წარსულში ნახევარი საათით


–ნინო!
–ჰო, რაიყო ბე?
–საწოლის ქვეშ რაღაც რვეულები ვნახე, მარიმ მითხრა ნინოსიაო, მოდი ნახე რა.
–ჰო, ჰო ჩემია, ჩემი.. 2 წლის წინ.. 2 წლის.. –და ენა დამება, მეგონა, რომ ყველა დღიური 2011 წლის 19 ოქტომბრამდე განადგურებული იყო. სინამდვილეში კი 2010 წლის 12 ფურცლიანი 12 რვეულიდან 5 ჩემი დის საწოლის ქვეშ დამიმალავს და მხოლოდ 2 წლის შემდეგ(გუშინ) აღმოვაჩინე.

საერთოდ, ძველი რაღაცეების კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა რაღაც მიზეზთა გამო ყველა ჩანაწერი(ზემოთ მითითებულ დრომდე) გავანადგურე. ოდესმე აუცილებლად დავწერ ამ მიზეზზე დიდ პოსტს ^^ საწოლთან დავყარე დღიურები, დავწექი და იანვარი ავიღე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიცემდა გული, ეს ხომ ჩემი წარსული იყო. რომ არა ეს ჩანაწერები, ბევრი რამ არ მემახსოვრებოდა…

იანვარი

მიყვარს… არა, მართლა მიყვარს. ვიცი, რომ იმასაც. მაგრამ ახლა კიევშია, სადღაც ჯანდაბაში. ერთადერთი ბიჭია, რომელიც მიყვარს, ოღონდ მართლა. ახლა აქსელ როუზის ხმა ჩამესმის და თან გიოზე ვფიქრობ. თან ეს ვახოც… მოკლედ, არ ვიცი რა ვქნა :/

მარტი

გიოზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ. ახლა ვახოზე ვარ გადართული. არა, მართლა საყვარელი ბიჭია ვახო, მაგრამ გიორგი მიყვარს, ვახო კი უბრალოდ გატაცებაა. მან სიმღერა მაჩუქა… მაგრამ ვახო ძალიან გამხდარია, ჩახუტებისაც კი მეშინია xD

აპრილი

აპრილი ყველაზე მაგარი თვეა!!! I ❤ April პ.ს. მგონი კარები მართლა მომწონს :/

მაისი

ვახო, ვერ გიტან!!! მერამდენედ უნდა გამიტეხონ გული : ( ახლა ვზივარ და ვტირი… ვერ გიტან!!!

ივნისი

make a right choice
ეს ლევანი ვინღაა ნეტა, რას მერჩის რა უნდა :/ რა სამხატვრო აკადემია, წავიდეს, თავი დამანებოს. მე 14ის ვარ, ის 19ის… ჰოდა აახვიოს!!!
სკოლიდან კინაღამ გამრიცხეს… მაგრამ გადავაბარე და დავრჩი ❤ მოუშორებელი ჭირი ვარ xD

აი, ასეთი ვიყავი 2 წლის წინ. 14 წლის ბავშვი, რომელიც ბევრ სისულელეს წერდა დიდი და პატარა ასოებით, იყო ადნოკლასსნიკებზე დარეგისტრირებული და სკაიპის ჩატებზე გიჟდებოდა… ღამის პირველზე დღიური დავხურე, ცოტა ცრემლებიც წამომივიდა, ცოტაც გავიღიმე და თან ჩემ თავზე გავბრაზდი…
პ.ს. ხვალ ამ დღიურებს დავწვავ…

Advertisements

26 thoughts on “წარსულში ნახევარი საათით

  1. Ibi ამბობს:

    გელა, ჩემი ბაბნიკობა არ გაიშვა :დ:დ ლაშა, 2011 წლის 19 ოქტომბრამდე ვანადგურებ : ))

  2. მოგონებების დაწვა ყველაზე მტკივნეულია 😐 საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ნაღდად შენც :დ

  3. Ibi ამბობს:

    ჯერ კიდევ არ დამიწვავს… არა, ამას არავის ვანახებ :დ შანსი არაა :დ იცი რა მარაზმები წერია? :დ

  4. Ibi ამბობს:

    ჯერ კიდევ არ დამიწვავს… არა, ამას არავის ვანახებ :დ შანსი არაა :დ იცი რა მარაზმები წერია? :დ პ.ს. ცოტა ახლებს განახებ თუ გინდა :დ 2011ის 19 ოქტომბრიდან ^^ და მგონი ერთი კიდევ მაქვს… მაისსში დაწყებული 2011ის , ყუთშია ოღონდ დალუქული ^_^

  5. Ibi ამბობს:

    შენ ხო 15ის ხარ ? :დ ხოდა 15ის რომ ვიყავი, იმათ მოგცემ :დ აქ 14ის ვიყავი

  6. მე, ჩემი ოთხივე დღიური საგულდაგულოდ მაქვს დამალული და ყველაფერი წერი,ა რასაც ვფიქრობდი, მაგრამ არ ვლაპარაკობდი ❤ არასდროს დავწვავ

  7. ვაიმე ჩემი ძველი დღიურის დაწვასაც ვაპირებ ;დ ზუსტად ასეტი ტიპის ჩანაწერები მაქვს ;დ მეც დავებ ბლოგზე რამდენიმე ჩანაწერს იქიდან ;:დდ შენ კი როგორც ყოველთვის კარგი ხარ^^

  8. მე ზედმეტ სახელები მაქვს დარქმეული ყველასთვის და იმ ბიჭისთვისაც რომელიც მომწონს და ასე ზედმეტ სახელებით ვწერ დღიურში :დ მაინც ვინმემ , რომ ნახოს დაზღვეული ვიქნები ვერაფერს ვერ მიხვდება :დ

  9. მე მობილურში ზაფხულში გოგოს სახელით მყავდა ჩაწერილი ჩემი შეყვარებული :დ:დ:დ:დ:დ

  10. NinucaElectro ამბობს:

    ჰაჰ, დღიურების მთელი დასტა მაქვს, ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე. უბრალოდ ახლა დღიურის როლი ლეპტოპმა და “ვორდის” ფაილებმა შეითავსეს, თუმცა მაინც სულ თან ვატარებ ე.წ. “დრაფტების ბლოკნოტს”, სადაც ყოველი დღის, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მაქვს ჩანიშნული. ხანდახან მეცინება ხოლმე ძველ ჩანაწერებზე;დ დეტსკი სად, უიღბლო სიყვარულები და სუიციდები;დ აი რა;დ

  11. Ibi ამბობს:

    ხანდახან მეც მეცინება ხოლმე )) და ვორდი ვერასდროს შემიცვლის ფურცელს, ფურცელი მირჩევნია ჩემი საზიზღარი კალიგრაფიის მიუხედავად :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s