ნარკოტიკი სახელად სიახლე

დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე სიახლის შემოტანაა საჭირო?!
რატომღაც ყოველთვის იმ კითხვით ვიწყებ პოსტს, რომელზე პასუხიც ყველამ , მათ შორის მეც, კარგად იცის.

რამდენჯერ მიპოვნია ჩემი ძველი ჩანაწერები. თუნდაც 1 წლის წინანდელი და შემდეგ მაგრად მიცინია. მიცინია იმიტომ, რომ 1 წლის წინანდელი მე სულ სხვა ადამიანი იყო. ახლანდელი კი რადიკალურად განსხვავდება მისგან. ალბათ 1 წლის შემდეგაც ვიცინებ ამ პოსტზე და ასე გაგრძელდება. მანამ, სანამ შემეძლება გავადნო ყინული და წავიწიო წინ. მე ვთვლი, რომ ჩემი ყოველი წელი წინაზე უკეთესია. და ამას რომ ვაცნობიერებ, მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ 1 წლის წინ უფრო ნაკლები გამოცდილება მქონდა და უფრო ნაკლები ვიცოდი.

ამ წლების განმავლობაში კი კარგად გავაცნობიერე ერთი რამ. ვერ ვიტან ერთ ადგილზე გაჩერებას. მუდმივად მინდა ვიყო მოძრაობაში. ჯერ ერთი საქმე არ მაქვს დამთავრებული და უკვე მეორეს ვიწყებ. შემდეგ მესამეს, მეოთხეს… ეს კი რას იწვევს?!-დომხალს!.

ვიცი, ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. ისიც ვიცი, რომ ეს ჩემს ნებისყოფობის არქონაზე მიუთითებს. კიდევ ბევრი რამ ვიცი საკუთარ სისუსტეებთან დაკავშირებით…

მაპატიეთ, ვიცი, რომ ამ ფრაზამ უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ეს მუდმივი ცვლა და სხვადასხვა საქმეების წამოწყება ერთ რამეზე მიუთითებს. მე სიახლეზე ვარ დამოკიდებული. ყველგან და ყველაფერში მას ვეძებ. ალბათ, სწორედ ამიტომ დავდივარ თავჩაღუნული :დ

სიახლე ისეა ჩემთვის, როგორც ნარკოტიკი. მუდმივად მჭირდება და თუ არ მაქვს ეს ჩემს განწყობაზე ცუდად აისახება.
ალბათ მე სიახლე იმაზე მეტად მჭირდება, ვიდრე ძილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელზე ვგიჟდები. ძილის მაგივრად იმაზე ფიქრს ვარჩევ ხოლმე, თუ რა შემიძლია შევცვალო.

ბოლოს კი სიყვარულოვნას ფრაზა მისი ებაუთიდან:
ამჟამად ვეძებ სიახლეს, თუ სადმე შეგხვდათ გადაეცით ველოდები.

Advertisements

13 thoughts on “ნარკოტიკი სახელად სიახლე

  1. ჰეჰ :დ

    აი ბლოგს რომ გადავხედავ ხოლმე და ორი წლის წინანდელ პოსტებს ვკითხულობ სიამაყით ვივსები იმიტომ, რომ ვხვდები ძალიან შევიცვალე. მიუხედავად იმისა რომ ბევრ პოსტს რომ ვკითხულობ მინდა რომ წავშალო და სადმე დავმარხო არ ვშლი, იმიტომ რომ ეგ პოსტები მეხმარება გავაცნობიერო რომ შევიცვალე და კიდევ ვიცვლები ❤

  2. Ibi ამბობს:

    ნიკა, გეთამხმები :დ
    ფორთოხალო ❤ დედას გავხარ გენაცვალოს დედა :დ
    ნათია, მეც იგივე შეგრძნება მაქვს ხოლმე, მაგრამ არ ვშლი ❤

  3. Ibi ამბობს:

    მართალია, სულ მახატია ეგ შენი ჰოროსკოპი მაგრამ მართალი ყოფილა და მეც მაინტერესებ ბრატ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s