ისეთია…


ისეთია, სიმღერას დაგაწყებინებს, ბოლო ხმაზე გამღერებს და შემდეგ თვითონვე გაგაჩუმებს, ძალიან ხმამაღლა მღერიო–გეტყვის. შემდეგ არც არაფერს იზამს შენს დასამშვიდებლად, არც არაფერს გააკეთებს. უბრალოდ ერთ ღერს ამოიღებს, გაფუჭებული სანთებელის გამო ვერ მოუკიდებს და სანთებელას შორს მოისვრის, შემდეგ გამოგხედავს და არც არაფერს გეტყვის, უბრალოდ გაგიღიმებს, შენ კი ეს ღიმილი ყველაფერს გირჩევნია…
ისეთია, მთელ დღეს დაგაკარგინებს რაღაცის ხატვაში. ბოლოს, როცა უკვე კმაყოფილი შეხედავ ნახატს მოვა და წესიერად არც შეხედავს , ისე გეტყვის რას გავსო და ფანჯარაში გაიხედავს. ისევ ვერ მოუკიდებს და ისევ გაბრაზებული მოისვრის აივნიდან სანთებელას. ისევ გამოგხედავს, ოღონდ ამჯერად უკვე აღარ გიღიმის. შენ უბრალოდ, დაუფიქრებლად ხევ ნახატს. მიდიხარ, და ეხუტები, ის კი არ გიმჩნევს…

ისეთია, მთელი დღე უაზროდ გაბოდიალებს საზიზღარ ადგილებში. შემდეგ კი არაფრად ჩააგდებს შენს დაღლილობას…
ისეთია, ზედმეტად არც გაკოცებს და არც ჩაგეხუტება. როცა კოცნას დააპირებ, თავს გაწევს, ან ისე გაკოცებს, რომ თვითონვე გაეცლები..
ისეთია, ჩახუტებას რომ დააპირებ გვერდზე გავა და სიგარეტს მოუკიდებს. ახლა უკვე არც სანთებელა აქვს გაფუჭებული და სიგარეტიც საკმარისად აქვს. აღარც გაბრაზებულია და უკვე მშვიდად უშვებს ბოლით რგოლებს…
ისეთია, საბოლოოდ თავს მოგაბეზრებს და წახვალ მისგან, მოთმინების ფიალას აგივსებს და ასე, უბრალოდ წახვალ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიყვარდა, უბრალოდ არ გინდა აღიარო. ახლა კი ვეღარ იტან… მისი დანახვა აღარ გინდა…
ისეთი ხარ, მაინც გენატრება, მაინც ვერ ივიწყებ და საკუთარ თავზე გეშლება ნერვები. მაგრამ ასე უბრალოდ, ზიხარ და ელოდები, როდის გამოსწორდება ყველაფერი, როდის მოვა სხვა…

Advertisements

18 thoughts on “ისეთია…

  1. ტანში ჟრუანტელმა დამიარა!
    სხეულში მყოფმა ყველა ტკვილმა ერთ წერტილში მოიყარა თავი და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა დაძაბულობისგან 😐
    ასეთია ეს პოსტი 😐
    მაგრამ კარგია .მიყვარს ასეთი პოსტები ,მიყვარს ”დამგრუზველი”პოსტები.მიყვარს როცა პოსტის ავტორი თავისი ნაწერით საშუალებას მაძლევს რეალობას ჩავხედო თვალებში .
    ნინო,ძალიან კარგი ხარ და მინდა გითხრა ,რომ შენ ჩემი საყვარელი ბლოგერების სიაში ერთ-ერთი პირველი ხარ ❤
    დიდი მადლობა ასეთი პოსტისთვის ❤

  2. Ibi ამბობს:

    ვაიმე მარიმგა ❤ ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤ არც კი ვიცი რა ვთქვა… ძალიან მიხარია, რომ ჩემი პოსტები მოგწონს ❤ პირიქით, შენ მადლობა, რომ კითხულობ ამ პოსტებს ))

  3. Ibi ამბობს:

    შენ უფრო საყვარელი ხარ მარიმგა ❤ სულ თბილი კომენტარებით მავსებ ხოლმე ❤

  4. აჰ მაგარი იყო მართლაც ძალიან მაგარი იყო, აი ყბრალო სიტყვებით ვერ გადმოვცემ ❤

  5. მაგარი იყო ❤ ჩამწვდა გულში 😐 ძალიან კარგად წენ იბი! თან რაღაც საყვარლად, თან გასაგებად, თან რაღაცნაირად აი, ისეთად…
    ძალიან კარგი ხარ! :* აი, შეგიძლია, რამდენიმე წინადადებაში მთელი სათქმელი ისე გასაგებად გადმოსცე, რომ ყველაფერი თვალ წინ მიდგება!
    ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s