მოდელი 18/12

დღეს წიგნის მაღაზია დიოგენეში ახალი წიგნის, გურამ მეგრელიშვილის მოდელი 18/12–ის, პრეზენტაცია გაიმართა.

დიალოგი 1
–ელე, დღეს სულ გცალია ხო?
–კი
–7ზე წიგნის პრეზენტაციაა, წამოხვალ?
–რავი, ალბათ კი. რა წიგნის?
–ხზ. მეილზე მომივიდა წერილი.

იქ მისულებს ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი ავტორი დაგვხვდა , ასევე უცნობი წიგნით ხელში. ეს კი თვითონ ავტორი. იცნობდეთ, რა იცი რა ხდება..

დიალოგი 2
–ნინო, კაი, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა აქ?
–ხზ

ჰო, ცოტახანს ხალხს დავაკვირდი. იმ ხუჭუჭა ბიჭს მართლა კარგი ცხვირი ჰქონდა, კარგ საროჩკიანს კი–კარგი კულონი. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოსმენის კულტურა არ გვივარგა. უკანა რიგებში მუდმივად ხმაურობდნენ, რამაც თვითონ ავტორიც გააღიზიანა…

ბოლოს მოხდა ის, რისი მოყოლაც არ მინდა, უბრალოდ, რთულია, როცა გეღიმება, თან არ უნდა გაგეღიმოს.. ეს მომენტი კარგად დააფიქსირა ელემ. მე და ჩემი და.

დიალოგი 3
–ელე, მეჩქარება.
–კიდევ?(5 წუთის შემდეგ)
–არა, დაიკიდე…

აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია ერთად გამოვიდა. ასევე სიმბოლურად ელექტრონული ავტოგრაფიც გასცა მწერალმა.

დიალოგი 4
–გავიდეთ რა..
–მოიცა მორჩეს..
–…
–ჰოკაი.
(2 წუთში…)
–შენს საყვარელ სასტუმროს გადავუღებ რა…

პ.ს. წიგნის პრეზენტაცია არ მომეწონა. გამოსვლისთანავე ყველაფერი დაგვავიწყდა და სულ სხვა თემებზე ავლაპარაკდით. ალბათ ეს მე ვარ ასეთი, ყველაფერს რომ კრიტიკული თვალით ვუყურებ… ჰო, ეს დიოგენეს უფასო რეკლამა გამოვიდა, რა მაგათი ბრალია ცუდი პრეზენტაცია…

Advertisements

11 thoughts on “მოდელი 18/12

  1. 1. არ ვიცი რას ელოდი პრეზენტაციისგან, მაგრამ ფაქტია არ უნდა წასულიყავი.
    რატო?
    იმიტომ, რომ მიდიხარ პრეზენტაციაზე უმიზნოდ (ჩემი შთაბეჭდილება ასეთია ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ). ნუ ახალი წიგნისადმი ინტერესი რომ აშკარად არ იყო წასვლის მიზანი ჩანს ნაწერიდანაც.
    2. პოსტი წიგნის პრეზენტაციას ეძღვნება და არც ერთი სიტყვა არ გაქვს დაწერილი არც წიგნზე და არც მის ავტორზე.
    3. პრეზენტაცია არ მოგეწონა. შეგიძია თქვა რით ხარ უკმაყოფილო? რა უნდა მომხდარიყო რომ კმაყოფილი წამოსულიყავი? უფასო წვენი და კრუასანი?

    პ.ს. ცნობისთვის მაგ უცნობ ავტორს 7 წიგნი აქვს გამოცემული უკვე 😉

  2. stumari ამბობს:

    “დიალოგი 2
    –ნინო, კაი, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა აქ?
    –ხზ”

    თავად გაგიციათ პასუხი 🙂 როცა არ იცნობთ ავტორს და არც გაცნობის ინტერესი გამოძრავებთ, რა გინდოდათ იმ პრეზენტაციაზე.
    კიდევ მაინტერესებს, დაასახელოთ სხვა რომელიმე წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მოგეწონათ.

  3. zemxa ამბობს:

    ახლა დამილინკეს ეს ბლოგი. დიდი მადლობა ამ პოსტის ავტორს. მე მგონი, რომ გულწრფელად დაწერა ის, რასაც ფიქრობდა. ალბათ მართლა უინტერესო წარდგინება გამოვიდა. იყო მხოლოდ მწერლის მონოლოგი და ალაგ-ალაგ კითხვა-პასუხობანა.

    რაც არ უნდა იყოს, გმადლობთ, რომ მესტუმრეთ.

    გურამ მეგრელიშვილი

  4. “ახლა დამილინკეს ეს ბლოგი. დიდი მადლობა ამ პოსტის ავტორს. მე მგონი, რომ გულწრფელად დაწერა ის, რასაც ფიქრობდა. ალბათ მართლა უინტერესო წარდგინება გამოვიდა. იყო მხოლოდ მწერლის მონოლოგი და ალაგ-ალაგ კითხვა-პასუხობანა.

    რაც არ უნდა იყოს, გმადლობთ, რომ მესტუმრეთ.

    გურამ მეგრელიშვილი”

    – იმედია გურამ მეგრელიშვილის სახელს ვინმე ”კეთილად” არ იყენებს :)))

  5. Ibi ამბობს:

    niksologi , იცი რა არის, მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. მე არ მაქვს ამ მწერლის არცერთი წიგნი წაკითხული. პრეზენტაციაზე კი იმიტომ წავედი, რომ თუ საინტერესოდ მომეჩვენებოდა , წიგნს ვიყიდდი. წიგნის პრეზენტაციაზე ცოტა ბევრი უნდა იყოს საუბარი წიგნზე და ეს თვითონ ავტორმა უნდა გააკეთოს კარგად. მე არ ვამბობ, რომ მწერალი ცუდად საუბრობდა, უბრალოდ, ამ წიგნის პრეზენტაციამ არ მომცა ის, რასაც ველოდი.
    ჩემი აზრით საჭირო იყო ცოტა მეტი ინტრიგა.
    უცნობო სტუმარო, მე მამოძრავებდა გაცნობის ინტერესი, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, ვერ მივიღე ის, რასაც ველოდი.
    “რაც არ უნდა იყოს, გმადლობთ, რომ მესტუმრეთ.

    გურამ მეგრელიშვილი”
    იმედია მართლა ვინმე არ იყენებს ცუდად ამ სახელს და გვარს )) მე აუცილებლად მოვალ თქვენი შემდეგი წიგნის პრეზენტაციაზე, თუნდაც იმიტომ, რომ იქნებ პუბლიკა არ ვვარგოდით ან რამე სხვა მიზეზის გამო არ გამოვიდა გუშინდელი.

  6. Ibi ამბობს:

    სოფო, მეილზე დამოკიდებული ვარ მე :დ
    უამრავი ბლოგი მაქვს გამოწერილი, კიდევ მნიშვნელოვანი რაღაცეები…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s