2011, ყველაზე გრძელი წელი

ასე მგონია, რომ 2011 წელი ყველაზე გრძელი წელი იყო. წინა წლებში კი პირიქით , ყველა წელი მოკლე მეჩვენებოდა. იდეას ვიპარავ ნათიასგან და ვიწყებ ))

იანვარი
ზუსტად პირველ იანვარს დავწერე ჩემი პირველი პოსტი და შემოვაბიჯე ბლოგსფეროში.
დავწერე ოლიმპიადის მეორე ტურები საზიზღრად.
წავიკითხე “ალქიმიკოსი” და “დანაშაული და სასჯელი”. მეორე მომეწონა, პირველი ისე რა.
ვწერდი იდიოტურ პოსტებს, ჩემს ჭიას ვიხარებდი და მეკიდა მკითხველი.
30ში გავხდი 15ის ^^

თებერვალი
გავიგე სასწავლო ოლიმპიადის შედეგები და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იდიოტი ვარ ^^
5 დღიანი პაუზა გავაკეთე და კომპთან არ დავჯექი.
ვაიგნებდი არსენალს :/ 2–1 საშინლად მახსოვს :/
ერთი ჩვეულებრივი დღე კი ასეთი იყო…

მარტი
ეს თვე ჩემი საყვარელი, მჟავე კიტრის თავგადასავლით დაიწყო ^^
გავიარე ტრენინგი აბორტზე და საშინელ ხასიათზე წამოვედი იქიდან… აბორტი მკვლელობაა!
იყო დღე, საშინელი დასაწყისით და შედარებით უკეთესი დასასრულით.
მარიამი გახდა 14ის.
გამისწორდა არსენალს ამდენი გინების შემდეგ რომ მოვუგეთ :დ 3–1 და ბარსელონა გადის შემდეგ ეტაპზე!
ბიჭმა, რომელიც მიყვარდა(ერთადერთი ბიჭი მიყვარდა მართლა ჩემი ყოფილებიდან), მიღალატა. თან ძალიან მწარედ. თავისუფალი ვარ და მიხარია მეთქი, მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო ((
ბარსას მაისური ვიყიდე :დ
ეს პოსტი კი მთვრალმა დავწერე :დ
გერმანული კომიქსების გამოფენაზე ვიყავი
საშინლად მენატრებოდა ჩემი ყოფილი… საშინლად განვიცდიდი ამ ამბავს…
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოში მე–8 ქვეყანას 1–0 მოუგო!!! და მე ამ დროს სტადიონზე ვიყავი ❤
სისხლის სამართლის ტრენინგი გავიარე თვის ბოლოს

აპრილი
გავჭედე გერმანიაზე და ბერლინი ჩემი ოცნება გახდა.
ევროვიზიის მალტელ და მოლდოველ მონაწილეებს შევხვდი ^^ დედა რა ბედნიერებაა :დ
კლასელები ერთად ვიყავით მთელი დღე ❤
ელ კლასიკოების სერია იყო… საშილად მახსენდება :დ მაგრამ მადრიდელებს უფრო საშინლად ალბათ :ტროლ:
თეგ თამაშში მივიღე მონაწილეობა პირველად ))
ლევანი უფრო და უფრო ცდილობდა ჩემთან ახლოს ყოფნას. მე რატომაც არა პოზიცია მეჭირა და მხოლოდ იმიტომ ვიყავი მასთან, რომ თავისუფალი ვიყავი.
ჩავწერე პირველი ვიდეო პოსტი
აპრილში დავუახლოვდი ელეს და დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ ❤

მაისი
კლასიკოების სერია დასრულდა.
ვეჩხუბე და შევურიგდი ლევანის, 3–ჯერ…
გორში ვიყავი დავითიანნიდან ექსკურსიაზე ❤ გადასარევი დღე იყო ^^
ნანატრ ექსკურსიაზე ვიყავით ^^

მოიგეს!!! ბარსა ჩემპიონია!!!


ივნისი
ლუკა წავიდა გერმანიაში და მგონი დროა ვაღიარო, რომ ეს გახდა ჩემი ახალი დღიურის დაწყების მიზეზი )) რთული მისახვედრია ნეტა რატომ…
დინამოზე ვიყავით მე და ელე პირველად(ცარიელზე :დ)
გამოცდების შედეგები და მეც და ელოც ისევ კომაროველები ვართ ❤
ბონსაითი დავინტერესდი ))
წყნეთში ვიყავით დაქალთან 26ში და ამ დღესვე დავშორდი ლევანის.
გიტარას დავუბრუნდი(ასე მეგონა :დ)

Me & Nuci
ივლისი
გადმოვედი ვორდპრესზე ^^
წავედი სოფელში და იქ ჩემი კატა დამახვედრა მამაჩემმა ❤ ჩემი ჟორა ❤
მეორე სოფელში ვიყავით ^^
გავიჩინე ახალი სიმპათიის ობიექტი, რომელიც ახლაც საშინლად მომწონს :დ
შემდეგ საირმეში წავედით, თავიდან არ მინდოდა, რა ვიცოდი ამდენი ნაშობა თუ ჩითავდა ^^

პ.ს. ეს არაა ნაშობა :დ
აგვისტო
სოფელში დავბრუნდით…
ჩემი პირველი სამსახური!!! მართალია, არაოფიციალური, მაგრამ მაინც ხომ სამსახური :დ

საირმეში 8 დღით…
ესეც ბაღდათში 2 დღე
კვლავ საირმე
მშობლებთან ერთად პირველად ვიმგზავრე მანქანით მარტო ამხელა მანძილზე ^^
დამესიზმრა სოციალური სიზმარი ❤
საირმე 1 თვიანი სიგიჟე! ძალიან მაგარი პერიოდი ❤

სექტემბერი
მივტიროდი ერთ რიგით ნაშას…
სკოლა დაიწყო ^^
მივხვდი, რომ გიტარა ჩემი საქმე არ იყო…
მე და ფორთოხლის გოგონამ ვიდეო პოსტი ჩავწერეთ ❤
დავიწყე სპარსულის სწავლა…

ოქტომბერი
ჩემი თვე დაიწყო ❤
ფლეშმობზე ვიყავი პირველად :/
სტივ ჯობსი გარდაიცვალა
მე და ანანომაც ჩავწერეთ ვიდეო პოსტი ❤
ავიღეთ გოგონა დრაკონის ტატუთი კიდევ ერთხელ მადლობა გამომცემლობას ❤
საბოლოოდ დავიტირე ნაშა…
ყველაზე პოპულარული პოსტი დავწერე…
მეგონა, რომ ვკდვებოდი. აი ესე, უაზროდ…
საკონკურსო პოსტი
პირველად ვიყავი კალათბურთზე ❤

ნოემბერი
ძალიან გავბრაზდი ინტელექტუალურ შეჯიბრებებზე…
11.11.11
მივხვდი, რომ არაფერი მეშველებოდა და მეცადინეობა დავიწყე…

დეკემბერი
უმაგრესი კონცერტი მოვაწყვეთ დავითიანნის ბავშვებმა ❤
სუ სუ ძველი ბიჭი გამახსენდა… ეჰ…
მეც და ელემაც წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდები!!! ისევ კომაროველები ვართ ❤
მე და ელე მეორედ ვიყავით ცარიელ დინამოზე ^^

მე და ყველაზე რომ ვერ ვიტან ის მაინც საყვარელი არსება :დ უსახელო თუთიყუში :დ

მგონი, კარგი წელი გამოვიდა არა?! წინა წლებს ბევრად სჯობდა. თან, მგონი ცოტათი გავიზარდე :დ
1 იანვარს 1 წლის ხდება ჩემი ბლოგი, ოქროს დაბ დღე აქვს ^^
ასე რომ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤ მე მიყვარს ჩემი 2011, რომელიც ამ ბლოგთან ერთად დავიწყე<3
პ.ს. ამ წელს ვუძღვნი ელეს, რომელიც ჩატში მელოდება, დროზე დაამთავრე პოსტიო :დ

მე სამყაროს ჩემებურად ვხედავ

ამბობენ, რომ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 30%ს გააჩნია საკუთარი აზრი.
საინტერესო ფაქტების კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ იშვიათად, რომ რომელიმე დავიმახსოვრო. ეს ფაქტი კი რატომღაც ძალიან ჩამრჩა თავში. და ამის შემდეგ დაიწყო..

  • მინდა, რომ ყოველი საქციელი გააზრებული მქონდეს.

  • მინდა, რომ არ მოვექცე სხვისი აზრის ქვეშ და ყოველთვის მქონდეს ჩემი, თუნდაც, სულელური.

  • მინდა…

    და ამის შემდეგ(სადღაც 1 წელია), ვგრძნობ, რომ რაღაცით შევიცვალე და უკეთესობისკენ წავედი. უკვე შემიძლია ჩემი არგუმენტის დამტკიცება და ეს ძალიან მახარებს. ამას კი მაშინ მივხვდი კარგად დედასთან პირველად რომ შევძელი ჩხუბის გარეშე ლაპარაკი სერიოზულ თემაზე. როცა ჩვენი საუბარი წყნარად დამთავრდა, მეც კმაყოფილი ვიყავი და დედაც, ცოტა მომეშვა. ვისაც გამოუცდია, მგონი კარგი გრძნობაა…

    შემდეგ მივხვდი, რომ სამყაროს ჩემებურად ვხედავდი. უკვე ბევრ რამეზე გამაჩნდა საკუთარი აზრი… და… გამიხარდა. რატომ არ უნდა გამხარებოდა, ალბათ ეს იყო ჩემი , როგორც პიროვნების ჩამოყალიბების დასაწყისი… მართალია, ჯერ არ დამთავრებულა, და ალბათ კარგა ხანი ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდები, მაგრამ რომ დავიწყე ესეც კარგია :დ

    მაშ ასე, 1 თვეში 16ის ვხდები და უკვე სხვანაირად ჟღერს. აღარც ბავშვი ვარ და ჯერ არც დიდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება. შეგიძლიათ მომილოცოთ ))

    პ.ს. ჩემმა ყოფილმა თქვა ერთხელ, ქალი კაცის აზრის გავლენის ქვეშ იქნება ყოველთვისო…
    სირი…

    შენ მე სიმღერა მაჩუქე


    უკეთ გასაგებად შეგიძლია ჩართო ))

    ძველი დიალოგი:
    –ვა ნინი, ნახე შენი სახლის წინ ნიკა წერია კედელზე…
    –გამასწარი აქედან…

    შენ მძიმე როკი გიყვარდა. გიტარაზე უკრავდი. მართალია, ჩემს გიტარაზე ბევრად ცუდი გიტარა გქონდა, მაგრამ ჩემზე ბევრად უკეთ უკრავდი. AC/DC–ს უბერავდი და თავი მაგარი გეგონა. რას გერჩი, იყავი კიდეც. ან მართლა იყავი და ან მეჩვენებოდა. სიმღერას ცდილობდი, მომენტებში გამოგდიოდა, მომენტებში – ყროყინებდი.
    მომწონდი.
    არა, მართლა მომწონდი.
    ისეთი იდიოტური სახე გქონდა. იდიოტური სახელი(აქ გადაგარქვი, ტეხავდა).
    საშინელება იყავი. ჰო, აი ახლა ვხვდები ამას. მაშინ ხომ ყველაზე სიმპათიური ბიჭი მეგონე.
    ახლა ვიხსენებდი და შენი გვარი არ მახსოვს. სასაცილოა, არადა შენი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი :დ ახლა მხოლოდ სახელი მახსოვს. ისიც იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობებიდან ეგ სახელი მხოლოდ შენ გერქვა…

    ნიკუშ, იცი რატომ გამახსენდი? შენი ყოფილი ძმაკაცი შემხვდა ქუჩაში… ხო, აი ის, მაგრად რომ დასცხეთ ბოლოს.. ნუ, ალბათ ბევრი გყავდა ეგეთი. იცი, ისევ ვინსტონს ეწევა :დ შენ ალბათ ისევ მარლბოროს… ან სუსტი ფილვების გამო დაანებებდი თავს და თვეში ერთხელ 1 ღერს მოწევდი. სიგარეტი ხომ ჩემ თავსაც გერჩივნა..

    შენი ფოტო ცოტა ხნის წინ ვიპოვე ძველი ნივთების დალაგებისას. დაუფიქრებლად გადავხიე. კიდევ ის ვიპოვე, რაღაც უაზრო ჯგუფის დისკი რომ მაჩუქე :დ ეგეც გადავაგდე.. ახლა კი ვნანობ, ჩამერთო და კიდევ ერთხელ დამეცინა შენი გემოვნებისთვის…

    მგონი, მომენატრე…
    ამდენს არ დავწერდი სხვა შემთხვევაში. შენი 1000 მინუსით მომწონდი…
    ახლა რომ შემხვდე .. ნივიჟუს ჩაგირტყამ, გამბედაობა არ მეყოფა…
    იქნებ ერთხელ ისე მაინც დაგინახო სადმე, ოღონდ მარტო მე. მაინტერესებს, ახლა როგორი ხარ.
    შენი გვარი გამახსენდა… ხო, გვარიც მაგარი ღადაობა გქონდა :დ

    მახსოვს, ეს სიმღერა რომ მაჩუქე, დალეწილი ფლეიერიდან ძლივს ისმოდა…

    უფრო ძველი დიალოგი:
    –ნინი, მიყვარხარ…
    –მეც მიყვარხარ ნიკუშ…

    XXI საუკუნის პრობლემა

    რა იყო 10 წლის წინ პრობლემა და რა არის დღეს?
    10 წლის წინ პრობლემა შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე დღიანი უშუქობა, დღეს კი პრობლემა 1 საათით წასული შუქია. ის 1 საათი ხომ “ვცდებით” და სტატუსს ვერ ვანახლებთ.
    10 წლის წინ პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ისეთი რამ, რაც დღეს უკვე აღარ არის პრობლემა. ასევე დღევანდელი პრობლემები არ გვქონდა 10 წლის წინ.

    21–ე საუკუნე
    21–ე საუკუნის პირველი ათწლეული უკვე გავიარეთ და შეგვიძლია შევაჯამოთ. ჩემი აზრით, 21–ე საუკუნე დიდი გადატრიალებით დაიწყო. პირველ ათწლეულში მსოფლიოს თითქმის 20% გახდა სოციალურ ქსელზე დამოკიდებული. ბევრი ჩვენგანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე.
    კომპიუტერზე დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს 21–ე საუკუნის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად.

    უფროსი თაობა
    თაობათა შორის ჭიდილი , ალბათ, პირველყოფილი სამყაროდან მოდის. რაც უფრო დიდია 2 ადამიანს შორის ასაკის სხვაობა, მით უფრო მწვავეა დაპირისპირება.
    ჩევნ ვჩხუბობთ. ჩვენ გვინდა, რომ დავამტკიცოთ საკუთარი აზრი და ვაჩვენოთ უფროს თაობას ჩვენი ძალა. ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც კონფლიქტი არ ჰქონია უფროს ადამიანთან. როგორც მინიმუმ შინაგანი უკმაყოფილების გრძნობა მაინც ექნებოდა ))
    თაობათა შორის ჭიდილიც გამწვავებულია 21–ე საუკუნეში. ესეც მეორე მთავარი პრობლემა.

    მიმბაძველობა
    ყოველი ადამიანი უნიკალურია.
    ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი , გეტყვის ცხოვრებაში არავისთვის მიმიბაძავსო. ტყუილში მისი გამოჭერა არ გაგიჭირდებათ. უბრალოდ, ფეხსაცმელზე შეხედეთ. უგები? თუ ბათინკები? ან იქნებ შავი ტყავის ქურთუკი აცვია?
    სტატისტიკაზე დაყრდნობით, მსოფლიო მოსახელეობის მხოლოდ 30%–ს გააჩნია საკუთარი აზრი. დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელი ადრე ბევრად დიდი იყო.
    მიმბაძველობა და საკუთარი აზრის არქონა, ესეც მე–3 მთავარი პრობლემა

    რომ გავაგრძელოთ პრობლემების ჩამოთვლა, დიდ სიას მივიღებთ. საკუთარი თავები კი ერთი დიდი საშინელებები მოგვეჩვენება. ჩვენ 21–ე საუკუნის თაობა ვართ. ყველას გვაქვს ჩვენ–ჩვენი პრობლემები. გამსხვავებული პრობლემები. მაგრამ, ერთი რამ გვაერთიანებს. 21–ე საუკუნე, თავისი დიდი, საშინელი პრობლემებით.