მადლობა მისტერ!


მე სკოლაში ვარ, ელე გაოგნებული სახით უყურებს ტელეფონს და მეუბნება:

–წავიდა
–ვინ?

და მანახებს მესიჯს, რომელშიც გვარდის გადაწყვეტილებაზე გვამცნობენ. გული მიჩქარდება, ტელეფონს ვიღებ და ბარსამანიას ფეიჯზე შევდივარ.
“გვარდიოლას საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება ცნობილი”
რეფრეში ყოველ წუთას, ნერვიულობა.. ჯერ არაფერი გარკვეულა, მე სკოლის შემდეგ სახლში ვერ მივდივარ, ფოტოები მაქვს მისატანი. ელვის სისწრაფით მოვრბივარ, იქნებ რამე გაირკვა.
სანამ კომპიუტერს ჩავრთავდი ელე მწერს:

30 ივნისს მიდის…

გულმა მხია, ცრემლები წამომივიდა და ცუდად გავხდი.. გვარდი, არა! კიდევ მინდოდა რომ ყოფილიყავი, კიდევ, კიდევ დიდხანს… მახსენდება ჩემი სიტყვები, რაც არ უნდა უკან წავიდეს ამ კლუბის საქმეები, მე მაინც მეყვარება , ცრემლებს ვიწმენდ და ფეიხბუქზე შევდივარ.
უკვე ნერვებს აღარ მიშლის ის, რომ ყოველ მეორეს პეპის ფოტო უყენია. ვერ ვიჯერებ…
ვიდეოებს ვუყურებთ მე და ელე, ვტირით…

03:35დან ამ ვიდეოზე ვიტირე… თვითონ მთლიანი პრესკონფერაციის კურება შეგიძლიათ აქ. მე პირადად უმრავლესობა სიტყვების ვერ ვიგებდი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე…
ბოლოს ასე, დაგვიქნია ხელი და წავიდა…

მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვეცდები, აგიხსნათ რასაც ვგრძნობ და იმედია, ხალხი გამიგებს. ძალიან ვწუხვარ, უკანასკნელ კვირებში მომხდარის გამო. კლუბთან ყოველთვის მოკლევადიან კონტრაქტებს ვაფორმებდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ “ბარსაში” დიდი მოთხოვნაა. ფეხბურთელობისას, აქ ვთამაშობდი და ვიცი, ეს რა გრძნობაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქ გატარებული 4 წელი დაუვიწყარი და მარადიული იქნებოდა. არ მინდა, ისეთი კონტრაქტი გავაფორმო, რომელიც ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მაიძულებს. შემოდგომაზე, კლუბის დირექტორებს ვუთხარი, რომ ჩემი ბარსელონური კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელთათვის არ მითქვამს, რადგან არ მინდოდა, ისინი დამეკომპლექსებინა. ახლა, როცა ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, შესაფერისი მომენტია განცხადების გასაკეთებლად. აქ გატარებული წლები დამღლელი იყო. ახალი მწვრთნელი გუნდს იმას მისცემს, რასაც მე ვერ შევძლებდი
ამ სიტყვებზე კი ტირილი თავიდან დავიწყე.. ასეთი ცუდი დღეების შემდეგ +1 ცუდი ამბავი. თითქოს ყველაფერი ერთად აეწყო…
რას დავამატებდი? ალბათ იმას, რომ:
მადლობის მეტი, ჩვენ, კულეებს არაფერი გვეთქმის შენთვის გვარდი. ძალიან, ძალიან მოგვენატრები. ეს 4 წელი რაღაც საოცრება იყო, თავისი 13 ტიტულით. შენ თამაშების 75% მოიგე. იცი ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ძალიან მაგარი ხარ. ძალიან გვიყვარხარ გვარდი. შენნაირ მწვრთნელზე ყოველთვის ვიოცნებებთ. შენ წახვედი, შენი გული კი ბარსაში დარჩა, ამ დიდ ოჯახში, რომელსაც ბარსელონა ქვია.
მომენატრება შენი რეაქციები გოლებზე, შენი გაბრაზება და მოტივაცია, თუნდაც გატანილი 8 გოლის შემდეგ. არ ქონდა მნიშნველობა გოლების რაოდენობას, მთავარი იყო თამაში შენთვის. ალბათ სწორედ ამიტომაც გყავდა “ოცნების გუნდი”. ნახვამდის გვარდი!

ეს კი ბარსას ოჯახი. ამ ვიდეოზე ყოველთვის მეტირება ხოლმე…

Advertisements

ნ+გ=?


ეს ის ისტორიაა, რომელზეც ოდესღაც უნდა დამეწერა. ეს ის ისტორიაა, რომელიც ჩემი ისტორიებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზია. ეს ის ისტორიაა, რომელიც.. რომელიც ასე დაიწყო:
–შარშანდელი ხარ?(მე)
–ჰო…

ერთი შეხედვით ყველაზე უაზრო დიალოგი, ყველაზე არარომანტიკულ ადგილას დიდი რამის დასაწყისი გახდა. 2009 წლის ოქტომბერი, მე მხოლოდ 13 წლის ვიყავი, ახალი დაშორებული პირველ შეყვარებულს და თავი მაგარი როჟა რომ მეგონა ეგეთი.
გაკვეთილი რომ დამთავრდა, მხარზე ხელი დამადე:

–გაჩერებიკენ მოდიხარ(ის)
–ჰო, ქვემოთ გაჩერებაზე..
–მეც, წამო.. სულ დამავიწყდა, გიო მქვია, გიორგი..
–აჰ, სასიამოვნოა, ნინო..

გაჩერებამდე ძალიან პატარა მანძილი იყო, მისი ავტობუსიც მალე მოვიდა. ერთი ის გავიგე მასზე, რომ გიორგი ერქვა, კანდელაკი იყო და 1 წლის წინ ჩამოვიდა კიევიდან, რაზეც მისი აქცენტიც მიანიშნებდა.
2009 წელს დიდი დღიური მქონდა. სახლში რომ მივედი, ეგრევე ჩავწერე ერთ მაღალ, სიმპათიურ ბიჭზე, რომელსაც შავი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. გული სწრაფად მიცემდა როცა მასზე ვფიქრობდი და მას შემდეგ რამდენჯერაც დავინახავდი, მუცელში პეპლები მკლავდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ სახურავზე აძვერი, ნ+გ=? დაწერე და ჩამოხვედი. მე დერეფანში გელოდებოდი, არვიცი რა სიხშირით მიცემდა გული. დღესაც რომ ვიხსენებ ამ მომენტს, ისევ იგივე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტი გავიდა.. ჰო, შემდეგ მაკოცე და ასე მითხარი, მე ძალიან მომწონხარ და შენთან ერთად ყოფნა მინდაო. მე ხმა ვერ ამოვიღე. შენ ჩამეხუტე და მითხარი, არაფერს გაძალებ, ჯერ ადრეა, ცოტა ხანს გაცდიო.
წყნარად წამოვედით გაჩერებისკენ. იმ გაჩერებისკენ, სადაც პირველად დაგელაპარაკე წესიერად. ახლა უკვე ბევრი რამ ვიცოდი შენზე. ვიცოდი, რომ შენი მშობლები ჰიპები იყვნენ, შენც მოჰიპო არსება იყავი. შენი ბავშვობის ისტორიები მომიყევი და მე ვიცინოდი. ცოტათი მრცხვენოდა, მე რომ ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი…
იმ დღეს დღიურში ბევრი ვწერე. უეჭველი იყო, მეც ძალიან მომწონდი. შენნაირ ბიჭთან ყოფნა მინდოდა და მუცელში პეპლების ატანაც აღარ შემეძლო…

მეორე დღესვე, როგორც კი დაგინახე, გამარჯობის მაგივრად მოვედი და პირდაპირ გაჯახე, მეც ძალიან მომწონხარ–მეთქი. მგონი მაშინ შენ იგძენი პეპლები და ხმა ვერ ამოიღე, თვალები გაგიბრწყინდა და ჩამეხუტე. ამ დღის შემდეგ სულ ვბოდიალობდით ხოლმე უაზროდ, ხანდახან რომელ საათამდე შემოვრჩებოდით… ეს წუთები ძალიან ლამაზად მახსოვს…
მერე მითხარი, მამაჩემი უნდა გაგაცნოო. მე შემეშინდა, რა დროს მამაშენის გაცნობა და ეგეთებია მეთქი.

–აი, დიმიტრი 5 წუთში მოვა
–რა 5 წუთში, შენ სიცხე ხო არ გაქ, რა მამაშენი უნდა გამაცნო???
შენ უსიტყვოდ მოუკიდე ვინსტონს
–გიორგი! კარგი რა, იძახი დიმიტრი მოვაო და სიგარეტს უკიდებ?
–იცის მამაჩემმა…
–იცის? და არ გიშლის? ვა რა ჯიგარია
–ჰო, მაგარი კაცია. აი, მოვიდა.

არვიცი რა მჭირდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 1,90 სიმაღლის გრძელთმიანი კაცი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და ჩვენსკენ დაიძრა. კინაღამ გული წამივიდა იქვე.

–გამარჯობა ნინი, მე დიმიტრი ვარ.
–გაა–ა–მ–მმ–არჯობა..
–როგორ ხარ?
–კკ–კ–კარგად, თქვენ?
და ამ დროს დიმიტრიმ ზემოდან გადმომხედა, კინაღამ ცუდად გავხდი, რას მიპირებს–მეთქი და ამ დროს მეუბნება:
–მოდი, თქვენობით არა რა, თავი ბაბუა მგონია…


აქ მივხვდი, სინამდვილეში ვის გავდი ასე ძალიან. მე შენთან ძალიან გახსნილი ვიყავი. იმ დღესაც, მოწყენილი ვიჯექი კიბეებზე. შენ მოხვედი:

–რა გჭირს, ნინი?
–თვიური მაქ
–ჰოო, მეც…
–…
და 2 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ დამტროლა :დ
–იდიოტო ! :დ
–კაი, კაი–იცინოდი და ჩამეხუტე..

შემდეგ გვქონდა ყველაზე მაგარი 1 თვე. 2009 წლის ნოემბერი ყოველთვის ყველაზე მაგარ თვედ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მთელი ისტორიები გვქონდა, რომლებზეც ცალ–ცალკე ისტორიების დაწერაც კი შეიძლება, მაგრამ მგონი აქ არ ღირს. ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვიყავით, შენთან არაფერი მიტყდებოდა. რომანტიკული ტიპი იყავი, თბილად მეხუტებოდი და კოცნას მასწავლიდი. პირველ დღეს წესიერად ვერ გაკოცე და მაგრად დამცინე. მეორე დღეს კი ასე მითხარი, სად მოასწარი ტრენინგების გავლაო. დედაჩემსაც ამართლებდი იმ შემთხვევაში, გვიან რომ არ მიშვებდა გარეთ. უნდა, რომ კარგი შვილი ჰყავდესო. მოკლედ, ნოემბერი ძალიან მაგარი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ შემდეგ დეკემბერი მოდიოდა..

შეგვეძლო, შუა ტრასაზე დავმჯდარიყავით და ცაში აგვეხედა. ასე, უბრალოდ. გვიყვარდა ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი ასაკისა. მიყვარდი, შენთან ერთად უბედნიერესი ვიყავი. შენ რომ არა, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ დეპრესიას ვერ გადავიტანდი, ასე მგონია…
და შემდეგ მოვიდა 24 დეკემბერი. დღე, რომელიც ძალიან ცუდად მახსოვს… და შენ დაიწყე…

–ვსო
–რა ვსო?
–მორჩა
–რა მორჩა?
–ყველაფერი, ყველაფერი მორჩა. 27ში, გამთენიის 5ზე მივფრინავ
–1კვირით?
–არა
–1თვით?
–4 წლით…–და შეტრიალდი.ხელები სახეზე აიფარე და ღრმად ამოისუნთქე. შემდეგ ცრემლები მომწმინდე და ასე ჩახუტებულები წავედით ისევ იმ გაჩერებაზე. შენ სახლამდე მიმაცილე, წასვლის წინ მაკოცე და მითხარი, რომ ხვალ ბოლოჯერ მნახავდი…


25 დეკემბერი
იმ ხის მორზე ვიჯექით, დღეს რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ და ცრემლი მადგება თვალებზე. თითქმის არ გვილაპარაკია. ასე მითხარი, ვიცოდი, მალე წასვლა რომ მიწევდა, ვცდილობდი არავინ შემყვარებოდა, მაგრამ რა მექნაო.. ჰო, ვიტირე და ვიცი, რომ შენც. სწორედ ამიტომ გაიქეცი მალე. არ გინდოდა შენი ცრემლები დამენახა. მოტოციკლეტის დაქოქვის ხმა ყველაზე ცუდად მახსოვს. იმ დღეს წახვედი და ყველაფერი მორჩა. ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გნახავდი…
27 დეკემბერი , დილის 5 საათი
(ჩემი და)–ბარგს ალაგებ და მიდიხარ
–შენ სულ გარეკე?
–ჰო..–და ჩემი დის ცრემლები პირველად ვნახე.. საერთოდ, არ ტირის ხოლმე..
იყო ბოლო მესიჯი…
დილის 5ზე შენი თვითმფრინავი აფრინდა, მე ვიტირე, ვიცი, რომ შენც ცრემლიანი გქონდა თვალები…

იშვიათად, მაგრამ გწერდი ხოლმე. ვტიროდი და ასე ვიკლავდი მოგონებებს შენზე. ერთი მხატვარი ბიჭიც კი მყავდა შენს დასავიწყებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა…
2011 წელს, მარტში, ჩამოხვედი ისე, რომ არ მითხარი, ჩამოხვედი სხვა გოგოსთან ერთად… მე შემთხვევით გნახე(თ)… თავიდან გული მეტკინა, მაგრამ მერე მივხვდი, წელიწადნახევარი ის დროა, როდესაც ძველებს უკვე ადვილად ივიწყებ…

ისეთია…


ისეთია, სიმღერას დაგაწყებინებს, ბოლო ხმაზე გამღერებს და შემდეგ თვითონვე გაგაჩუმებს, ძალიან ხმამაღლა მღერიო–გეტყვის. შემდეგ არც არაფერს იზამს შენს დასამშვიდებლად, არც არაფერს გააკეთებს. უბრალოდ ერთ ღერს ამოიღებს, გაფუჭებული სანთებელის გამო ვერ მოუკიდებს და სანთებელას შორს მოისვრის, შემდეგ გამოგხედავს და არც არაფერს გეტყვის, უბრალოდ გაგიღიმებს, შენ კი ეს ღიმილი ყველაფერს გირჩევნია…
ისეთია, მთელ დღეს დაგაკარგინებს რაღაცის ხატვაში. ბოლოს, როცა უკვე კმაყოფილი შეხედავ ნახატს მოვა და წესიერად არც შეხედავს , ისე გეტყვის რას გავსო და ფანჯარაში გაიხედავს. ისევ ვერ მოუკიდებს და ისევ გაბრაზებული მოისვრის აივნიდან სანთებელას. ისევ გამოგხედავს, ოღონდ ამჯერად უკვე აღარ გიღიმის. შენ უბრალოდ, დაუფიქრებლად ხევ ნახატს. მიდიხარ, და ეხუტები, ის კი არ გიმჩნევს…

ისეთია, მთელი დღე უაზროდ გაბოდიალებს საზიზღარ ადგილებში. შემდეგ კი არაფრად ჩააგდებს შენს დაღლილობას…
ისეთია, ზედმეტად არც გაკოცებს და არც ჩაგეხუტება. როცა კოცნას დააპირებ, თავს გაწევს, ან ისე გაკოცებს, რომ თვითონვე გაეცლები..
ისეთია, ჩახუტებას რომ დააპირებ გვერდზე გავა და სიგარეტს მოუკიდებს. ახლა უკვე არც სანთებელა აქვს გაფუჭებული და სიგარეტიც საკმარისად აქვს. აღარც გაბრაზებულია და უკვე მშვიდად უშვებს ბოლით რგოლებს…
ისეთია, საბოლოოდ თავს მოგაბეზრებს და წახვალ მისგან, მოთმინების ფიალას აგივსებს და ასე, უბრალოდ წახვალ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიყვარდა, უბრალოდ არ გინდა აღიარო. ახლა კი ვეღარ იტან… მისი დანახვა აღარ გინდა…
ისეთი ხარ, მაინც გენატრება, მაინც ვერ ივიწყებ და საკუთარ თავზე გეშლება ნერვები. მაგრამ ასე უბრალოდ, ზიხარ და ელოდები, როდის გამოსწორდება ყველაფერი, როდის მოვა სხვა…

წარსულში ნახევარი საათით


–ნინო!
–ჰო, რაიყო ბე?
–საწოლის ქვეშ რაღაც რვეულები ვნახე, მარიმ მითხრა ნინოსიაო, მოდი ნახე რა.
–ჰო, ჰო ჩემია, ჩემი.. 2 წლის წინ.. 2 წლის.. –და ენა დამება, მეგონა, რომ ყველა დღიური 2011 წლის 19 ოქტომბრამდე განადგურებული იყო. სინამდვილეში კი 2010 წლის 12 ფურცლიანი 12 რვეულიდან 5 ჩემი დის საწოლის ქვეშ დამიმალავს და მხოლოდ 2 წლის შემდეგ(გუშინ) აღმოვაჩინე.

საერთოდ, ძველი რაღაცეების კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა რაღაც მიზეზთა გამო ყველა ჩანაწერი(ზემოთ მითითებულ დრომდე) გავანადგურე. ოდესმე აუცილებლად დავწერ ამ მიზეზზე დიდ პოსტს ^^ საწოლთან დავყარე დღიურები, დავწექი და იანვარი ავიღე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიცემდა გული, ეს ხომ ჩემი წარსული იყო. რომ არა ეს ჩანაწერები, ბევრი რამ არ მემახსოვრებოდა…

იანვარი

მიყვარს… არა, მართლა მიყვარს. ვიცი, რომ იმასაც. მაგრამ ახლა კიევშია, სადღაც ჯანდაბაში. ერთადერთი ბიჭია, რომელიც მიყვარს, ოღონდ მართლა. ახლა აქსელ როუზის ხმა ჩამესმის და თან გიოზე ვფიქრობ. თან ეს ვახოც… მოკლედ, არ ვიცი რა ვქნა :/

მარტი

გიოზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ. ახლა ვახოზე ვარ გადართული. არა, მართლა საყვარელი ბიჭია ვახო, მაგრამ გიორგი მიყვარს, ვახო კი უბრალოდ გატაცებაა. მან სიმღერა მაჩუქა… მაგრამ ვახო ძალიან გამხდარია, ჩახუტებისაც კი მეშინია xD

აპრილი

აპრილი ყველაზე მაგარი თვეა!!! I ❤ April პ.ს. მგონი კარები მართლა მომწონს :/

მაისი

ვახო, ვერ გიტან!!! მერამდენედ უნდა გამიტეხონ გული : ( ახლა ვზივარ და ვტირი… ვერ გიტან!!!

ივნისი

make a right choice
ეს ლევანი ვინღაა ნეტა, რას მერჩის რა უნდა :/ რა სამხატვრო აკადემია, წავიდეს, თავი დამანებოს. მე 14ის ვარ, ის 19ის… ჰოდა აახვიოს!!!
სკოლიდან კინაღამ გამრიცხეს… მაგრამ გადავაბარე და დავრჩი ❤ მოუშორებელი ჭირი ვარ xD

აი, ასეთი ვიყავი 2 წლის წინ. 14 წლის ბავშვი, რომელიც ბევრ სისულელეს წერდა დიდი და პატარა ასოებით, იყო ადნოკლასსნიკებზე დარეგისტრირებული და სკაიპის ჩატებზე გიჟდებოდა… ღამის პირველზე დღიური დავხურე, ცოტა ცრემლებიც წამომივიდა, ცოტაც გავიღიმე და თან ჩემ თავზე გავბრაზდი…
პ.ს. ხვალ ამ დღიურებს დავწვავ…