ბონსაი-ქოთანში ჩარგვა

როდესაც მცენარეს ჩასარგავად მოვამზადებთ, უპირველეს ყოვლისა შევუმოწმოთ, მოშორებული აქვს თუ არა ძველი ფესვი. შემდეგ განსაზღვრეთ, რომელ მხარეს ჯობს ჩარგოთ, რომ უფრო მიმზიდველი სანახავი იყოს. მართკუთხა ან ელიფსური ფორმის ქოთნის გამოყენებისას ხე უნდა ჩარგოთ ერთ მხარეს, მისი ფორმის შესაბამისად. მეორე მხრივ მცენარე შეგიძლიათ ჩარგოთ ცენტრიდან 7-10 სანტიმეტრით დაშორებული, რაც საუკეთესოა არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ მცენარის მოვლის მეთოდების დასახვეწად.

ქოთანში მცენარე ირწყვება დარგვისთანავე. ერთი კვირის განმავლობაში იგი მოათავსეთ ოთახის ყველაზე მზიან ადგილას, თან ფოთლები წყლით უნამეთ. მომდევნო 5 დღის განმავლობაში-დღის პირველ ნახევარში გადგით ხოლმე გარეთ, ამის შემდეგ მთელი დღე დატოვეთ აივანზე ან ბაღში.
1) წყლის გასასვლელი ხვრელის ზემოდან მოათავსეთ მავთულის ბადე.
2) ჩაყარეთ ქვიშიანი ნიადაგი.
3) პინცენტით ფრთხილად გააცალკევეთ გადახლართული ფესვები.
4) მოაჭერით მოგრძო ფესვები.
5) მოათავსეთ შესაფერის ქოთანში იმ მიმართულებით, რომელსაც შეარჩევთ.
6) ფესვები ფრთხილად მოათავსეთ ქოთანში.
7) მცენარის ფესვები დაფარეთ მიწით და ფრთხილად მოასწორეთ მიწა.
8) მოაცილეთ ზედმეტი მიწა და ისევ მოასწორეთ.

Advertisements

ბონსაი-ჭურჭლის შერჩევა


ქოთანი შეგიძლიათ შეარჩიოთ საკუთარი გემოვნებით. ტრადიციულად იყენებენ მოჭიქულ თიხის ჭურჭელს. სასურველია ქოთანი იყოს ფრიალა, რომელსაც ზომიერად გავხვრეტთ დრენჟისთვის. ეს ხელს უწყობს ჯუჯა მცენარეების განვითარებას. ყოველი ცოცხალი უჯრედების ერთ-ერთ უმთავრეს სასიცოცხლო პირობას წარმოადგენს ჟანგბადის არსებობა, თუ ნიადაგში არ მოხდება ჰაერის მიმოქცევა, მაშინ მცენარე იღუპება, ცოცხალი უჯრედები დაკარგავენ ჟანგბადს. ეს შეიძლება თავიდან აიცილოთ ზომიერად გაკეთებული დრენაჟის საშუალებით, საიანაც წყალი გამოედინება, ხოლო ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი შეაღწევს ფორებიან ატმოსფეროს.

გოგონა დრაკონის ტატუთი

წიგნის აღებისთანავე მის უკან მოთავსებული ანოტაცია წავიკითხე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს წიგნი, დიდი მოცულობის მიუხედავად, ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა. სქელტანიანი წიგნების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ, კონკურსის გამოცხადებისას გავიფიქრე: “რატომაც არა?”.

დროის უქონლობის გამო წიგნის საკითხად ვერ ვიცლიდი. ძილის წინ ვკითხულობდი ძირითადად. მაგრამ, ჩემი აზრით, ასე უკეთ შევძელი აზრის გამოტანა და წიგნის შინაარსის გაანალიზება.

წიგნის პროლოგი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ინტერესი გამიღვივა და წიგნის წაკითხვა მომინდა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ნელა დავიწყე კითხვა.

პირველი გვერდები არც ისე საინტერესო იყო ჩემთვის. დღეში 20-30 გვერდზე მეტს არ ვკითხულობდი. ძალიან უაზროდ მეჩვენებოდა.

როგორც კი დასაწყისს გავცდი ინტერესმა შემიპყრო და ერთხელ ღამის 3 საათამდე შემოვრჩი წიგნს. სადღაც ნახევრამდე მისულს წიგნთან ერთად ჩამეძინა.

ნახევრის შემდეგ წიგნი ადვილად იკითხება. მეორე ნახევარი ზუსტად 2 დღეში წავიკითხე. დაწოლის წინ თვალებს რომ ვხუჭავდი, ლიზბეთი წარმომიდგებოდა ხოლმე. ჩემი აზრით, ნაწარმოების ყველაზე საინტერესო გმირი სწორედ ისაა.

პროლოგიც არ ყოფილა გამონაკლისი. ისიც მალე წავიკითხე და დასასრულის შემდეგ უნებურად გამეღიმა. წიგნმა არ გაიზიარა ელვისის აბრის ბედი, იგი ჩემს ოთახში საპატიო ადგილს დაიკავებს.



ნაწარმოების მთავარი გმირი ექსტრავაგანტული გოგონაა მხარზე დრაკონის ტატუთი. როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაზე საინტერესო პიროვნება წიგნში. ლიზბეთ სანდლერი ჰაკერია, აქვს ფოტოგრაფიული მახსოვრობა და არის შესანიშნავი მკვლევარი, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით მკითხველები.

წიგნიდან ბევრი რამ გავიგე. მაგალითად, შეიცვალა ჩემი სტერეოტიპი იმაზე, რომ შვედეთი ერთი ჩვეულებრივი, წყნარი ქვეყანაა. რომ შვედეთში იშვიათია ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობა დაცულია. რომანის შუა ნაწილში კარგად გავაცნობიერე წიგნის მეორე სახელწოდება “ქალთმოძულე კაცები”. წიგნში ბევრჯერ შევხვდებით ასეთ შვედებს.

წიგნის დამთავრების შემდეგ კიდევ ერთხელ წავიკითხე ანოტაცია. მართალი ყოფილა, ერთი შეხედვით კლასიკური, მაგრამ მკითხველისთვის მაინც მოულოდნელი შედეგით დასრულებული დეტექტივი…

My First Kiss


ალბათ ეს ფაქტი ყველსთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია. ჩემთვისაც ასეა. თან ძალიან კარგად მახსენდება.

არც კი მინერვიულია და ა.შ. რა მოხდა, ერთი უბრალო კოცნაა, მეტი რა უნდა იყოს მეთქი. 13 წლის ვიყავი. მე-7 კლასის ბოლოს. სწორედ ამ დროს მყავდა პირველი შეყვარებული, რომელიც ჩემ ბიჭებს შორის ყველაზე ნორმალური იყო(ჯერ-ჯერობით :დ). პარასკევი იყო, მე 5 გაკვეთილი მქონდა. თვითონ მე12 კლასში იყო, ამიტომ სულ გადარბენები და ამბები ჰქონდა.

სკოლასთან ახლოს ვიდექით. დღემდე მიკვირს, როგორ არ დამინახა ჩემმა ჭორიკანა კლასელმა :დ არც არაფერი უთქვამს და არც მე მითქვამს არაფერი. უბრალოდ სკოლიდან გამოსვლის წინ მკითხა ბიჭისთვის გიკოცნიაო და მე შემრცხვა და კი მეთქი :დ რა დებილი ვარ :დ

კოცნის დროს რა ვიგრძენი ვერ გეტყვით. ალბათ ის, რაც თქვენ პირველი კოცნისას.

კოცნის შემდეგ ვუთხარი, პირველად ვაკოცე ბიჭს მეთქი და ვიციო :დ

არასოდეს მინანია, რომ დავშორდით. სანდრო ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ დღეს მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს.

სანდრო, თუ ოდესმე ეს პოსტი წაიკითხე, მინდა გითხრა, რომ ძალიან გამიმართლა იმაში, ჩემი პირველი შეყვარებული რომ შენ იყავი. ერთგვარი “გამოცდილება” იყო ჩემთვის.

მე ძალიან მომეწონა ჩემი პირველი კოცნა ❤

Home, Sweet Home

ადრე თემქაზე ვცხოვრობდი. თითქმის დაბადებიდან. ეს ბებიაჩემის სახლი იყო(დედაჩემის დედის). სახლი არც ისე დიდი იყო, სულ რაღაც 70 კვადრატული მეტრი(ამ სახლში კი მხოლოდ “ზალა” არის 60 კვადრატული შედარებისთვის). იქ 4ნი ვცხოვრობდით. მე , ჩემი და, დედა და ბებია. მერე რა, რომ ბაღიდან შორს იყო. ყოველ დილას ვდგებოდით ადრე და ბაღში მივდიოდით. 4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, დღეს ჩვენი ახალი სახლის აშენება დაიწყესო(2000 წელს). რამდენჯერმე მოგვიწია იმ ადგილას გავლა. ვუყურებდი, თუ როგორ უყრიდნენ ვიღაც კაცები კორპუსს საძირკველს. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ აქ 16 სართულიან კორპუსს ააშენდბდნენ.

სწორედ ამ სახლის მდბარეობის გამო ხილიანზევე შევედით მე და ჩემი და 195ე სკოლაში. მერე რა, რომ 6 წელი სხვადასხვა სახლიდან დავდიოდით სკოლაში. მერე რა, რომ რამდენჯერმე ვიქირავეთ ბინა ხან დოლიძეზე და ხანაც ხილიანზე.
ყოველ წელს მეუბნებოდა ბებია, იქნებ 1 წლის შემდეგ დამთავრდეს კორპუსი და გეშველოთ, ბინის ქირაობა აღარ მოგიწიოთო.
ასე გავიდა 6 წელიწადი და დადგა დღე, როდესაც მე ახალ სკოლაში, “კომაროვში” უნდა გადავსულიყავი. სრულიად მარტო, ახალი ბავშვების გარემოცვაში, სულ რაღაც 12 წლის ბავშვი. თან მაშინ, როდესაც წინა კლასელებზე ვგიჟდებოდი და საუკეთესო მეგობრებიც იქ მყავდა.
ეს დღე იყო 2008 წლის პირველი ოქტომბერი. დილას თემქიდან წავედით. 7 საათზე ავდექით. მეშინოდა. ახალი სიტუაციის მეშინოდა. სკოლაში მივედი და პირველი რაც თვალში მომხვდა, გოგონების სიმცირე იყო. როგორ დალაგდა ყველაფერი და როგორ მადლობელი ვარ დედაჩემის, რომ დღეს ამ სკოლაში ვარ, ეს ცალკე თემაა, თუმცა მაშინ საშინლად გავუბრაზდი, რომ გადამიყვანა.
სკოლიდან ახალ სახლში მოვედით. მე, მარი და დედა. ბებია თემქაზე დარჩა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა კოლეჯში და სამსახურთან ახლოს იყო. ახალი სახლი დიდი იყო, ძალიან დიდი. 200 კვადრატულ მეტრზე მეტი. თავიდან მერეოდა, რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი. მერე ამასაც მივეჩვიე… 1 წლის შემდეგ კოლეჯი დაიხურა და ბებიაც ჩვენთან გადმოვიდა. ძალიან კარგი , რომ გადმოვიდა..

ამ ამბებიდან 3 წელია გასული. დღეს ხილიანზე ვცხოვრობთ. დიდ და ლამაზ სახლში. მეგობრები რომ მოდიან,მოსწონთ. ხო, მეც მომწონს. მოდი და არ მოგეწონოს ასეთი დიდი სახლი, ასეთ კარგ ადგილას. თან დედაჩემის გემოვნებით გარემონტებული(ბოლომდე არაა გარემონტებული, მაგრამ უმეტესი წილი კი).
დიდი ხანია თემქაზე არ ვყოფილვარ. ნეტა რა ხდება იქ? ალბათ იქაურობა რიგით მიტოვებულ სახლს დაემსგავსა, იქ ხომ 1 წელია აღარავინ შესულა…
მესმის, რომ დედას ჩვენთვის კარგი სურდა. უნდოდა, საუკეთესო სახლში გვეცხოვრა და საუკეთესო სკოლაში გვევლო. უნდოდა, რომ უკეთეს ადგილას გვეცხოვრა. რისთვისაც დიდი მადლობა მას.
და მაინც, მიყვარს. მე ის სახლი მიყვარს. და ყოველი სიტყვა, რომელიც მის გაყიდვას უკავშირდება იქ, სადღაც, გულის სიღრმეში, მტკივა…
პ.ს. ბავშვობაში მინდოდა თემქაზე იმ ალვის ხის ტოტები სახლამდე მოსულიყო…