ნ+გ=?


ეს ის ისტორიაა, რომელზეც ოდესღაც უნდა დამეწერა. ეს ის ისტორიაა, რომელიც ჩემი ისტორიებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზია. ეს ის ისტორიაა, რომელიც.. რომელიც ასე დაიწყო:
–შარშანდელი ხარ?(მე)
–ჰო…

ერთი შეხედვით ყველაზე უაზრო დიალოგი, ყველაზე არარომანტიკულ ადგილას დიდი რამის დასაწყისი გახდა. 2009 წლის ოქტომბერი, მე მხოლოდ 13 წლის ვიყავი, ახალი დაშორებული პირველ შეყვარებულს და თავი მაგარი როჟა რომ მეგონა ეგეთი.
გაკვეთილი რომ დამთავრდა, მხარზე ხელი დამადე:

–გაჩერებიკენ მოდიხარ(ის)
–ჰო, ქვემოთ გაჩერებაზე..
–მეც, წამო.. სულ დამავიწყდა, გიო მქვია, გიორგი..
–აჰ, სასიამოვნოა, ნინო..

გაჩერებამდე ძალიან პატარა მანძილი იყო, მისი ავტობუსიც მალე მოვიდა. ერთი ის გავიგე მასზე, რომ გიორგი ერქვა, კანდელაკი იყო და 1 წლის წინ ჩამოვიდა კიევიდან, რაზეც მისი აქცენტიც მიანიშნებდა.
2009 წელს დიდი დღიური მქონდა. სახლში რომ მივედი, ეგრევე ჩავწერე ერთ მაღალ, სიმპათიურ ბიჭზე, რომელსაც შავი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. გული სწრაფად მიცემდა როცა მასზე ვფიქრობდი და მას შემდეგ რამდენჯერაც დავინახავდი, მუცელში პეპლები მკლავდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ სახურავზე აძვერი, ნ+გ=? დაწერე და ჩამოხვედი. მე დერეფანში გელოდებოდი, არვიცი რა სიხშირით მიცემდა გული. დღესაც რომ ვიხსენებ ამ მომენტს, ისევ იგივე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტი გავიდა.. ჰო, შემდეგ მაკოცე და ასე მითხარი, მე ძალიან მომწონხარ და შენთან ერთად ყოფნა მინდაო. მე ხმა ვერ ამოვიღე. შენ ჩამეხუტე და მითხარი, არაფერს გაძალებ, ჯერ ადრეა, ცოტა ხანს გაცდიო.
წყნარად წამოვედით გაჩერებისკენ. იმ გაჩერებისკენ, სადაც პირველად დაგელაპარაკე წესიერად. ახლა უკვე ბევრი რამ ვიცოდი შენზე. ვიცოდი, რომ შენი მშობლები ჰიპები იყვნენ, შენც მოჰიპო არსება იყავი. შენი ბავშვობის ისტორიები მომიყევი და მე ვიცინოდი. ცოტათი მრცხვენოდა, მე რომ ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი…
იმ დღეს დღიურში ბევრი ვწერე. უეჭველი იყო, მეც ძალიან მომწონდი. შენნაირ ბიჭთან ყოფნა მინდოდა და მუცელში პეპლების ატანაც აღარ შემეძლო…

მეორე დღესვე, როგორც კი დაგინახე, გამარჯობის მაგივრად მოვედი და პირდაპირ გაჯახე, მეც ძალიან მომწონხარ–მეთქი. მგონი მაშინ შენ იგძენი პეპლები და ხმა ვერ ამოიღე, თვალები გაგიბრწყინდა და ჩამეხუტე. ამ დღის შემდეგ სულ ვბოდიალობდით ხოლმე უაზროდ, ხანდახან რომელ საათამდე შემოვრჩებოდით… ეს წუთები ძალიან ლამაზად მახსოვს…
მერე მითხარი, მამაჩემი უნდა გაგაცნოო. მე შემეშინდა, რა დროს მამაშენის გაცნობა და ეგეთებია მეთქი.

–აი, დიმიტრი 5 წუთში მოვა
–რა 5 წუთში, შენ სიცხე ხო არ გაქ, რა მამაშენი უნდა გამაცნო???
შენ უსიტყვოდ მოუკიდე ვინსტონს
–გიორგი! კარგი რა, იძახი დიმიტრი მოვაო და სიგარეტს უკიდებ?
–იცის მამაჩემმა…
–იცის? და არ გიშლის? ვა რა ჯიგარია
–ჰო, მაგარი კაცია. აი, მოვიდა.

არვიცი რა მჭირდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 1,90 სიმაღლის გრძელთმიანი კაცი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და ჩვენსკენ დაიძრა. კინაღამ გული წამივიდა იქვე.

–გამარჯობა ნინი, მე დიმიტრი ვარ.
–გაა–ა–მ–მმ–არჯობა..
–როგორ ხარ?
–კკ–კ–კარგად, თქვენ?
და ამ დროს დიმიტრიმ ზემოდან გადმომხედა, კინაღამ ცუდად გავხდი, რას მიპირებს–მეთქი და ამ დროს მეუბნება:
–მოდი, თქვენობით არა რა, თავი ბაბუა მგონია…


აქ მივხვდი, სინამდვილეში ვის გავდი ასე ძალიან. მე შენთან ძალიან გახსნილი ვიყავი. იმ დღესაც, მოწყენილი ვიჯექი კიბეებზე. შენ მოხვედი:

–რა გჭირს, ნინი?
–თვიური მაქ
–ჰოო, მეც…
–…
და 2 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ დამტროლა :დ
–იდიოტო ! :დ
–კაი, კაი–იცინოდი და ჩამეხუტე..

შემდეგ გვქონდა ყველაზე მაგარი 1 თვე. 2009 წლის ნოემბერი ყოველთვის ყველაზე მაგარ თვედ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მთელი ისტორიები გვქონდა, რომლებზეც ცალ–ცალკე ისტორიების დაწერაც კი შეიძლება, მაგრამ მგონი აქ არ ღირს. ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვიყავით, შენთან არაფერი მიტყდებოდა. რომანტიკული ტიპი იყავი, თბილად მეხუტებოდი და კოცნას მასწავლიდი. პირველ დღეს წესიერად ვერ გაკოცე და მაგრად დამცინე. მეორე დღეს კი ასე მითხარი, სად მოასწარი ტრენინგების გავლაო. დედაჩემსაც ამართლებდი იმ შემთხვევაში, გვიან რომ არ მიშვებდა გარეთ. უნდა, რომ კარგი შვილი ჰყავდესო. მოკლედ, ნოემბერი ძალიან მაგარი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ შემდეგ დეკემბერი მოდიოდა..

შეგვეძლო, შუა ტრასაზე დავმჯდარიყავით და ცაში აგვეხედა. ასე, უბრალოდ. გვიყვარდა ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი ასაკისა. მიყვარდი, შენთან ერთად უბედნიერესი ვიყავი. შენ რომ არა, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ დეპრესიას ვერ გადავიტანდი, ასე მგონია…
და შემდეგ მოვიდა 24 დეკემბერი. დღე, რომელიც ძალიან ცუდად მახსოვს… და შენ დაიწყე…

–ვსო
–რა ვსო?
–მორჩა
–რა მორჩა?
–ყველაფერი, ყველაფერი მორჩა. 27ში, გამთენიის 5ზე მივფრინავ
–1კვირით?
–არა
–1თვით?
–4 წლით…–და შეტრიალდი.ხელები სახეზე აიფარე და ღრმად ამოისუნთქე. შემდეგ ცრემლები მომწმინდე და ასე ჩახუტებულები წავედით ისევ იმ გაჩერებაზე. შენ სახლამდე მიმაცილე, წასვლის წინ მაკოცე და მითხარი, რომ ხვალ ბოლოჯერ მნახავდი…


25 დეკემბერი
იმ ხის მორზე ვიჯექით, დღეს რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ და ცრემლი მადგება თვალებზე. თითქმის არ გვილაპარაკია. ასე მითხარი, ვიცოდი, მალე წასვლა რომ მიწევდა, ვცდილობდი არავინ შემყვარებოდა, მაგრამ რა მექნაო.. ჰო, ვიტირე და ვიცი, რომ შენც. სწორედ ამიტომ გაიქეცი მალე. არ გინდოდა შენი ცრემლები დამენახა. მოტოციკლეტის დაქოქვის ხმა ყველაზე ცუდად მახსოვს. იმ დღეს წახვედი და ყველაფერი მორჩა. ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გნახავდი…
27 დეკემბერი , დილის 5 საათი
(ჩემი და)–ბარგს ალაგებ და მიდიხარ
–შენ სულ გარეკე?
–ჰო..–და ჩემი დის ცრემლები პირველად ვნახე.. საერთოდ, არ ტირის ხოლმე..
იყო ბოლო მესიჯი…
დილის 5ზე შენი თვითმფრინავი აფრინდა, მე ვიტირე, ვიცი, რომ შენც ცრემლიანი გქონდა თვალები…

იშვიათად, მაგრამ გწერდი ხოლმე. ვტიროდი და ასე ვიკლავდი მოგონებებს შენზე. ერთი მხატვარი ბიჭიც კი მყავდა შენს დასავიწყებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა…
2011 წელს, მარტში, ჩამოხვედი ისე, რომ არ მითხარი, ჩამოხვედი სხვა გოგოსთან ერთად… მე შემთხვევით გნახე(თ)… თავიდან გული მეტკინა, მაგრამ მერე მივხვდი, წელიწადნახევარი ის დროა, როდესაც ძველებს უკვე ადვილად ივიწყებ…

Advertisements

48 thoughts on “ნ+გ=?

  1. good story nino ❤
    და მაინც, მგონია რომ პირველი სიყვარული, ეგრე იოლად არ მოკვდებოდა : ) მერე რა რომ წელიწადნახევრი გავიდა.

  2. Ibi ამბობს:

    ახლა, როცა ორწელიწადნახევარია გასული, მაინც მენატრება და ვფიქრობ, რომ კიდევ არსებობს რაღაც მაგ ურთიერთობიდან…
    მადლობა ნათია ❤

  3. ორი მხრით შეიძლება ამ პოსტის შეფასება.
    ჯერ თვითონ ისტორიაა საოცრად საინტერესო და სევდიანი.. სულ მბურძგლავდა რომ ვკითხულობდი. მეორეც შენ არაჩვეულებრივად გადმოცემ შენს განცდებს და სწორედ ამიტომა აალბათ შენი პოსტები საინტერესო და გემრიელად წასაკითხი ❤ ეს პოსტი კი, რომელმაც შვება მოგიტანა პატარა, თბილ მოთხრობას გავს, რომელსაც მეორეჯერაც სიამოვნებით გადაიკითხავ. ძალიან კარგი ხარ იბი ❤

  4. Ibi ამბობს:

    სალომე, ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤ მიხარია, როცა მეუბნებიან კარგად წერო. ისტორია ნამდვილად კარგი იყო, და თუ კარგად გადმოვეცი ეგეც ძალიან მიხარია.. მადლობის მეტი რა მეთქმის ❤

  5. აწწწწ რა მაგარი ლავ სთროია ❤
    მართალია ჰეპი ენდი არ აქვს, მაგრამ მაინც ლამაზი და სევდიანია ; )

  6. რა საყვარელი ისტორიაა ❤ მართალია კარგი დასასრული არ აქვს, მაგრამ ეგ არაფერი.. ცხოვრებაში ბევრ რამეს არ აქვს კარგი დასასრულია, სამაგიეროდ ერთ დღესა დაჯდები და შვილიშვილებს მოუყვები ამ ამბავს ^_^

  7. ნინო ❤
    რა თბილი ისტორიააა :*
    პირველი სიყვარული მაინც სულ სხვაა…
    მე მგონი ისევ პირველი სიყვარულით ვცხოვრობ :დ
    ძალიან ძნელი დასავიწყებელია და დიდი ვაჟკაცი უნდა იყო ასე უცებ ,რომ დაივიწყო :))
    მაგრამ ცხოვრება წინ არის და ბევრი კარგი და ამაზე უკეთესი ისტორიები გელოდება წინ ❤
    წარმატეებები ^^

  8. დიდი პოსტების კითხვა სულ მეზარებოდა მაგრამ ეს პირველი პოსტია, რომლის წაკითხვაც არ დამზარებია სულ მოლოდინში ვიყავი აბა რამოხდება აბა რა მოხდებათქო ბოლო სიტყვები რომ წავიკითხე გული დამეწვა : |

  9. უჰ, კაი იყო, და თან ეს ბლოგის სიმღერაც მაგრად მოუხდა. წარმატებები პირადში 🙂

  10. იცი ნინ,ჩემო ნინ,ამ ისტორიას ასეთი დასასრული რომ არ ქონოდა,არ იქნებოდა ასეთი მიმზიდველი 🙂 შენ მაგაზე გული აღარ დაგწყდეს,მთავარი ხომ ისაა,რომ ეს ყველაფერი მოხდა 🙂 უბრალოდ,იმ ორწელიწადნახევრისწინ,გიომ თავისი თავი,აბზაცი დაამთავრა შენი ცხოვრების წიგნში 🙂

  11. Ibi ამბობს:

    ლაშა, დიდი მადლობა ❤ Mrssmari გამიხარდება, თუ ჩემს გამო დაწერ ❤ აუცილებლად დაწერე და ცოტა შვებას იგრძნობ ❤ კისოკი, შენც დიდი მადლობა ^^
    მარიმგა, ოქტომბერში 3 წელი გავა და მე კიდევ მახსოვს ^^
    სოფო, მიხარია, თუ ასეთი დიდი პოსტის წაკითხვა არ დაგეზარა ❤

  12. Ibi ამბობს:

    კილაძე, არ იყო :/ მე ყველაფერი ვაპატიე და მივხვდი, მაგის თვალებით შევხედე ყველაფერს და ამიტომაც ვაპატიე… დიდი დიდი მადლობა ❤
    კარამელკა, მადლობთ :* შენც ❤
    კატალან, დასასრულის გამო იყო მართლაც ლამაზი ^^ და მე მაინც მენატრება ის დრო, დიდი სიამოვნებით გავივლიდი ამ ყველაფერს ისევ, იგივე დასასრულით ))

    ხალხნო, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ იცოდეთ, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის ❤

  13. სანამ დასასრულამდე მივიდოდი მეგონა ტირილით მოვკვდებოდი, თუმცა მივხვდი რო ყველაფერს უკვე შეეგუე და აღარ განიცდი :ხ ჰიპი მშობლები, თვითონაც ნახევარი ჰიპი, აი ეს მესმის ბედნიერება :დ სხვა დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვა.
    ძალიან კარგი გოგო ხარ თავი რომ მოაბი და დაწერე … ოღონდ გული დამწყდა :(((

  14. Ibi ამბობს:

    ვაიბი, ჰო, აი ჰიპი რომ იყო ❤ და ჰიპი მშობლები… გულის დაწყვეტა კი, ნამდვილად გულდასაწყვეტია ((

  15. კი დავწერ იმედია მომეშვება მაგრამ არა მგონია…მაგრამ დავწერ თუ გაინტერესებს .ჩვენ ურთიერთობას ორი ადამიანი შეეწირა ,და ორივემ დიდი ტრამვა მივიღეთ გიო წავიდა იქ ვიცი რო არავინ არ ყავს მაგრამ ის სიყვარული გამინელდა და ტკივილმა შეცვალა…..შენი ცოტა უკეტესიაა…..წარმატებები ჩემო კარგო.გიცნობ მაგრამ არ მეგონა ერთმანეთს რამით თუ ვგავდით მაგრამ თურმე ვგავართ.გენავალე კარგი გოგო ხარ და შენ იცი..

  16. Ibi ამბობს:

    აუცილებლად დაწერე, აუცილებლად, იმდენად საინტერესო იყო ეს კომენტარი…
    შენც ასევე, წარმატებები ❤
    და გიცნობო ეს…? ))

  17. აუნინოოოოოო ❤ არვიცი არვიცი
    ვტირი თითქმის
    ზე ხარ ❤
    ძაან კარგი ხარ
    და პოსტიც უკარგესობააა ❤
    არვიცი რა რავთქვა უბრალოდ სიყტვები არმყოფნის
    კარგი ხანია პოსტს ასე არ ”შევუძრივარ” და ასე გულში არ ჩამწვდომია

    ^^მადლობა, რომასეთ კარგებს წერ და ასეთირო ხარ ❤

  18. იბი, კარგა ხანია, რაც შენთან არ შემოვსულვარ. როგორ დახვეწილხარ, გოგო… სასიამოვნოდ, ტკბილად და მე რომ მიყვარს ისე ჩასაკითხი იყო.. იფიფიფ. მეგემრიელა ძალიან. ყოჩაღ შენ! ❤

  19. Luka Floyd ამბობს:

    მოჰიპო არსება 😀 აუ არ უნდა წამეკითხა რა 😀 ბიჭი ვარ მაინც არ შეილება ჩემთვის ეგეთები 😀

  20. Ibi ამბობს:

    :დ:დ ბიჭი რო ხარ გაიგებ მერე როგორი ბიჭები მოსწონთ გოგოებს :დ

  21. Ibi ამბობს:

    კარგი რა 😦 თუ ვერ გიცნობდი(არადა გიცნობდი :დ) მერე მანახებდი ფბ–ზე შენს ბლოგს ან რავიცი.. მომავალში მოდი აუცილებლად ❤

  22. UppAndDownn ამბობს:

    შენი პოსტი პირველად წავიკითხე და ძალიან ძალიან მომეწონა.. რაღაც არ ვიცი როგორ ვთქვა.. ისე იყო გადმოცემული ეს ყველაფერი.. “შევიგრძენი”…
    მოვიხიბლე ამ ნაწერით..

  23. Ibi ამბობს:

    ძალიან დიდი მადლობა )) შეგიძლია სხვა პოსტებიც ნახო “ფავორიტ პოსტებში”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s