Home, Sweet Home

ადრე თემქაზე ვცხოვრობდი. თითქმის დაბადებიდან. ეს ბებიაჩემის სახლი იყო(დედაჩემის დედის). სახლი არც ისე დიდი იყო, სულ რაღაც 70 კვადრატული მეტრი(ამ სახლში კი მხოლოდ “ზალა” არის 60 კვადრატული შედარებისთვის). იქ 4ნი ვცხოვრობდით. მე , ჩემი და, დედა და ბებია. მერე რა, რომ ბაღიდან შორს იყო. ყოველ დილას ვდგებოდით ადრე და ბაღში მივდიოდით. 4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, დღეს ჩვენი ახალი სახლის აშენება დაიწყესო(2000 წელს). რამდენჯერმე მოგვიწია იმ ადგილას გავლა. ვუყურებდი, თუ როგორ უყრიდნენ ვიღაც კაცები კორპუსს საძირკველს. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ აქ 16 სართულიან კორპუსს ააშენდბდნენ.

სწორედ ამ სახლის მდბარეობის გამო ხილიანზევე შევედით მე და ჩემი და 195ე სკოლაში. მერე რა, რომ 6 წელი სხვადასხვა სახლიდან დავდიოდით სკოლაში. მერე რა, რომ რამდენჯერმე ვიქირავეთ ბინა ხან დოლიძეზე და ხანაც ხილიანზე.
ყოველ წელს მეუბნებოდა ბებია, იქნებ 1 წლის შემდეგ დამთავრდეს კორპუსი და გეშველოთ, ბინის ქირაობა აღარ მოგიწიოთო.
ასე გავიდა 6 წელიწადი და დადგა დღე, როდესაც მე ახალ სკოლაში, “კომაროვში” უნდა გადავსულიყავი. სრულიად მარტო, ახალი ბავშვების გარემოცვაში, სულ რაღაც 12 წლის ბავშვი. თან მაშინ, როდესაც წინა კლასელებზე ვგიჟდებოდი და საუკეთესო მეგობრებიც იქ მყავდა.
ეს დღე იყო 2008 წლის პირველი ოქტომბერი. დილას თემქიდან წავედით. 7 საათზე ავდექით. მეშინოდა. ახალი სიტუაციის მეშინოდა. სკოლაში მივედი და პირველი რაც თვალში მომხვდა, გოგონების სიმცირე იყო. როგორ დალაგდა ყველაფერი და როგორ მადლობელი ვარ დედაჩემის, რომ დღეს ამ სკოლაში ვარ, ეს ცალკე თემაა, თუმცა მაშინ საშინლად გავუბრაზდი, რომ გადამიყვანა.
სკოლიდან ახალ სახლში მოვედით. მე, მარი და დედა. ბებია თემქაზე დარჩა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა კოლეჯში და სამსახურთან ახლოს იყო. ახალი სახლი დიდი იყო, ძალიან დიდი. 200 კვადრატულ მეტრზე მეტი. თავიდან მერეოდა, რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი. მერე ამასაც მივეჩვიე… 1 წლის შემდეგ კოლეჯი დაიხურა და ბებიაც ჩვენთან გადმოვიდა. ძალიან კარგი , რომ გადმოვიდა..

ამ ამბებიდან 3 წელია გასული. დღეს ხილიანზე ვცხოვრობთ. დიდ და ლამაზ სახლში. მეგობრები რომ მოდიან,მოსწონთ. ხო, მეც მომწონს. მოდი და არ მოგეწონოს ასეთი დიდი სახლი, ასეთ კარგ ადგილას. თან დედაჩემის გემოვნებით გარემონტებული(ბოლომდე არაა გარემონტებული, მაგრამ უმეტესი წილი კი).
დიდი ხანია თემქაზე არ ვყოფილვარ. ნეტა რა ხდება იქ? ალბათ იქაურობა რიგით მიტოვებულ სახლს დაემსგავსა, იქ ხომ 1 წელია აღარავინ შესულა…
მესმის, რომ დედას ჩვენთვის კარგი სურდა. უნდოდა, საუკეთესო სახლში გვეცხოვრა და საუკეთესო სკოლაში გვევლო. უნდოდა, რომ უკეთეს ადგილას გვეცხოვრა. რისთვისაც დიდი მადლობა მას.
და მაინც, მიყვარს. მე ის სახლი მიყვარს. და ყოველი სიტყვა, რომელიც მის გაყიდვას უკავშირდება იქ, სადღაც, გულის სიღრმეში, მტკივა…
პ.ს. ბავშვობაში მინდოდა თემქაზე იმ ალვის ხის ტოტები სახლამდე მოსულიყო…

Advertisements

24 thoughts on “Home, Sweet Home

  1. teo ამბობს:

    aლვის ხის ტოტები სახლამდე მოსულიყო… ❤

    p.s. gaaqiravet eg bina da gaaremontet xilianis saxli bilomde :))))))))))))

  2. Ibi ამბობს:

    მეც ეგ მინდოდა, მაგრამ დაგირავებული გვქონდა აქამდე ))
    და ეხლა გაქირავება არა, გაყიდვა უნდათ , სამწუხაროდ :((

  3. Ibi ამბობს:

    იცი, როგორი თბილი იყო ❤ აი ისეთი თბილი სხვა სახლი ვერ იქნება, სულ სასახლეში რომ ვიცხოვრო ❤

  4. Nikki ამბობს:

    ძალიან მომეწონა. შენ ბლოგს ამიერიდან ყოველთვის ვესტუმრები ^_^
    მე ახლაც თემქაზე ვცხოვრობ 😀

  5. Ibi ამბობს:

    ძალიან გამახარებ თუ მესტუმრები ❤
    დიდი მადლობა :*
    უფრო გამიხარდება, რადგან ჩემი ძველი უბნიდან იქნები :დ

  6. აააააააა როგორ მომენატრა მეც ჩემი სახლიიიი :(( ვააახ მიყვარს რაა ესეთი მოგონებებზე პოსტები ❤ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s