მალე გნახავ

ბოლოს რომ გელაპარაკე ესე მითხარი, მალე გნახავო )) დღეს 3 იანვარია და ამ საუბრიდან 1 წელი გავიდა…
3 დღის ნაფართავები ვარ, და თითქმის უძინარი.. მაგრამ 3 იანვარი მაინც გამახსენდა.
საერთოდ, რიცხვი 3 არ მიყვარს, ბევრი ცუდი რამ ხდება ხოლმე ამ 3ში… გუშინ 10 კაცამდე გავაღვიძეთ, მეთქი დავურეკავ, მაგრამ გადავიფიქრე. ჰო, ისევ მიწერია ნომერი… რა ჯანდაბად მინდა ნეტა…
ახლა ვაცნობიერებ, რომ 2011 უკვე წარსულია, ძალიან კარგი წარსული ))
ოო, შენ რომ ეწეოდი ხოლმე.. ხან მარლბოროს, ხან იმ საშინელ ვინსტონს… ხან პლანს, მაგრამ ჩემთან ერთად არა. იცოდი, რომ ყოველგვარ ნარკოტიკს ვგმობდი ))
და მაინც, ჩვენ:

  • არც შეყვარებულები ვყოფილვართ

  • არც მეგობრები

  • არც სკოლელები, კლასელები მითუმეტეს

  • არც უბნელები

  • არც ინტერნეტ–მეგობრები

    შენ უბრალოდ იყავი ლუკა, რომელსაც ჩემი ნახვა უნდოდა ხოლმე.. 3 თვის განმავლობაში ველოდი, თუ როდის მეტყოდი, რომ ან მოგწონდი, ან გიყვარდი, ან უბრალოდ ჩემთან ყოფნა გინდოდა… უბრალოდ იყო 1 ზარი ხოლმე..
    –ნი, გამო რა, შენ სკოლასთან ვარ..
    –ექვსი გაკვეთილის მერე გნახავ, მე7ეს დავადებ
    –გელოდები

    და ასე, გნახულობდი ხოლმე.. არა, სულ რამოდენიმეჯერ გნახე. ასე 10მდე. მე თითქოს მომწონდი, მაგრამ ინიციატივას შენგან ველოდი. რა დებილი ვიყავი, ახლა რომ ვყოფილიყავით ესე, ეგრევე მოგახლიდი, ან რამე ვქნათ, ან და საერთოდ აღარ მნახო მეთქი.. იშვიათად მესიჯებსაც გწერდი.. აორთქლებადი არსება იყავი. კაცმა არ იცოდა, როდის რა დაგარტყამდა თავში.. ალბათ ამიტომ მომწონდი…

    ჰო, იქნებ ოდესმე ბევრი ფული მქონდეს. მერე აუცილებლაც მოგძებნიდი და ოცნებას ავიხდენდით.
    –2 ბილეთი ამსტერდამში!

    Advertisements

    20 thoughts on “მალე გნახავ

    1. Ibi ამბობს:

      იმედია შარშანდელი ნაროდის ნაირი არ იქნება ფორთოხალო :დ ❤
      ვაიმე ოქროს გოგოო, დავდნი )) კაი მაგდენიც კი არ შემიძლია შეჩ :დ
      გეკადრება? შენ შეგარცხვენ ეხლა მე? :დ :*

    2. Ibi ამბობს:

      ჩვენ ერთად არ ვყოფილვართ )) ასე რომ ყოფილი ვერ იქნება.. მაგრამ მენატრება :დ

    3. Ibi ამბობს:

      არა )) მე ყველა პოსტი სხვადასხვა ბიჭზე მიწერია მგონი.. ისე, ნახევრად ქართველთანაც არ ვყოფილვარ :დ მოკლედ, დიდი ბრაზილიური სერიალი მაქვს.. ბევრი ბიჭი მომწონებია და მხოლოდ რამოდენიმესთან ვიყავი ))

    4. M.K. ამბობს:

      როგორ მიყვარს ასეთი პოსტების წაკითხვა…
      აი, რაღაცნაირების…
      აქ ჩემს ღიმილ-მანქანას ვერ ჩავრთავ, გამიჭირდება…
      უბრალოდ, რაღაც კარგი პოსტი იყო, მომეწონა…

    5. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

      ოჩენ მომეწონიუს 🙂 ოხ ეს ბიჭები,უნდა გაიფინო და ურტყა.. მარა არა,მაინც საყვარლები არიან და ცოდოები :დ ცოდოები კი არა,კატგები,თავისებურად კარგები.. მაინც,ყოველთვის ^_^

    6. Ibi ამბობს:

      ლამისაა, ერთი ფეიჯი გავაკეთო და ყველა ბიჭზე დავწერო :დ:დ ვქნა? :დ

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s