენარე ფრთხილად ამოთხარეთ ფესვიანად, ისე რომ არ დაუზიანოთ ძირითადი ფესვი. შემოახვიეთ ნოტიო ხავსი ან გაზეთი და ისე წამოიღეთ. პირველ წელიწადს ნერგი დარგეთ უფრო დიდ ქოთანში, ვიდრე ეს საჭიროა ჯუჯა მცენარისათვის. კარგია, თუ ეს მოხდება გაზაფხულზე, როდესაც ველური ხეები იწყებენ აყვავებას. წელიწადის სხვა დროსაც შეიძლება მათი ჩარგვა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ამოთხრით ნიადაგიდან ფესვებიანად, შემდეგ კი სათუთად მოუვლით.

ბონსაი-მორწყვა


ზრდა დასრულებული ჯუჯა მცენარე მრავალი წლის მანძილზე გაწეული ზრუნვისა და მოთმინებით აღსავსე მოვლის შედეგია. თუ ჯუჯა მცენარეს ბაღში ან აივანზე ზრდით, ნუ უგულევებელყოფთ მათ ყოველდღიურ მორწყვას. ისინი საჭიროებენ დღეში 3-ჯერ მორწყვას, ზაფხულობით კი 7-ჯერაც. ეს დამოკიდებულია ამინდზე.

ყოველი მორწყვა მცენარეს სამჯერ ასველებს:
1.პირველად იჟღინთება მხოლოდ მიწის ზედაპირი.
2.მეორედ წყალმა უნდა ჩააღწიოს ჭურჭლის შუა ადგილამდე.
3.მესამედ კი ისე უნდა გაჟღინთოთ მთელი მიწა, რომ წყალი გამოვიდეს ნიჟარის ან ქოთნის ფსკერში გაკეთებული ხვრელებიდან(დარგვისას არ დაგავიწყდეთ სადრენაჟო სისტემის გაკეთება)

ხშირი მორწყვა-ეს არის ძირითადი პირობა მცენარის გასაზრდელად; ამავე დროს ამ არც თუ ძალიან მძიმე საქმეში სათანადო ზომიერების გამოჩენა უჭირთ ახალბედებს, ისინი იმდენად გულმოდგინედ რწყავენ, რომ მცენარე იღუპება მეტისმეტი ტენისაგან.

ბონსაი-შესავალი


ჯუჯა ხეების გახარება რომ შეძლოთ, საჭიროა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს მცენარის დარგვისა და მოვლის საერთო წესები; ამას ემატება ის მცირეოდენი განსხვავება, რასაც მოითხოვს ჯუჯა მცენარე მისი ფორმისა და სტილის შესანარჩუნებლად.
ახალბედებისთვის არ არის აუცილებელი ექსპერიმენტის დაწყება კარგად დაუშავებული ნერგით; თავდაპირველად სავარჯიშოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ველური ბალახოვანი მცენარე-ბაბუაწვერა, ღიღილო ან სხვა ყვავილი, რომელიც თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომია.

იაპონელები საუკუნეების განმავლობაში ხვეწდნენ ჯუჯა მცენარეების გამრავლების კულტურას, სანამ ეს საქმე ბოლოს და ბოლოს არ აქციეს ჭეშმარიტ ხელოვნებად. იაპონური სიტყვა-“ბონსაი”-ნიშნავს მინიატურულ ქოთნის მცენარეს.

მივყვებით რა მინიატურიზმის პრინციპებს-ჯუჯა მცენარეების ფესვების გაზრდას შევზღუდავთ, ჭურჭლის ზომის შეზღუდვით და მცენარის იმ ნაწილის გონივრული შემოჭრით, რომელიც მიწის ზემოთ არის მოქცეული. საერთოდ, ყველა მცენარე შეგვიძლია ვაქციოთ ჯუჯად…

შეხვედრა ძველ მეგობართან

-ნიკუუუშ!-დავიყვირე ბოლო ხმაზე. ნიკუშამ სწრაფად მოიხედა, რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა, გაეღიმა, გამოიქცა და ჩამეხუტა.
-ნინუც, როგორ მომენატრე არ იცი…-ჩახუტებულმა მითხრა.
-გამიშვი-ვუთხარი მე და იქვე ჩამოვსხედით.
-აუ, ბოლოს რომ გნახე შედარებით მოკლე თმა გქონდა…-მითხრა ნიკუშამ
-ჰო, შენც…სად დაიკარგე, ამდენი ხანი რატომ არ მწერდი…
-რავიცი, ნინუც, ჩემ ძმაკაცს რაღაც პრობლემები ქონდა და… ან და არ გვინდა ახლა, კარგი?!
-კარგი, როგორც გინდა… მარიამი რას შვება, როგორ გყავს?
-დავშორდით…
მითხრა ნიკუშამ და კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე…
-კი მაგრამ… მარიამისნაირი ლამაზი გოგო, მარიამისნაირი კარგი ადამიანი.. ნიკუშ! ან და… შენი საქმისა შენ იცი ნიკუშ…-ვთქვი მე დაბნეულად…-იცი, მეჩქარება… უნდა წავიდე…
-კარგი ნინუც…-დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ ჩამეხუტა…

ჩამეხუტა, თუმცა არც ეს ჩახუტება არ ყოფილა ისეთი, როგორიც ადრე…
შემდეგ ნიკუშაზე რაღაც გავიგე…
და ამ რაღაცამ ბევრი რამ გადაწყვიტა…
მას შემდეგ ნიკუშა აღარ მინახავს…
არც მაქვს სურვილი, რომ ვნახო…
არადა, ერთ დროს ნიკუშა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო…