მეც wordpress-ელი ვარ !

დადგა ის დიადი დღეც, როდესაც უნდა მიმეტოვებინა მშობლიური blog.com და 6 თვის და 4 დღის ასაკში , 194 პოსტით და 202 კომენტარით გადმოვსახლდი ვორდპრესზე ^_^
ჯერ კარგად ვერ შევეჩვიე, მითუმეტეს, რომ ყველა პოსტს წაშლილი აქვს კატეგორიები და თეგები, ასევე ვიჯეტები წაიშალა 😦
კიდევ, იქნებ , ვინმემ მითხრათ, როგორ უნდა მივუთითო , რომ ყველა 640 480 მეტი პარამეტრების სურათი 640 480ზე დააპატარავოს???
ჯერ ბევრ რამეში მჭირდება დახმარება, მაგრამ, იმედი მაქვს თავს გავართმევ ^_^
ძმაო, ibitime.blog.com მომენატრები, მაგრამ რას ვიზამთ ^_^

ბონსაი-ნიადაგი


ჯუჯა მცენარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ხარისხს. გავითვალისწინოთ აგრეთვე ინდივიდუალური მიდგომის საკითხიც-შესაძლებელია ერთი სახის სასუქით განოყიერებული ნიადაგი გამოადგეს ერთ მცენარეს, მეორეს კი-არა.
ნიადაგი უნდა შეიცავდეს მინერალურ და ორგანულ ნივთიერებებს და, აგრეთვე “ფორებიან სივრცეს” არა უმცირეს 50 პროცენტისა. იაპონელებს წესად აქვთ თიხიანი მიწის გაცრა და იმდენ ნაწილად გაყოფა, რამდენი მცენარეც გააჩნიათ.
ამერიკელები კი უფრო მარტივად უდგებიან ამ საკითხს. ისინი უბრალოდ ცვლიან ცუდად დამუშავებულ ქვიშიან და ნეშომპალიან ნიადაგს თიხაშერეული ნიადაგით.დაიმახსოვრეთ, ნარგავებიდან ან საძოვრებიდან აღებული ნიადაგი ჯობია ყანიდან ან ბოსტნიდან აღებულს.

აღებული ნიადაგი 3-4ჯერ უნდ გაიცრას. შემდეგ გაშალეთ მზეზე-კარგად გამოსაშრობად. უმჯობესია ნიადაგი ხმარებამდე გაასტერილოთ, რათა თავიდან აიცილოთ მასზე მავნე ორგანიზმების ან სხვა დაავადებების უარყოფითი ზემოქმედება. ქოთანში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული მიწა არ არის სასურველი, რადგან მისი სტრუქტურა დარღვეულ იქნება.
ჯუჯა მცენარის ქოთანი აუცილებლად უნდა იყოს კარგად დრენირებული. ამისთვის ქოთანს ძირში ჩაუდეთ სპილენძის ბადე, ზედ დაყარეთ წითელი თიხანარევი, ბრინჯის ზომაზე გაცრილი ნიადაგი; მთლიანად ქოთანი შეავსეთ სასუქით განოყიერებული, ფეტვის მარცვლის ზომის მიწით.
ხარისხიანად გაცრილი ფხვიერი ნიადაგი და კარგი დრენაჟი ზომიერად ატარებს წყალს. ჭარბი წყალი იმწამსვე გამოედინება ქოთნის ფსკერზე მოთავსებულ სადრენაჟო წერტილიდან. ამ საქმის მოყვარულთათვის სასარგებლოა იმის ცოდნაც, რომ ნოყიერი, თიხანარევი ნიადაგი საუკეთესო საშუალებაა ჯუჯა მცენარეთა გახარებისთვის. თუმცა, დამწყებმა, უმჯობესია თვითონ მოსინჯოს სხვადასხვა სახის ნიადაგი. არ არსებობს იმაზე უკეთესი მასწავლებელი, ვიდრე… ექსპერიმენტი.