ქარი და ერთი ღერი სიგარეტი

გარეთ ცივა.
მარტისთვის შესაფერისი ამინდია. მიყვარს ქარის დროს სახლში ყოფნა, გარეთ რომ ყველაფერი ინგრევა, მე კი შიგნიდან ვუყურებ ამ ყველაფერს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ სხვის სახლში ვარ, მერე რა…
არ ვიცი რამ მაიძულა გარეთ გასვლა ამ სიცივეში. აივანზე ვზივარ, შიგნიდან ხმამაღალი მუსიკა და სიცილი მესმის. ერთობიან, მე კი საშინლად სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ მენატრები. მერე რა, რომ დღეს ნერვებს საშინლად მიშლი… ნუ, ეს ჩემი ბრალიცაა…
შით, რით ვერ მორჩნენ ამ სან ფრანცისკოს მოსმენას, უკვე ყელშია ეს სიმღერა. ტელეფონს ვიღებ და შენახულ მესიჯებს ვათვალიერებ. ლაშა, ლაშა, ლაშა, ელე, ლაშა, ელე, ელე, ლაშა, უცხო ნომერი, ლაშა, ლაშა…
მოდი და არ გაგეღიმოს. ჰო, ჰო, ვიცი, ასეთი სენტიმენტალური მგონი არავის არასდროს ვუნახივარ.

გარეთ ისევ ცივა.
მე ისევ აივანზე ვზივარ, ისევ სხვის სახლში ვარ და ისევ ხმამაღალი სიცილი მესმის. კოლოფიდან ერთ ღერს ვიღებ და ვუკიდებ. ცოტა მიჭირს მოკიდება, ქარია. საბოლოოდ მოეკიდა. პირველი ნაფასი ყოველთვის ყველაზე მაგარია ხოლმე. აივნის მოაჯირს დავეყრდენი და ვფიქრობ, თან სიგარეტს ვუყურებ. ისევ შენზე ვფიქრობ, სიგარეტი ნელა იწვის. აქამდე არასდროს დავკვირვებივარ სიგარეტს. რაღაცნაირი საყურებელია. გარეთ ღამეა, სიგარეტზე დავაფოკუსე და ვუყურებ ასე გამოშტერებული. ბოლოს ვხვდები, რომ თითქმის ნახევარი ჩაიწვა.
ქარი ისევ უბერავს, მე ისევ ვეწევი და სულ ოდნავ მწყდება გული რომ არ მპასუხობ…

გარეთ აღარ ცივა. ან ცივა და მე შევეჩვიე. სიგარეტი ჩაიწვა, მე ისევ შენზე ვფიქრობ და ვერ ვხვდები, მართლა შეიცვალა ჩემში რამე?

Advertisements

14 thoughts on “ქარი და ერთი ღერი სიგარეტი

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ვაიხმე ფურცელაძე,როგორ მისწორდები ხოლმე რა :დ

  2. გამოხმაურება: Time (F)lies « Till the End…
  3. Ibi ამბობს:

    უფ, რა პოსტი რა პოსტი :დ თითქმის აღარ მახსოვდა :დ
    თან მოწევასაც დავანებე თავი :პ

  4. ძალიან კარგი :დ ჯანდაბა მე არ ვეწევი მაგრამ დაახლოებით ეგეთი პერიოდი მაქვს :დ მიხვდი ალბათ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s