დასასრული

რას აკეთებთ მაშინ, როდესაც ურთიერთობა სრულდება? ალბათ ტირით, შემდეგ კი თავს იიმედებთ იმით, რომ თავისუფლება ჯობს… არ ვაპირებ ვამტკიცო ის, რომ თავისუფლება ჯობს. ურთიერთობაში ყოფნა ბევრად მირჩევნია, მაგრამ ახლა მარტო ვარ, ამიტომაც მომიწევს დავიწყო ამ ყველაფერში დადებითი რაღაცეების მონახვა.
დღეს, 29 მარტს, ყველაფერი მორჩა…

–ახლა წახვალ, დაიძინებ და…(მე)
–აღარ გავიღვიძებ…
–არა, დაიძინებ და დიდხანს გეძინება. შემდეგ გაიღვიძებ და ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე.
–ნინო, არაა ეგრე ადვილად ყველაფერი.
–ვიცი…
–…ახლა ცდილობ რომ ცრემლები შეიკავო ხო?
–აჰამ…(და უკვე მეორედ ავიხედე ზემოთ, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა). ფეისბუქზე ოფლაინში ჩაგსვამ, ანსაბსქრაიბს მოგცემ. აღარ გნახავ დაგეგმილად არასდროს. ვიქნები ცოტახანს ცუდ ხასიათზე, მაგრამ მალე გადავიტან. ვის არ მოსვლია.. მე მითუმეტეს… გაწყობს?
–(დიდი ხანი დუმილი) შენ როგორც გინდა…
–კარგი, წავედით…
–წავედით…

ბოლოს შუბლზე მაკოცა, გამიღიმა და წავიდა. მეც წავედი. უკან არ მომიხედავს… ლამის იყო ყველაფერი დამელეწა იმ წამს, მაგრამ მალევე დავწყნარდი, ფეფერსები ჩავრთე და დაღმართს ჩამოვუყევი… ყველაფერი მორჩა. ამას უნდა შევეგუო. კი, ვთქვი ამ პოსტში, უკვე გადავიტანე ყველაფერი მეთქი. მეტი არაა ჩემი მტერი…იმედიც ტყუილად მქონდა…
ჰო, ლაშა, შენი ბოლო თხოვნა მაინც შევასრულე…

Advertisements

36 thoughts on “დასასრული

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ჩემი ჩემი ჩემი სიგოჭოება და სიცოცხლეობა :* ❤ არ ინერვიულო ნინ,აბა მე რაღა ვთქვა გოოგო.. ❤ იცი, ყველაზე კარგი ხარ,სულ ყველაზე და არავინ არ ღირს შენს ნერვიულობად. Everything's Gonna be alright..I Promise you,Besides,you have Kiladze and Me.. 😛

  2. you know i love you :*:* yvela gochs mirchevnixar yvela mps mirchevnixar da yvela gogelias mirchevnixar :*:*:*:* xoda mtavaria chven viyot ertad da naxalovkas nebismier dros avafetqeb miyvarxar miyvarxar miyvarxar vgijdebi shenze ❤ "i die for you" :* da ici ro me yvelaze pirdapiri adamiani magas ise ar getyodit tu martla ar vigrdznobdi :*

  3. Nanako Ust ამბობს:

    5 თვეა ერთი და იმავეს ვუმეორებ ჩემს თავს, – რომ ყველაფერი კარგად იქნება… მაგრამ, ჯერ ყველაფერი ისევ ძველებურადაა…
    ცხოვრებაში ყველაფერი ხდება სამწუხაროდ 😐

  4. Ibi ამბობს:

    სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ )) საბოლოოდ მაინც დადებით მხარეებს ვიპოვი ხოლმე…

  5. Nanako Ust ამბობს:

    მე მაგას ვერ ვახერხებ… :/
    ყოველთვის, როცა მახსენდება, ისე ცუდად ვხდები, რომ დადებილი მხარეები კი არა, სიკვდილი მინდა ხოლმე…

  6. Nanako Ust ამბობს:

    რავიცი, აბა…
    მაგას ვერც ავხსნი… ძაან ცუდად ვარ ხოლმე, აი, ძალიან…
    ახლა ვერც ვხვდები, რატომ მინდა ხოლმე… ://

  7. Ibi ამბობს:

    ასაკის ბრალია ^_^ გადაგივლის დამიჯერე :პ მთავარია შენ გინდოდეს ))

  8. იბი . ასეთი თბილი დიალოგის მერე…. არ მესმის….
    ვერ მივხვდი რა მოხდა 😐
    ორივესგან გამომდინარე იყო ალბათ ან რაიმე პრობლემას მოერიდეთ?!

  9. Ibi ამბობს:

    ვინ გითხრა რო მიხარია? :დ მაგრა არც ცრემლებს არ ვაფრქვევ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s