სოციალური სიზმარი

გუშინ საღამოს , ძილის წინ ბლოგზე ვფიქრობდი.. მერე ჯგუფზე დავიწყე ფიქრი, საბოლოოდ კი ბლოგერებზე ფიქრით ჩამეძინა..

მე, ქეთუსი(ketusi.com), ადოadolis.wordpress.com, გვირილაgvirilaa.wordpress.com, მაცოdandellions.wordpress.com, მისს კატალანიmisscatalan.wordpress.com.(გუშინ ყველაზე დიდი ხანი ამ ბლოგებზე ვიყავი და ალბათ ამის ბრალია :დ)
გზაში რაღაც ვიმღერეთ. ისე მონდომებით ვმღეროდი, მისს კატალანი ხელს მკრავდა, ცოტა ჩუმად შე უსმენოო :დ:დ
მანქანა მთის ძირას დავტოვეთ და ავედით მთაზე, სადაც იყო დიდი მინდორი. სულ სულ მწვანე..
მაცო და მისს კატალანი პეპლებს დასდევდნენ :დ და სულ იცინოდნენ :დ დაიჭირა ერთი მაცომ და მერე გაუშვა, ცოდოაო..

ადო მახსოვს, რომ ვაშლს ჭამდა. გახედავდა ამ პეპლების მდევრებს და იცინოდა. ნუ, მოკლედ ყველა იცინოდა :დ

ქეთუსის ლეპტოპში ქონდა თავი ჩარგული და ბლოგზე დიზაინს ცვლიდა :დ

გვირილაც იყო. გვერდით მეჯდა და მელაპარაკებოდა. რადგან არ ვიცი, თუ როგორ გამოიყურება, მხოლოდ სილუეტი მახსოვს. საშუალო სიმაღლის, საშუალო სიგრძის, ტალღოვანი თმით. ხელში ერთი დიდი გვირილა ეჭირა(ნეტა რატო :დ)

შუადღეზე პიკნიკი მოვაწყვეთ. ადომ ჩანთა გახსნა და 10 ცალი დიროლი ედო :დ
პიკნიკიდან არაფერი მახსოვს სხვა :დ

საღამოს კოცონი დავანთეთ. მისს კატალანმა გიტარა ამოიღო და ვიმღერეთ.

ბოლოს კარავში შევედით, ეს მახსოვს; მაგრამ, როდის მოვასწარით ამხელა კარვის გაშლა არ ვიცი. დიდი კარავი იყო, ძალიან დიდი :დ მე, მაცო, ანანო და ქეთუსი დიდხანს ვლაპარაკობდით, ადო თავს წამოყოფდა და გვეხვეწებოდა დამაძინეთო :დ

მერე თავი დავდე ექსპრომტად და ჩამეძინა…

საერთოდ, სიზმრები იშვიათად მამახსოვრდება. ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამე მოხდა ამ სიზმარში, მაგრამ ვერ ვიხსენებ :დ

რაღაც სიშტერე იყო აშკარად, არადა 3 ადამიანს ვალოდინებ ამ პოსტზე :დ:დ გაგიცრუეთ იმედები სამწუხაროდ, მაგრამ ეს ერთი და სხვა არცერთი :დ

Advertisements