ექსპრომტი

ფუნჯი , საღებავი , სასმელი, სიმღერა, სიცილი, ცეკვა…

ისევ ცეკვა, ისევ სიცილი და კოორდინაციის უნარის დაკარგვა…
ბოდიალი ოთახებში და იმის მიხვედრა, რომ არ გახსოვს სად ხარ
ვისთან ხარ და საიდან მოხვდი აქ
გკიდია
ხელში ჭიქას იღებ, ფიქრობ, რომ სასმელი კიდევ ბევრია და ეს ერთი ჭიქა არაფერს გიზამს
შემდეგ ორი
სამი…
შემდეგ აღარ ითვლი
ბოდიალობ ისევ ოთახიდან ოთახში, უღიმი ყველას და იცინი არაფერზე…
ვიღაც გინდა
ვიღაც, მაგრამ არ იცი ვინ
უცებ იხსენებ, ტელეფონს იღებ და გახსენდება, რომ სწორედ ასეთი შემთხვევებისგან თავის დასაცავად წაშალე მისი ნომერი..
ახლა კი ნანობ..
შემდეგ კოცნა…
კიდევ …
და კიდევ ერთხელ…
ჩახუტება და კიდევ ერთი ჭიქა…
უცებ ხვდები, რომ სისულელეს აკეთებ..
უეცარი გამოფხიზლება…
ქუთუკის ჩაცმა და დამშვიდობება.
გამოდიხარ ქუჩაში და ცდილობ ყველაფერი დაივიწყო..
გამოგდის…

ნარკოტიკი სახელად სიახლე

დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე სიახლის შემოტანაა საჭირო?!
რატომღაც ყოველთვის იმ კითხვით ვიწყებ პოსტს, რომელზე პასუხიც ყველამ , მათ შორის მეც, კარგად იცის.

რამდენჯერ მიპოვნია ჩემი ძველი ჩანაწერები. თუნდაც 1 წლის წინანდელი და შემდეგ მაგრად მიცინია. მიცინია იმიტომ, რომ 1 წლის წინანდელი მე სულ სხვა ადამიანი იყო. ახლანდელი კი რადიკალურად განსხვავდება მისგან. ალბათ 1 წლის შემდეგაც ვიცინებ ამ პოსტზე და ასე გაგრძელდება. მანამ, სანამ შემეძლება გავადნო ყინული და წავიწიო წინ. მე ვთვლი, რომ ჩემი ყოველი წელი წინაზე უკეთესია. და ამას რომ ვაცნობიერებ, მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ 1 წლის წინ უფრო ნაკლები გამოცდილება მქონდა და უფრო ნაკლები ვიცოდი.

ამ წლების განმავლობაში კი კარგად გავაცნობიერე ერთი რამ. ვერ ვიტან ერთ ადგილზე გაჩერებას. მუდმივად მინდა ვიყო მოძრაობაში. ჯერ ერთი საქმე არ მაქვს დამთავრებული და უკვე მეორეს ვიწყებ. შემდეგ მესამეს, მეოთხეს… ეს კი რას იწვევს?!-დომხალს!.

ვიცი, ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. ისიც ვიცი, რომ ეს ჩემს ნებისყოფობის არქონაზე მიუთითებს. კიდევ ბევრი რამ ვიცი საკუთარ სისუსტეებთან დაკავშირებით…

მაპატიეთ, ვიცი, რომ ამ ფრაზამ უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ეს მუდმივი ცვლა და სხვადასხვა საქმეების წამოწყება ერთ რამეზე მიუთითებს. მე სიახლეზე ვარ დამოკიდებული. ყველგან და ყველაფერში მას ვეძებ. ალბათ, სწორედ ამიტომ დავდივარ თავჩაღუნული :დ

სიახლე ისეა ჩემთვის, როგორც ნარკოტიკი. მუდმივად მჭირდება და თუ არ მაქვს ეს ჩემს განწყობაზე ცუდად აისახება.
ალბათ მე სიახლე იმაზე მეტად მჭირდება, ვიდრე ძილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელზე ვგიჟდები. ძილის მაგივრად იმაზე ფიქრს ვარჩევ ხოლმე, თუ რა შემიძლია შევცვალო.

ბოლოს კი სიყვარულოვნას ფრაზა მისი ებაუთიდან:
ამჟამად ვეძებ სიახლეს, თუ სადმე შეგხვდათ გადაეცით ველოდები.

მე შენთან მინდა, მოდი

ხუთი
ოთხი
სამი
ორი
ერთი
ნული… დროზე, დროზე ჩაიფიქრეთ!
ხელები მიტყუპებული ნიკაპთან, თვალები დახუჭული და გულში ვამბობ სურვილს. თითქოს მართლა მჯერა, რომ ეს მოხდება. თითქოს მართლა მჯერა, რომ პირველი სურვილი, რომელაც 11.11.11 დღეს 11 საათზე, 11 წუთზე და 11 წამზე ჩავიფიქრებ ახდება…

წამით ყველა მხიარულია, იფიქრებს სურვილს და რაღაცის მოლოდინით აქეთ-იქით იყურება.
სასწრაფოდ დღიურს ვიღებ და ვტოვებ კვალს.

ელე მერხზე წერს..
გვიხარია…
ოღონდ რა, ჩვენთვითონაც არ ვიცით…
“ბავშვებო, 63-ე გვერდზე გადშალეთ..”-ქართულის მასწავლებელი ყველაფერს უცებ გვიყრის წყალში..
ჯერ კიდევ ოცნებაში ვარ. რა იქნება , ერთხელ მაინც ამიხდეს ჩანაფიქრი. ეს სულ ადვილია. მე შენთან მინდა, მოდი…

რამდენია საკმარისი?

თანდათან ვხვდები, რომ ინტელექტუალური შეჯიბრებები ჩემს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიმარჯვებ. მინიმუმ 1 კვირა ტვინს მიღრღნის დროის უკან დაბრუნების თეორია და სწორი პასუხის გაცემა.

  • “რატომ მეტი არ ვისწავლე და დავიმახსოვრე?”

  • “ნეტავ დროის უკან დავრუნება შემეძლოს…”

  • “აუ ის როგორ შემეშალა!”


  • კიდევ ბევრი ასეთი ფიქრით მეძინება და მეღვიძება. ასევე იყო “ყველაზე ჭკვიანში”, “ეტალონში”, “რა?სად?როდის?-ში” და თუ სადმე მიმიღია მონაწილეობა ყველგან…

    (შავი ზღვის უნი-ს ეზო, ჭადრაკის თამაშისას)
    მიუხედავად ამისა, მე მაინც ვაგრძელებ ყველა კონკურსში მონაწილეობის მიღებას და შემდეგ ნერვების შლას…

    დღესაც ასე ვარ და მინიმუმ 1 კვირა თუ გაღიზიანებული ვიქნები, ნორმალური ამბავია და მომიტევეთ :დ

    წინა ტურში მესამე ადგილზე გავედით და ძალიან გვიხაროდა, მეორე ტურიდან მესამეში კი ვეღარ გადავედით… სამწუხაროდ…

    ვცდილობ დავიკიდო, რომ სერიოზული პრიზები გავმაზე :დ

    მაგრამ, რაც მთავარია, მიზეზი, რამაც ჩვენი ვერ გადასვლა თითქმის დამავიწყა, ბიჭების გუნდი “კომაროველი” პირველ ადგილზე გავიდა!!! აბა თქვენ იცით და წარმატებები ❤

    უკვე შევუთანხმდით პრიზების გაყოფაზე და ამბებზე :დ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გუნდი “პი” ვართ, ასაკით ყველაზე პატარები(!!!) და 6ვე გოგო ^_^

    და მაინც, რამდენი ცოდნაა საკმარისი იმისთვის, რომ ამ კონკურსებოდან დამშვიდებული წამოხვიდე?
    ოხ ეს რიტორიკა…