გოგონა დრაკონის ტატუთი

წიგნის აღებისთანავე მის უკან მოთავსებული ანოტაცია წავიკითხე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს წიგნი, დიდი მოცულობის მიუხედავად, ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა. სქელტანიანი წიგნების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ, კონკურსის გამოცხადებისას გავიფიქრე: “რატომაც არა?”.

დროის უქონლობის გამო წიგნის საკითხად ვერ ვიცლიდი. ძილის წინ ვკითხულობდი ძირითადად. მაგრამ, ჩემი აზრით, ასე უკეთ შევძელი აზრის გამოტანა და წიგნის შინაარსის გაანალიზება.

წიგნის პროლოგი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ინტერესი გამიღვივა და წიგნის წაკითხვა მომინდა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ნელა დავიწყე კითხვა.

პირველი გვერდები არც ისე საინტერესო იყო ჩემთვის. დღეში 20-30 გვერდზე მეტს არ ვკითხულობდი. ძალიან უაზროდ მეჩვენებოდა.

როგორც კი დასაწყისს გავცდი ინტერესმა შემიპყრო და ერთხელ ღამის 3 საათამდე შემოვრჩი წიგნს. სადღაც ნახევრამდე მისულს წიგნთან ერთად ჩამეძინა.

ნახევრის შემდეგ წიგნი ადვილად იკითხება. მეორე ნახევარი ზუსტად 2 დღეში წავიკითხე. დაწოლის წინ თვალებს რომ ვხუჭავდი, ლიზბეთი წარმომიდგებოდა ხოლმე. ჩემი აზრით, ნაწარმოების ყველაზე საინტერესო გმირი სწორედ ისაა.

პროლოგიც არ ყოფილა გამონაკლისი. ისიც მალე წავიკითხე და დასასრულის შემდეგ უნებურად გამეღიმა. წიგნმა არ გაიზიარა ელვისის აბრის ბედი, იგი ჩემს ოთახში საპატიო ადგილს დაიკავებს.



ნაწარმოების მთავარი გმირი ექსტრავაგანტული გოგონაა მხარზე დრაკონის ტატუთი. როგორც ზემოთ ვთქვი, ყველაზე საინტერესო პიროვნება წიგნში. ლიზბეთ სანდლერი ჰაკერია, აქვს ფოტოგრაფიული მახსოვრობა და არის შესანიშნავი მკვლევარი, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით მკითხველები.

წიგნიდან ბევრი რამ გავიგე. მაგალითად, შეიცვალა ჩემი სტერეოტიპი იმაზე, რომ შვედეთი ერთი ჩვეულებრივი, წყნარი ქვეყანაა. რომ შვედეთში იშვიათია ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობა დაცულია. რომანის შუა ნაწილში კარგად გავაცნობიერე წიგნის მეორე სახელწოდება “ქალთმოძულე კაცები”. წიგნში ბევრჯერ შევხვდებით ასეთ შვედებს.

წიგნის დამთავრების შემდეგ კიდევ ერთხელ წავიკითხე ანოტაცია. მართალი ყოფილა, ერთი შეხედვით კლასიკური, მაგრამ მკითხველისთვის მაინც მოულოდნელი შედეგით დასრულებული დეტექტივი…

Advertisements

20 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი

  1. აუ წიგნი რომ წაკითხული მქონდეს უფრო გამისწორდებოდა …საერთოდ წიგნზე მსჯელობა მიყვარს და ეხლა მიტყდება ამის სასუალება რო არ მაქვს (((

  2. შენ ის ამბავი არიცი მე რო ცხრაკლიტულში ვარ გამომწყვდეული და გარეთ მარტო ეზოში რო მიშვებეენ? :დ

  3. Ibi ამბობს:

    გილოცავ ბექა, შენ გახდი მე500 კომენტარის ავტორი ჩემ ბლოგზე ❤
    საჩუქრად მიიღებ გესტ-პოსტს ^_^

  4. Ibi ამბობს:

    მოვიცადოთ მე1000 კომენტარამდე :დ
    კარგი, მერე თუ მომივა მუზა, შენც დაგიწერ ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s