სოციალური სიზმარი

გუშინ საღამოს , ძილის წინ ბლოგზე ვფიქრობდი.. მერე ჯგუფზე დავიწყე ფიქრი, საბოლოოდ კი ბლოგერებზე ფიქრით ჩამეძინა..

მე, ქეთუსი(ketusi.com), ადოadolis.wordpress.com, გვირილაgvirilaa.wordpress.com, მაცოdandellions.wordpress.com, მისს კატალანიmisscatalan.wordpress.com.(გუშინ ყველაზე დიდი ხანი ამ ბლოგებზე ვიყავი და ალბათ ამის ბრალია :დ)
გზაში რაღაც ვიმღერეთ. ისე მონდომებით ვმღეროდი, მისს კატალანი ხელს მკრავდა, ცოტა ჩუმად შე უსმენოო :დ:დ
მანქანა მთის ძირას დავტოვეთ და ავედით მთაზე, სადაც იყო დიდი მინდორი. სულ სულ მწვანე..
მაცო და მისს კატალანი პეპლებს დასდევდნენ :დ და სულ იცინოდნენ :დ დაიჭირა ერთი მაცომ და მერე გაუშვა, ცოდოაო..

ადო მახსოვს, რომ ვაშლს ჭამდა. გახედავდა ამ პეპლების მდევრებს და იცინოდა. ნუ, მოკლედ ყველა იცინოდა :დ

ქეთუსის ლეპტოპში ქონდა თავი ჩარგული და ბლოგზე დიზაინს ცვლიდა :დ

გვირილაც იყო. გვერდით მეჯდა და მელაპარაკებოდა. რადგან არ ვიცი, თუ როგორ გამოიყურება, მხოლოდ სილუეტი მახსოვს. საშუალო სიმაღლის, საშუალო სიგრძის, ტალღოვანი თმით. ხელში ერთი დიდი გვირილა ეჭირა(ნეტა რატო :დ)

შუადღეზე პიკნიკი მოვაწყვეთ. ადომ ჩანთა გახსნა და 10 ცალი დიროლი ედო :დ
პიკნიკიდან არაფერი მახსოვს სხვა :დ

საღამოს კოცონი დავანთეთ. მისს კატალანმა გიტარა ამოიღო და ვიმღერეთ.

ბოლოს კარავში შევედით, ეს მახსოვს; მაგრამ, როდის მოვასწარით ამხელა კარვის გაშლა არ ვიცი. დიდი კარავი იყო, ძალიან დიდი :დ მე, მაცო, ანანო და ქეთუსი დიდხანს ვლაპარაკობდით, ადო თავს წამოყოფდა და გვეხვეწებოდა დამაძინეთო :დ

მერე თავი დავდე ექსპრომტად და ჩამეძინა…

საერთოდ, სიზმრები იშვიათად მამახსოვრდება. ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამე მოხდა ამ სიზმარში, მაგრამ ვერ ვიხსენებ :დ

რაღაც სიშტერე იყო აშკარად, არადა 3 ადამიანს ვალოდინებ ამ პოსტზე :დ:დ გაგიცრუეთ იმედები სამწუხაროდ, მაგრამ ეს ერთი და სხვა არცერთი :დ

Advertisements

12 thoughts on “სოციალური სიზმარი

  1. კარგად ვიცინე :დ “ქეთუსის ლეპტოპში ქონდა თავი ჩარგული და ბლოგზე დიზაინს ცვლიდა :დ” და “შუადღეზე პიკნიკი მოვაწყვეთ. ადომ ჩანთა გახსნა და 10 ცალი დიროლი ედო :დ” კარგი იყო :დ ისე ამდენ გოგოებში ადო რას აკეთებდა?? :დ

  2. Ibi ამბობს:

    კახი, პოსტი რომ ჩავიკითხე, მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :დ რავიცი მე რა უნდოდა :დ:დ

  3. გენაცალე, რამდენი ვიცინე,მოკლედ ამ ჩემი ბლოგის დიზაინის დასრულება ვერც ცხადში მოვახერხე და ვერც სიზმარში,წეღანაც რაღაცეები შჭევცვალე 🙂
    რა კარგი სიზმარი დაგსიზმრებია,რას ერჩი კარგადაც გიწერია.ბევრი ვიხალისე 🙂

  4. Ibi ამბობს:

    ჰო, ეს დიზაინის ამბავი კარგად მახსოვდა :დ მეც გამოცდილი მაქვს რა საშინელებაა :დ
    დიდი მადლობა ❤

  5. ვაიმე, რამდენი ვიცინე 😀
    სასიამოვნო პოსტი იყო, მარა გამიკვირდა გვირილების გვირგვინი რომ არ მქონდა თავზე 😀 ვიზუალური მხარე სწორად წარმოგიდგენია, მასეთი ვარ დაახლოებით 🙂 ტალღოვანი თმაც ნამეტანი სწორად აღნიშნე ^_^
    მაცოს პეპლები მაგარი იყო და ადოს 10 დიროლი რა ჯანდაბად უნდოდა? 😀 😀 მაგარი იყო რა 🙂 მინდა მასეთი პიკნიკი ^_^

    ხო, დიიიდი გვირილა რომაა პოსტში, მადლობა მაგისთვის :-*

  6. Ibi ამბობს:

    რა მადლობა გვირილა, რას ამბობ ❤
    გვირგვინზე შემდეგ სიზმარში ვიზრუნებ :დ:დ
    აი ეგ დიროლი საიდან მოვიტანე ნაღდად არ ვიცი :დ
    მადლობა კიდევ ერთხელ ❤

  7. როგორ გამიხარდა თავის დროზე ეს პოსტი რომ წავიკითხე, ვერც კი აღგიწერ.. :*
    კარგი ხარ და საყვარელი.. :*
    არ გაგიცრუებია იმედები, სისულელეა.. :***

  8. ვაი მეე მე ხომ ყველგან ვარ რა…ამჯერად როგორც ადამიანი არაა,როგორც პეპელა…მაცო კიდევ კარგი,რომ გამიშვი :დ:დ:დ:დ ვაი მე ადო მოკვდებოდა ამდენი დიროლის ”ღეჭვით” :დ:დ გოგოებს არ დაგირიგათ??????

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s