სიყვარული


ადრე სიყვარული მხოლოდ დიდი, ვარდისფერი გული მეგონა. კიდევ წითელი ვარდები და საჩუქრები, რომელთაც შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. სამწუხაროდ მჯეროდა, რომ ქორწინების შემდეგ სიყვარული ქრებოდა და ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც ფილმებში აჩვენებდნენ. ჰო, ეს ყველაფერი იქამდე, სანამ 12–13 წლის ასაკს მივაღწევდი.

თინეიჯერი რომ გავხდი, მარკესის “მარიონეტი” წავიკითხე. აბა, ისე ხომ ძერსკი ვერ გავხდებოდი. მარკესი წერდა სიყვარულზე. ბევრს წერდა. ამიტომაც, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სიყვარული არსებობდა და არ იქნებოდა ურიგო, მეც მყვარბეოდა ვინმე.

ჰო, მერე იყო პირველი შეყვარებული, პირველი კოცნა… მერე იყო მეორე ბიჭი. ბიჭი, რომელიც მართლა დიდ ლაქად დამრჩა. ერთადერთი სერიოზული ურთიერთობა და ისიც 13 წლის ასაკში.. ცოტა სასაცილოა არა? მერე კიდევ ბევრი ბიჭი იყო…

ეს მე და ჩემი სასიყვარულო ისტორიების მიმოხილვა. ახლა მგონი ჯობს, დავწერო იმაზე, თუ რა არის ჩემი წარმოდგენით სიყვარული. ჩემი აზრით სიყვარული მუსიკას გავს, ის ყველგანაა, შენ უბრალოდ უნდა იგრძნო. ყოველთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, არის ვირაც ვისაც უყვარხარ და შენთან ერთად უნდა. ჰო, ალბათ ოპტიმისტი ვარ ))

მე მიყვარს
მიყვარს ის ადამიანი, რომლის სახელიც პირველად წარმოვთქვი(დედა)
მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები
მიყვარს ჩემი მეგობრები და ზოგისთვის ძალიან ბევრი რამის დათმობა შემიძლია
მიყვარს კიდე ბევრი ვინმე და რამე და სიყვარულის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია…

რა არის სიყვარული დღემდე არავინ იცის წესიერად. სიყვარული ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. მე ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა. ან მეგონა, რომ შემიყვარდა…

Advertisements

14 thoughts on “სიყვარული

  1. Sofo ამბობს:

    ყველაზე მეტად შენ ბლოგზე ის მიყვარს რო უშველებელ პოსტებს არ წერ.. მეორე ის რო კარგად წერ ❤

  2. Ibi ამბობს:

    სოფო ❤ დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის )) არ მიყვარს უშველებელი პოსტები არც მე… და თუ თვლი, რომ კარგად ვწერ, ეგეც მიხარია ❤
    შოკა, ჰო, მე შევიცვალე აზრი, ნაწილობრივ…

  3. რამდენი ხანია არ შემომიხედია აქ 🙂
    მომნატრებიხარ ❤
    ის რომ სერიოზული ურთიერთობა 13წლის ასაკში გქონდა არ არის სასაცილო ,ეხლა ყველა ეგრეა.
    მეც 13წლის ასაკში მქონდა სერიოზული ურთიერთობა ,რომელიც იარად დამრჩა შენი არ იყოს .

  4. Ibi ამბობს:

    ამ ისტორიას ერთხელაც დავწერ ერთ დიდ პოსტად ან რამოდენიმე ნაწილად…
    მეც მომენატრე მარი ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s