Sweet 16

ის ფაქტი, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა ძალიან მახარებს. მართალია, თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, გაურკვევლად ვიყავი და რაღაც ასეთი უაზრო შეგრძნება მქონდა. ვფიქრობდი გლობალურ პრობლემებზე და უცებ მახსენდებოდა, WTF? რაზე ფიქრობ ნინი, დღეს შენი დაბადების დღეა!
ის ფაქტი, რომ დღეს 16 წლის გავხდი ორმაგად მახარებს. ეს ის ასაკია, როდესაც შეხედულებები ყალიბდება, ხდება რაღაცეების გადაფასება და ა.შ.

ის ფაქტი, რომ გუშინ კარგი დღე იყო, სამმაგად მახარებს. ასეთ ადამიანებს თუ ვიცნობდი, არც კი ვიცოდი ჩემდა სამწუხაროდ. ნამდვილად დავაფასე 1–2 რამ. დაბადების დღე ხომ ხალხის სანახავად შესანიშნავი დროა.
ის ფაქტი, რომ დღეს გუშინდელზე კარგი დღე იყო, ოთხმაგად მახარებს. მე არ მქონია იდეალური დაბადების დღე, მაგრამ ეს დღე წინა 15ზე კარგი ნამდვილად იყო. მე არ მყავს უნაკლო მეგობრები. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველაფერი განსხვავებული უყვართ. მიუხედავად ამისა, ისინი ჩემთვის იდეალურები არიან და ყველანი ერთად ძალიან კარგი გუნდია ))

ბოლოს კი მინდა, ჩემ თავს მივულოცო, ვუსურვო ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია უნდა, კიდევ ბევრი ექსპრომტი გადაწყვეტილება, რომლებიც ამ წელს არ მაკლდა. მინდა ვუსურვო, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ ცოტა სწავლა არ აწყენდა. კიდევ ის, რომ დროა სერიოზულად დაფიქრდეს ინფორმატიკაზე და გადაწყვიტოს, საბოლოოდ აბარებს თუ არა 2,5 წლის შემდეგ აიტიზე. ჰო, და კიდევ იმას, აი, ჩვენ რომ ვიცით ))
მნიშვნელოვანი თემა–სამსახური, რომელიც ამ ზაფხულს უკვე მქონდა და ჩემი დებიუტიც 15 წლის ასაკში შედგა, თან საკმაოდ წარმატებულად. რა თქმა უნდა, აიტის დამსახურებით )) ანუ, სამსახურს ვუსურვებ ჩემ თავს :დ
ისევ 82 კილო ვარ და ისევ 1.70. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, თმა მაქვს უბრალოდ ცოტა გაზრდილი შარშანდელთან შედარებით :დ


სახლში გაკეთებულია ორივე :> ორივე ჩემი დიზაინით :> რეიჯ ნამცხვრებიც მთლიანად მე დავახატე ❤ კიდევ ერთი ბედნიერების მიზეზი ❤

Advertisements

Hug Day 21.01.2012 ჩახუტების დღე


დღეს ჩახუტების დღეზე ვიყავი ❤ მეგობრებიც წავიყვანე ❤
თავიდან რომ მივედი, თვით აქციის ორგანიზაროტი, ადო გავიცანი ^_^ მართლა ისეთი საყვარელი ყოფილა, როგორიც მეგონა :3
კანარიოც ისეთი საყვარელი ყოფილა ❤
მერე კილაძემ აიღო რაზგონი 10 მეტრიდან და შემომაფრინდა ❤ აწწ განწყობაზე ვიყავი თავიდანვე :დ
გავიცანი დეა, რომელიც ზენიტით იყო ❤
ასევე დიდი ფორთოხლის გოგონა ))
შემდეგ მე და ჩახუტებულ კილაძეს სიყვარულოვნა ჩაგვეხუტა, რომელსაც იმ წუთას ვუთხარი ცოტა სხვანაირი მეგონე–მეთქი. მერე რომ დავფიქრდი, ისეთივე ყოფილა, როგორიც მეგონა :დ კიარადა …
ლაშას გაცნობა მართლა გამიხარდა ))
ლაშა :დ
დეკემბერიუსის, რომელმაც თვითონ მიცნო ))
ნოჩურა და დათო, რომლებიც მე ვიცანი. ზასტავა დათო :დ

კიდევ ფეისბუქ ფრენდებიც ვნახე ))
Update 1: ვანო, რომელმაც კომენტარებში შემახსენა, რომ გამიცნო :დ თვითონ მიცნო და მე ძლივს ვიცანი :დ ❤
Update 2: კირკიტაძე კიდევ ))
Update 3: ჯეისონი დამავიწყდა, მომიკვდა თავი ((

(კიდევ ნაცნობებიც ვნახე ბევრი, იმედია ახლები არავინ გამომრჩენია )
გავერთე, მიხუედავად იმ ხალხისა, რომელიც ქუჩაში დამცინავად გვიყურებდა, არადა მხოლოდ ჩახუტებას ვითხოვდით ((
ერთი ის იყო მაგარი, ლაშას უნდოდა ჩემი დისთვის ეთქვა, ერთმანეთს საერთოდ არ გავხართო, და უთხრა, რას გავხარო :დდ
კიდევ ბევრ რამეზე ვიცინეთ.
ჩემი დაქალის გამო ბავშვთა სახლში ვერ წავედით (( არადა, მინდოდა… ცოტა სათამაშოები მქონდა მიტანილი, ადოს მივეცი და წამოვედით…

მიახარია, ბლოგერები რომ გავიცანი. ისიც ძალიან გამიხარდა, რამოდენიმემ თვითონ რომ მიცნო ❤
ნასიამოვნები ვარ ამ დღით, კიდევ წავალ აუცილებლად, იმიტომ, რომ გავთბი.
ეს კი სურათები ❤

This slideshow requires JavaScript.

იდეალი

“იდეალური” ოთახი
იდეალური ოთახი

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის , როგორც მე მინდა, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს შექმნილ სამყაროში მაინც იყოს რაღაც წვრილმანები იდეალურად.

იდეალური არაფერი არსებობსო, ამბობენ. ჰო, ამბობენ, მაგრამ მე ამის ბოლომდე მაინც არ მჯერა. რა თქმა უნდა არ არსებობს იდეალური ბიჭი, იდეალური დედა.. და საერთოდ, იდეალური ადამიანი. მაგრამ, ამაზე შეიძლება ბევრი შემეკამათოს.

მე ჩემი ყოფილი შეყვარებული(ერთადერთი ადამიანი, რომლის მიმართაც მართლა მქონდა გრძნობა და ჯერ მის შესახებ არასდროს დამიწერია ბლოგზე) იდეალურ ბიჭად მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია. მაგრამ, სინამდვილეში ის იდეალური არაა, უბრალოდ აქვს რამოდენიმე კარგი თვისება, რომელიც მის ცუდ თვისებებს ფარავს. ასე გახდა გიორგი ჩემთვის იდეალი.

დედა, რომელიც შვილისთვის ყველაფერს აკეთებს, და ბევრ რამეში მხარში უდგას, შვილს იდეალური დედა ჰგონია. რა თქმა უნდა, ესეთი დედა არაა იდეალური. მაგალითად, რაიმე პატარა ნაკლი აქვს, მაგრამ იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ იმ ნაკლს აღარ აქცევენ ყურადღებას. ეს ქალბატონი იდეალურ დედად მოიაზრება.

და ასე, კიდევ უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ყველა უნდა ეცადოს, საკუთარი ნაკლის მიუხედავად გახდეს იდეალი. უარი უნდა თქვას ბევრ რამეზე და ა.შ.

ხანდახან ადამიანს ყველაფერი უნდა შეგეძლოს. აუცილებელი არაა, რომ რაღაც, რისი შეცვლაც გინდა, ყველასთვის გააკეთო. იდეალს ხომ შენთვის იქმნი.