ცვლილებები


დრო არ მიდის, ჩვენ ვიცვლებითო ვიღაცამ მითხრა დიდი ხნის წინ და დამამახსოვრდა. სისულელეა მეთქი, გავიფიქრე. ახლახანს მივხვდი, რომ არის ამ ფრაზაში რაღაც სიმართლე, მერე რა, რომ ძალიან პატარა.

ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 1 წლისას გჭირდება შეიცვალო და სიარული ისწავლო, 5 წლისამ უკვე “რ”–ს სწორად გამოთქმა უნდა ისწავლო, 10 წლისამ კბილები შეიცვალო, 15 წლისამ რაღაც შეხედულებები, 18 წლისამ სასწავლებელი, 20 წლისამ სამსახური და ა.შ.

ცხოვრება ყოველწამს იცვლება. ჩვენც გამუდმებით ვიცვლებით. შენ ამ წინადადების კითხვის დროს ხარ ყველაზე დიდი , რაც აქამდე ყოფილხარ და ყველაზე პატარა, რაც ოდესმე იქნები. მე ვიცვლები, ჩვენ ვიცვლებით და ყველანი ერთად ვცვლით მსოფლიოს.

მე მიყვარს ცვლილებები. ცვლილებების გარეშე მანქანას დავემსგავსებოდი, რომელიც სხვისი მითითებებით აკეთებს საქმეს. მიყვარს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაიმე სიახლეა. არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, მთავარია სიახლე იყოს. სიახლე ჩემი ნარტკოტიკია, ისეთივე, როგორიც ფეისბუქი. სიახლე ერთ–ერთ იმ “ნარკოტიკთაგაია”, რომელიც ძალიან მომწონს ))

პ.ს. აი სულ ახლახანს მომხდარი სიახლეც ^_^

Advertisements

13 thoughts on “ცვლილებები

  1. კარგია ცვლილებები, ადამიანი უნდა შეიცვალოს დადებითად, განვითარდეს, თორემ ისე რობოტს დაემსგავსება 🙂

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ნარკოტიკი კიარა ,,ყველაზე ნარკოტიკია” ,,ყველაზე ნარკოტიკებს” შორის :დ ცვლილებების და სიახლეების გარეშე ,,ტეხს” ცხოვრება რა :დ ბოლო ცვლილება შენ ცხოვრებაში ხო იცი როგორ მიყვარს ❤

  3. ცვლილებების და სიახლეების გარეშე მართლა წარმოუდგენელი მეჩვენება ცხოვრება ;დ თინეიჯერების და მათ შორის ჩემი დღეებიც ერთმანეთს გვანან, სკოლა, მასწავლებლები, სახლი.. მაგრამ ამ ერთი შეხედვით ერთფეროვან დღეებშიც არსებობს პატარ-პატარა სიახლეები, რომელთა გარეშეც მართლაც რობოტებივით ვიქნებოდით.. უაზროდ ..

    პატარა და რაღაცნაირი პოსტია, როგორც გჩვევია : P ლაკონური .. : P

  4. Ibi ამბობს:

    მადლობა კომენტარისთვისაც და წარმატებები რომ კისურვე მაგისთვისაც :*

  5. Ibi ამბობს:

    ვაიმე ამ გვრრრ–ზე სულ მეცინება ხოლმე :დ რადამავიწყებს მაგას კარგად ხარ შენც :დ:დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s