მეგობრობა


ამ წუთისთვის ფეისბუქზე 492 მეგობარი მყავს. სასაცილოა, რამოდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი მეგობრის ყოლა თუ შემეძლო ერთდროულად. რეალურად მათგან 200მდე კაცს ვეკონტაქტები, დანარჩენ 300ს კი წელიწადში ერთხელ, დაბადების დღეს მილოცავენ ან ვულოცავ. სინამდვილეში ეს მეგობრობა არ არის. მე და მათ უბრალოდ რაღაც სია გვაერთიანებს. სინამდვილეში დაახლოებით 20 მეგობარი მყავს, აქედან სადღაც 12, რომელსაც არაფერს ვუმალავ.
ჩემი 12 მეგობრიდან:

  • ერთი როკერია
  • მეორეს დისნეი უყვარს
  • მესამე მზადაა მთელი დღე იბოდიალოს
  • მეოთხეს სახლში ჯდომას არაფერი ურჩევნია
  • მეხუთე შოკოლადზე გიჟდება
  • მეექვსე კლასიკას მღერის
  • მეშვიდე მზადაა აქსელ როუზისთვის გაყიდოს
  • მერვეს უბრალოდ ცხოვრება კიდია
  • მეცხრე რაგბითაა გატაცებული
  • მეათე მომავალი ელჩია
  • მეთერთმეტე ყოველდღე მიმტკიცებს, რომ ჩემთან ყოფნას არაფერი ურჩევნია
  • მეთორმეტე კი უბრალოდ მიყვარს

  • მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ერთნაირი ინტერესები უნდა გვქონდეს. მერე რა, რომ მე ლედი გაგას ვერ ვიტან, მერე რა, რომ იმ დღეს სულ არ მომეწონა შავი მოცხარის ნაყინი(მაპატიე ელე :დ). მეგობრობა ჩემთვის ნიშნავს ძალიან მაგარ რაღაცას. მეგობარი ჩემთვის არის ადამიანი, რომელთან ერთად ყოფნაც არ მბეზრდება და ყოველთვის გამოვნახავ სასაუბრო თემას. მეგობარი არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ვეტყვი. ჩემი მეგობრები ჩემთან ცუდ დროსაც არიან და კარგსაც. ისინი სულ ჩემთან არიან ❤

    მეგობრობა ნარკოტიკია. თან ძალიან ძლიერი ნარკოტიკი. მეგობრები რომ არ მყოლოდნენ , შეიძლეობოდა სადმე თავი მომეკლა და გვამი გადამემალა; შეიძლებოდა ვენები გადამეჭრა და ა.შ. მეგობრები ყველაფერში მეხმარებიან

    მეგობრები ასაკის მიხედვით იცვლებიან. მერე რა, რომ ღრმა ბავშვობის მეგობრები არ მყავს. მე ძალიან მიყვარს ყველა ჩემი მეგობარი და მგონია, რომ მათთან ერთად გავიზარდე. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო და უფრო მეტი განსხვავება გვაქვს… ეს განსხვავებები კი მიზეზებია, რის გამოც თქვენთან ვარ.. მე თქვენ მიყვარხართ ❤

    სიყვარული


    ადრე სიყვარული მხოლოდ დიდი, ვარდისფერი გული მეგონა. კიდევ წითელი ვარდები და საჩუქრები, რომელთაც შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. სამწუხაროდ მჯეროდა, რომ ქორწინების შემდეგ სიყვარული ქრებოდა და ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც ფილმებში აჩვენებდნენ. ჰო, ეს ყველაფერი იქამდე, სანამ 12–13 წლის ასაკს მივაღწევდი.

    თინეიჯერი რომ გავხდი, მარკესის “მარიონეტი” წავიკითხე. აბა, ისე ხომ ძერსკი ვერ გავხდებოდი. მარკესი წერდა სიყვარულზე. ბევრს წერდა. ამიტომაც, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სიყვარული არსებობდა და არ იქნებოდა ურიგო, მეც მყვარბეოდა ვინმე.

    ჰო, მერე იყო პირველი შეყვარებული, პირველი კოცნა… მერე იყო მეორე ბიჭი. ბიჭი, რომელიც მართლა დიდ ლაქად დამრჩა. ერთადერთი სერიოზული ურთიერთობა და ისიც 13 წლის ასაკში.. ცოტა სასაცილოა არა? მერე კიდევ ბევრი ბიჭი იყო…

    ეს მე და ჩემი სასიყვარულო ისტორიების მიმოხილვა. ახლა მგონი ჯობს, დავწერო იმაზე, თუ რა არის ჩემი წარმოდგენით სიყვარული. ჩემი აზრით სიყვარული მუსიკას გავს, ის ყველგანაა, შენ უბრალოდ უნდა იგრძნო. ყოველთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, არის ვირაც ვისაც უყვარხარ და შენთან ერთად უნდა. ჰო, ალბათ ოპტიმისტი ვარ ))

    მე მიყვარს
    მიყვარს ის ადამიანი, რომლის სახელიც პირველად წარმოვთქვი(დედა)
    მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები
    მიყვარს ჩემი მეგობრები და ზოგისთვის ძალიან ბევრი რამის დათმობა შემიძლია
    მიყვარს კიდე ბევრი ვინმე და რამე და სიყვარულის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია…

    რა არის სიყვარული დღემდე არავინ იცის წესიერად. სიყვარული ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. მე ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა. ან მეგონა, რომ შემიყვარდა…

    წიგნი, რომელმაც…

    ვაღიარებ, კითხვა არ მიყვარს, თუმცა წიგნებს მაინც ვკითხულობ. ათიდან 1 წიგნი შეიძლება მომეწონოს, მაგრამ თუ წიგნი საინტერესოა შემიძლია ღამეები ვათენო მისთვის. ამ მიზეზის გამო პოსტის დაწყებაც გამიჭირდა და წიგნის შერჩევაც. საბოლოოდ კი ის წიგნი ამოვარჩიე, რომელიც თითქოს არაფრითაა განსაკუთრებული, მაგრამ მე რატომღაც შემიყვარდა…

    როცა ეს წიგნი პირველად დავინახე სახლში თაროდან გადმოვიღე და ვთქვი: ვა, იაპონურია. ამას აუცილებლად წავიკითხავ არდადეგებზე. შემდეგ იყო გამოცდები და დაძაბული დღეები. წიგნი მხოლოდ არდადეგების მიწურულს გამახსენდა და მის დასრულებამდე 5 დღით ადრე გადავშალე პირველი ფურცელი…

    წიგნის დასაწყისში საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ეს არის ამბავი მე6 კლასელი ბიჭისა, რომელსაც რევოლუციური სული აქვს. იტყვით, მაგ ასაკში ყველა ბავშვს უჩნდება მსგავსი სურვილიო. დიახ, მართალია. მეც მქონდა მსგავსი სურვილები. წიგნის ბოლომდე მჯეროდა, რომ ეს ბიჭი განსხვავდებოდა ჩემგან და კიდევ სხვა ბავშვებისგან და ის ნამდვილად შეცვლიდა რამეს. აი, რას ფიქრობს იგი თავის მასწავლებელზე, რომელიც ცხოველებს არც თუ ისე კარგად იხსენიებს: “განა ყოველ მახინჯს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანია, უფლება აქვს ტყიერი მასხრად აიგდოს?”.
    ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დასაწყისის მქონე წიგნში შევხვდებოდი ნარკოტიკებს, სექსს და უკანონო აბორტს.(წიგნი ნათარგმნია 1986 წელს) ასევე ბიჭის 180 გრადუსით შეცვლას არ ველოდი. მას პოლიტიკოსობა მოუნდა და მზადაა თავისი მიზნისთვის ყველაფერი გააკეთოს. ის ამბობს :“განა ცხოვრება შენი მტრების მოსპობას არ ნიშნავს?”. პოლიტიკას კი ასე განმარტავს :“ყოველთვის მიკვირდა, რომ ღუმლის წიაღი, შიგნით მობაბანე ცეცხლის მიუხედავად ბნელი იყო”.

    წიგნს დიდი ენთუზიაზმით ვკითხულობდი. დასასრულმა ძალიან დამაინტერესა. ისე, როგორც არასდროს. ეს წიგნი ჩემთვის ნებისმიერ დეტექტივზე საინტერესო გახდა და ერთხელ დილის 5მდე შემოვრჩი…

    ბოლოს კი.. ბოლოს იყო დასასრული:
    “ვამთავრებ მოგონებებს. მე არ ვარ გმირი, რომელიც ცეცხლს უნთებს ადამიანთა გულებს, არც დაგვიანებული თაობის ანდერძის შემსრულებელი ვარ. მე ისეთივე ვარ, როგორიც შენა ხარ.”.

    ვერ აგიღწერთ რა დამემართა. ალბათ ეს იმედგაცრუება იყო. ასეა თუ ისე, წიგნმა დიდი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში.

    ასე რომ, შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ წიგნი, რომელზე წერასაც სულ ახლახანს მოვრჩი. წიგნი, რომელმაც გული დამწყვიტა.

    მოდელი 18/12

    დღეს წიგნის მაღაზია დიოგენეში ახალი წიგნის, გურამ მეგრელიშვილის მოდელი 18/12–ის, პრეზენტაცია გაიმართა.

    დიალოგი 1
    –ელე, დღეს სულ გცალია ხო?
    –კი
    –7ზე წიგნის პრეზენტაციაა, წამოხვალ?
    –რავი, ალბათ კი. რა წიგნის?
    –ხზ. მეილზე მომივიდა წერილი.

    იქ მისულებს ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ავტორი დაგვხვდა , ასევე უცნობი წიგნით ხელში. ეს კი თვითონ ავტორი. იცნობდეთ, რა იცი რა ხდება..

    დიალოგი 2
    –ნინო, კაი, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა აქ?
    –ხზ

    ჰო, ცოტახანს ხალხს დავაკვირდი. იმ ხუჭუჭა ბიჭს მართლა კარგი ცხვირი ჰქონდა, კარგ საროჩკიანს კი–კარგი კულონი. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსმენის კულტურა არ გვივარგა. უკანა რიგებში მუდმივად ხმაურობდნენ, რამაც თვითონ ავტორიც გააღიზიანა…

    ბოლოს მოხდა ის, რისი მოყოლაც არ მინდა, უბრალოდ, რთულია, როცა გეღიმება, თან არ უნდა გაგეღიმოს.. ეს მომენტი კარგად დააფიქსირა ელემ. მე და ჩემი და.

    დიალოგი 3
    –ელე, მეჩქარება.
    –კიდევ?(5 წუთის შემდეგ)
    –არა, დაიკიდე…

    აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია ერთად გამოვიდა. ასევე სიმბოლურად ელექტრონული ავტოგრაფიც გასცა მწერალმა.

    დიალოგი 4
    –გავიდეთ რა..
    –მოიცა მორჩეს..
    –…
    –ჰოკაი.
    (2 წუთში…)
    –შენს საყვარელ სასტუმროს გადავუღებ რა…

    პ.ს. წიგნის პრეზენტაცია არ მომეწონა. გამოსვლისთანავე ყველაფერი დაგვავიწყდა და სულ სხვა თემებზე ავლაპარაკდით. ალბათ ეს მე ვარ ასეთი, ყველაფერს რომ კრიტიკული თვალით ვუყურებ… ჰო, ეს დიოგენეს უფასო რეკლამა გამოვიდა, რა მაგათი ბრალია ცუდი პრეზენტაცია…