ვითომ არ გამიგონია

***
დილა, 9ის ნახევარი. ეს-ესაა სახლიდან გამოვედი და გაჩერებისკენ მივდივარ. ვიღაც ნარკომანი გამწარებული ეწევა სიგარეტს და ტელეფონზე ლაპარაკობს. ეტყობა, რომ ეს მისი ბოლო თეთრებია ანგარიშზე, რადგან ძალიან სწრაფად ამბობს სათქმელს. ” აუ ბიჭო ბოზიშვილი ვიყო …” ყური ისეა მიჩვეული, რომ ვატარებ, ვითომ არ გამიგონია

***
შუადღე, სკოლის ეზო, დიდი შესვენება. დირექტორიც ეზოშია. ერთი ბიჭი მეორე მიუთითებს ვიღაცაზე, აუ ეს რა ***-ა. არც ეს არის ახალი ჩემთვის. ვიკიდებ, ვითომ არ გამიგონია.

***
2 საათს გადაცდა, მე დაქალებს ვემშვიდობები და გაჩერებისკენ ვიღებ გეზს. გადასასვლელზე ვიღაც ცუდად ატორმუზებს. წადი შენი დედაც ****** შე ****** და ასე გრძელდება. მე ჰორიზონტს ვუყურებ, ავტობუსს ველოდები. ჩხუბი? არ გამიგონია.
თითქმის 3 საათია და სახლთან ახლოს ვარ. საცობია. მძღოლებს შორის “დიალოგი” მიდის. შენი ********** და ა.შ. ნაუშნიკები გავაფუჭე, ამიტომ, ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს. ჩხუბი? საიდან მოიტანეთ.

***
4ის ნახევარი, მე კომპიუტერთან ვზივარ, დაქალი ვიღაც ბიჭის სურათს მილინკავს. სურათზე მხვდება გოგოების ჩხუბი. ვიღაც ქერა ბიჭის გამო ხოცავენ ერთმანეთს. მეცინება და ნოტიფიკაციებს ვუბრუნდები. ვიკიდებ, ვითომ არ მინახავს.

და კიდევ, ვინ იცის, ყოველდღე რამდენ ასეთს ვაწყდებით. მე, შენ და კიდევ ბევრი ჩვენნაირი. არ მსიამოვნებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გინების მოსმენა, მაგრამ უკვე ყურიც მიეჩვია ამას. არამგონია, ამის გამოსწორება შევძლოთ…

Advertisements

8 thoughts on “ვითომ არ გამიგონია

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ჰააა ჩემი იბიკოო :* :* როგორ მომენატრე :* დაიკიდე ნიინ რა.. შენ რას შეცვლი :* ტყუილად იშლი ნერვებს :* მეც რამდენი მესმის ეგეთი ტი ტუ ! :*

  2. Ibi ამბობს:

    Butterfly ❤ დიდი მადლობა

    ანანო ❤ მეც ძალიან მომენატრე ❤ ჰო, ვიკიდებ ხოლმე, მაგრამ დღეს საშინლად შესამჩნევი იყო, სახლში რომ მოვედი რაღაცის გამო ცუდ ხასიათზე ვიყავი, და ბოლოს მივხვდი რის გამოც, იმდენი ეგეთი სიტუაცია შეიქმნა რო რავიცი…

  3. აი, გინებაზე მეც ასე ვარ რა, საშინლად ვერ ვიტან! მაღიზიანებს ბილწსიტყვაობა და როცა ჩემი ასაკის ხალხი ხშირად იყენებს ამ სიტყვებს უბრალოდ საუბრისას, ვთვლი, რომ სიტყვის მარაგი არ აქვთ და განათლება. ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში. საკუთარი აზრი გინების გარეშე როგორ ვერ უნდა გამოთქვა არ მესმის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s