წიგნი, რომელმაც…

ვაღიარებ, კითხვა არ მიყვარს, თუმცა წიგნებს მაინც ვკითხულობ. ათიდან 1 წიგნი შეიძლება მომეწონოს, მაგრამ თუ წიგნი საინტერესოა შემიძლია ღამეები ვათენო მისთვის. ამ მიზეზის გამო პოსტის დაწყებაც გამიჭირდა და წიგნის შერჩევაც. საბოლოოდ კი ის წიგნი ამოვარჩიე, რომელიც თითქოს არაფრითაა განსაკუთრებული, მაგრამ მე რატომღაც შემიყვარდა…

როცა ეს წიგნი პირველად დავინახე სახლში თაროდან გადმოვიღე და ვთქვი: ვა, იაპონურია. ამას აუცილებლად წავიკითხავ არდადეგებზე. შემდეგ იყო გამოცდები და დაძაბული დღეები. წიგნი მხოლოდ არდადეგების მიწურულს გამახსენდა და მის დასრულებამდე 5 დღით ადრე გადავშალე პირველი ფურცელი…

წიგნის დასაწყისში საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ეს არის ამბავი მე6 კლასელი ბიჭისა, რომელსაც რევოლუციური სული აქვს. იტყვით, მაგ ასაკში ყველა ბავშვს უჩნდება მსგავსი სურვილიო. დიახ, მართალია. მეც მქონდა მსგავსი სურვილები. წიგნის ბოლომდე მჯეროდა, რომ ეს ბიჭი განსხვავდებოდა ჩემგან და კიდევ სხვა ბავშვებისგან და ის ნამდვილად შეცვლიდა რამეს. აი, რას ფიქრობს იგი თავის მასწავლებელზე, რომელიც ცხოველებს არც თუ ისე კარგად იხსენიებს: “განა ყოველ მახინჯს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანია, უფლება აქვს ტყიერი მასხრად აიგდოს?”.
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დასაწყისის მქონე წიგნში შევხვდებოდი ნარკოტიკებს, სექსს და უკანონო აბორტს.(წიგნი ნათარგმნია 1986 წელს) ასევე ბიჭის 180 გრადუსით შეცვლას არ ველოდი. მას პოლიტიკოსობა მოუნდა და მზადაა თავისი მიზნისთვის ყველაფერი გააკეთოს. ის ამბობს :“განა ცხოვრება შენი მტრების მოსპობას არ ნიშნავს?”. პოლიტიკას კი ასე განმარტავს :“ყოველთვის მიკვირდა, რომ ღუმლის წიაღი, შიგნით მობაბანე ცეცხლის მიუხედავად ბნელი იყო”.

წიგნს დიდი ენთუზიაზმით ვკითხულობდი. დასასრულმა ძალიან დამაინტერესა. ისე, როგორც არასდროს. ეს წიგნი ჩემთვის ნებისმიერ დეტექტივზე საინტერესო გახდა და ერთხელ დილის 5მდე შემოვრჩი…

ბოლოს კი.. ბოლოს იყო დასასრული:
“ვამთავრებ მოგონებებს. მე არ ვარ გმირი, რომელიც ცეცხლს უნთებს ადამიანთა გულებს, არც დაგვიანებული თაობის ანდერძის შემსრულებელი ვარ. მე ისეთივე ვარ, როგორიც შენა ხარ.”.

ვერ აგიღწერთ რა დამემართა. ალბათ ეს იმედგაცრუება იყო. ასეა თუ ისე, წიგნმა დიდი კვალი დატოვა ჩემს მეხსიერებაში.

ასე რომ, შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ წიგნი, რომელზე წერასაც სულ ახლახანს მოვრჩი. წიგნი, რომელმაც გული დამწყვიტა.

Advertisements

14 thoughts on “წიგნი, რომელმაც…

  1. ჯერ კეჟერაძის ბლოგზე წავიკითხე, ახლა აქ. მაქვს ეს წიგნი სახლში და აუცილებლად წავიკითხავ! 🙂

  2. Ibi ამბობს:

    კეჟერაძის პოსტი დაილინკოს :დ მაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ ამ წიგნზე ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s