შენ მე სიმღერა მაჩუქე


უკეთ გასაგებად შეგიძლია ჩართო ))

ძველი დიალოგი:
–ვა ნინი, ნახე შენი სახლის წინ ნიკა წერია კედელზე…
–გამასწარი აქედან…

შენ მძიმე როკი გიყვარდა. გიტარაზე უკრავდი. მართალია, ჩემს გიტარაზე ბევრად ცუდი გიტარა გქონდა, მაგრამ ჩემზე ბევრად უკეთ უკრავდი. AC/DC–ს უბერავდი და თავი მაგარი გეგონა. რას გერჩი, იყავი კიდეც. ან მართლა იყავი და ან მეჩვენებოდა. სიმღერას ცდილობდი, მომენტებში გამოგდიოდა, მომენტებში – ყროყინებდი.
მომწონდი.
არა, მართლა მომწონდი.
ისეთი იდიოტური სახე გქონდა. იდიოტური სახელი(აქ გადაგარქვი, ტეხავდა).
საშინელება იყავი. ჰო, აი ახლა ვხვდები ამას. მაშინ ხომ ყველაზე სიმპათიური ბიჭი მეგონე.
ახლა ვიხსენებდი და შენი გვარი არ მახსოვს. სასაცილოა, არადა შენი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი :დ ახლა მხოლოდ სახელი მახსოვს. ისიც იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობებიდან ეგ სახელი მხოლოდ შენ გერქვა…

ნიკუშ, იცი რატომ გამახსენდი? შენი ყოფილი ძმაკაცი შემხვდა ქუჩაში… ხო, აი ის, მაგრად რომ დასცხეთ ბოლოს.. ნუ, ალბათ ბევრი გყავდა ეგეთი. იცი, ისევ ვინსტონს ეწევა :დ შენ ალბათ ისევ მარლბოროს… ან სუსტი ფილვების გამო დაანებებდი თავს და თვეში ერთხელ 1 ღერს მოწევდი. სიგარეტი ხომ ჩემ თავსაც გერჩივნა..

შენი ფოტო ცოტა ხნის წინ ვიპოვე ძველი ნივთების დალაგებისას. დაუფიქრებლად გადავხიე. კიდევ ის ვიპოვე, რაღაც უაზრო ჯგუფის დისკი რომ მაჩუქე :დ ეგეც გადავაგდე.. ახლა კი ვნანობ, ჩამერთო და კიდევ ერთხელ დამეცინა შენი გემოვნებისთვის…

მგონი, მომენატრე…
ამდენს არ დავწერდი სხვა შემთხვევაში. შენი 1000 მინუსით მომწონდი…
ახლა რომ შემხვდე .. ნივიჟუს ჩაგირტყამ, გამბედაობა არ მეყოფა…
იქნებ ერთხელ ისე მაინც დაგინახო სადმე, ოღონდ მარტო მე. მაინტერესებს, ახლა როგორი ხარ.
შენი გვარი გამახსენდა… ხო, გვარიც მაგარი ღადაობა გქონდა :დ

მახსოვს, ეს სიმღერა რომ მაჩუქე, დალეწილი ფლეიერიდან ძლივს ისმოდა…

უფრო ძველი დიალოგი:
–ნინი, მიყვარხარ…
–მეც მიყვარხარ ნიკუშ…

Advertisements

27 thoughts on “შენ მე სიმღერა მაჩუქე

  1. Ibi ამბობს:

    ანანო, იმედია იტყვი და მეც ვიტყვი “იმაზე” :თვალისჩაკვრა:
    ფორთოხალო ❤
    არა, ცუდი როჟა იყო, ძალიან ცუდი :დ
    რკო ))

  2. Sofo ამბობს:

    ”კიდევ ის ვიპოვე, რაღაც უაზრო ჯგუფის დისკი რომ მაჩუქე :დ ეგეც გადავაგდე.. ახლა კი ვნანობ, ჩამერთო და კიდევ ერთხელ დამეცინა შენი გემოვნებისთვის…”
    ჩემი აზრით რა სიმრერებიც არ უნდა ყოფიიყო დასაცინი არ არის :პ

  3. Ibi ამბობს:

    რავიცი, მე ის სიმღერები არ მომწონდა საშინლად, მხოლოდ ეს სიმღერა მომწონდა…
    ალბათ, მართლა არ იყო დასაცინი, მაგრამ მე გაბრაზებული ვიყავი.. ნუ შეიძლება ითქვას კიდევ ვარ :დ

  4. რაღაცნაირი პოსტი იყო 🙂 🙂 🙂 დასაწყისი და დასამტავრი მომეწონა ყველაზე მეტად :დ ისე სიმღერა soundcloudით რო ჩართო ხოლმე არ გინდა? :*:*:*

  5. რატო? :დ სენ ატვირთე ხოლმეე :)) :):):) ტან პოსტზე რო გადახვალ თავისით ჩაირთვება და ტქმა აღარ დაგჭირდებაა :):):):)

  6. Ibi ამბობს:

    პირატულ ვერსიებს არ ტვირთავს ))
    ხოდა, ეგ თავსით ჩართვა არი სატანისტობა :დ

  7. ავცრემლდი
    ამ “ვიღადავებდი მაინც” და “დამეცინა”ს უკან
    ისეთი სითბო დავინახეე.. გამაჟრჟოლა :xxx

  8. Ibi ამბობს:

    ეგ გაბრაზებული ნათქვამებია…
    მე კიდევ რამდენჯერაც ამ პოსტს ვკითულობ, იმდენჯერ ეს დიალოგები მახსენდება და ცუდად ვხდები…

  9. მეც ცუდად ვარ ამის წაკითხვის მერე :დ მართლა ოღონდ
    ამ მუსიკას ვუსმენ და ამ ლექსს ვკითხულობ და მახსენდება ერთი და..
    მეგობარია ის ერთი, მაგრამ ერთია:)

    ‎-მოგნატრეებია ოდესმე?
    მოგნატრებია ისე რომ მისი
    ნახვა უკვე
    გაშინებს…მოგნატრებია
    ისე რომ ამ მონატრებით
    გიცხოვრია და
    გისუნთქია…მოგნატრებია
    სულის
    ტკივილამდე…მოგნატრებია
    ისე რომ ქუჩაში ყოველ
    ადამიანში ცდილობდე ის
    ამოიცნო…მოგნარტებია ისე
    რომ ყველგან მისი ხმა
    ჩაგესმოდეს….მოგნატრებია
    ისე რომ შეშინებულხარ ამ
    მონატრებამ არ
    შემშალოსო…მოგნატრებია
    ოდესმე ისე რომ შენი
    სხეულის თუ სულის
    თითოეული ნაწილი ამ
    მონატრებით ყოფილიყო
    გაჟღენთილი…არაააა???
    მაშინ არც გცოდნია რა
    არის ნამდვილად
    გენატრებოდეს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s