ვითომ არ გამიგონია

***
დილა, 9ის ნახევარი. ეს-ესაა სახლიდან გამოვედი და გაჩერებისკენ მივდივარ. ვიღაც ნარკომანი გამწარებული ეწევა სიგარეტს და ტელეფონზე ლაპარაკობს. ეტყობა, რომ ეს მისი ბოლო თეთრებია ანგარიშზე, რადგან ძალიან სწრაფად ამბობს სათქმელს. ” აუ ბიჭო ბოზიშვილი ვიყო …” ყური ისეა მიჩვეული, რომ ვატარებ, ვითომ არ გამიგონია

***
შუადღე, სკოლის ეზო, დიდი შესვენება. დირექტორიც ეზოშია. ერთი ბიჭი მეორე მიუთითებს ვიღაცაზე, აუ ეს რა ***-ა. არც ეს არის ახალი ჩემთვის. ვიკიდებ, ვითომ არ გამიგონია.

***
2 საათს გადაცდა, მე დაქალებს ვემშვიდობები და გაჩერებისკენ ვიღებ გეზს. გადასასვლელზე ვიღაც ცუდად ატორმუზებს. წადი შენი დედაც ****** შე ****** და ასე გრძელდება. მე ჰორიზონტს ვუყურებ, ავტობუსს ველოდები. ჩხუბი? არ გამიგონია.
თითქმის 3 საათია და სახლთან ახლოს ვარ. საცობია. მძღოლებს შორის “დიალოგი” მიდის. შენი ********** და ა.შ. ნაუშნიკები გავაფუჭე, ამიტომ, ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს. ჩხუბი? საიდან მოიტანეთ.

***
4ის ნახევარი, მე კომპიუტერთან ვზივარ, დაქალი ვიღაც ბიჭის სურათს მილინკავს. სურათზე მხვდება გოგოების ჩხუბი. ვიღაც ქერა ბიჭის გამო ხოცავენ ერთმანეთს. მეცინება და ნოტიფიკაციებს ვუბრუნდები. ვიკიდებ, ვითომ არ მინახავს.

და კიდევ, ვინ იცის, ყოველდღე რამდენ ასეთს ვაწყდებით. მე, შენ და კიდევ ბევრი ჩვენნაირი. არ მსიამოვნებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გინების მოსმენა, მაგრამ უკვე ყურიც მიეჩვია ამას. არამგონია, ამის გამოსწორება შევძლოთ…