მადლობა მისტერ!


მე სკოლაში ვარ, ელე გაოგნებული სახით უყურებს ტელეფონს და მეუბნება:

–წავიდა
–ვინ?

და მანახებს მესიჯს, რომელშიც გვარდის გადაწყვეტილებაზე გვამცნობენ. გული მიჩქარდება, ტელეფონს ვიღებ და ბარსამანიას ფეიჯზე შევდივარ.
“გვარდიოლას საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება ცნობილი”
რეფრეში ყოველ წუთას, ნერვიულობა.. ჯერ არაფერი გარკვეულა, მე სკოლის შემდეგ სახლში ვერ მივდივარ, ფოტოები მაქვს მისატანი. ელვის სისწრაფით მოვრბივარ, იქნებ რამე გაირკვა.
სანამ კომპიუტერს ჩავრთავდი ელე მწერს:

30 ივნისს მიდის…

გულმა მხია, ცრემლები წამომივიდა და ცუდად გავხდი.. გვარდი, არა! კიდევ მინდოდა რომ ყოფილიყავი, კიდევ, კიდევ დიდხანს… მახსენდება ჩემი სიტყვები, რაც არ უნდა უკან წავიდეს ამ კლუბის საქმეები, მე მაინც მეყვარება , ცრემლებს ვიწმენდ და ფეიხბუქზე შევდივარ.
უკვე ნერვებს აღარ მიშლის ის, რომ ყოველ მეორეს პეპის ფოტო უყენია. ვერ ვიჯერებ…
ვიდეოებს ვუყურებთ მე და ელე, ვტირით…

03:35დან ამ ვიდეოზე ვიტირე… თვითონ მთლიანი პრესკონფერაციის კურება შეგიძლიათ აქ. მე პირადად უმრავლესობა სიტყვების ვერ ვიგებდი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე…
ბოლოს ასე, დაგვიქნია ხელი და წავიდა…

მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვეცდები, აგიხსნათ რასაც ვგრძნობ და იმედია, ხალხი გამიგებს. ძალიან ვწუხვარ, უკანასკნელ კვირებში მომხდარის გამო. კლუბთან ყოველთვის მოკლევადიან კონტრაქტებს ვაფორმებდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ “ბარსაში” დიდი მოთხოვნაა. ფეხბურთელობისას, აქ ვთამაშობდი და ვიცი, ეს რა გრძნობაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქ გატარებული 4 წელი დაუვიწყარი და მარადიული იქნებოდა. არ მინდა, ისეთი კონტრაქტი გავაფორმო, რომელიც ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მაიძულებს. შემოდგომაზე, კლუბის დირექტორებს ვუთხარი, რომ ჩემი ბარსელონური კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელთათვის არ მითქვამს, რადგან არ მინდოდა, ისინი დამეკომპლექსებინა. ახლა, როცა ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, შესაფერისი მომენტია განცხადების გასაკეთებლად. აქ გატარებული წლები დამღლელი იყო. ახალი მწვრთნელი გუნდს იმას მისცემს, რასაც მე ვერ შევძლებდი
ამ სიტყვებზე კი ტირილი თავიდან დავიწყე.. ასეთი ცუდი დღეების შემდეგ +1 ცუდი ამბავი. თითქოს ყველაფერი ერთად აეწყო…
რას დავამატებდი? ალბათ იმას, რომ:
მადლობის მეტი, ჩვენ, კულეებს არაფერი გვეთქმის შენთვის გვარდი. ძალიან, ძალიან მოგვენატრები. ეს 4 წელი რაღაც საოცრება იყო, თავისი 13 ტიტულით. შენ თამაშების 75% მოიგე. იცი ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ძალიან მაგარი ხარ. ძალიან გვიყვარხარ გვარდი. შენნაირ მწვრთნელზე ყოველთვის ვიოცნებებთ. შენ წახვედი, შენი გული კი ბარსაში დარჩა, ამ დიდ ოჯახში, რომელსაც ბარსელონა ქვია.
მომენატრება შენი რეაქციები გოლებზე, შენი გაბრაზება და მოტივაცია, თუნდაც გატანილი 8 გოლის შემდეგ. არ ქონდა მნიშნველობა გოლების რაოდენობას, მთავარი იყო თამაში შენთვის. ალბათ სწორედ ამიტომაც გყავდა “ოცნების გუნდი”. ნახვამდის გვარდი!

ეს კი ბარსას ოჯახი. ამ ვიდეოზე ყოველთვის მეტირება ხოლმე…

Advertisements

19 thoughts on “მადლობა მისტერ!

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ვიდეოებს არ ვუყურებ..ჩემთვის ძალიან მძიმეა.. თითქოს დედამიწა გაჩერდა..თითქოს აპოკალიფსი დადგა…თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვითა.. ბარსა გულის გარეშე დარჩა.. კულეები კი სუნთქვის გარეშე..

  2. Ibi ამბობს:

    ანანო, მეც მიჭირს ვიდეოების ყურება, მაგრამ ვერ ვუძლებდი ცდუნებას 😦

  3. მთლიანად არ მინახავს პრესკონფერენცია და ხომ არ უთქვამს სად აპირებს კარიერის გაგრძელებას?

  4. oZZman ამბობს:

    “მე სამუდამოდ არ მივდივარ და მაინც ვიქნები სადღაც ახლოს”.

  5. miss madridista! ამბობს:

    wow zalian momewona sheni blogi….:))) da mixaria rom ase zalian giyvars barcelona….mec daaxloebit sheni xnis var magram zustad ise miyvars reali rogorc shen barca 😀 …. zalian visiamovne sheni blogit …. 🙂

  6. Ibi ამბობს:

    მიხარია რეალის ფანის დადებითი კომენტარი. დიდი მადლობა 🙂

  7. Ibi ამბობს:

    😀 😀 მინახავს სამწუხაროდ ისეთი მადრიდისტებიც, კულეებს რომ არ გვთვლიან ადამიანებად ;დ

  8. justbelievedreamer ამბობს:

    როცა ვკითხკულობდი ამეტირა. გამახსენდა მაშინ რას ვგრძნობდი. ჩელსისთან თამაში დასრულდა თუ არა მიხვდი მიდიოდა. სკოლაში არ წავსულვარ და მთელი ჩართვის განმავლობაში ტირილით მოვკვდი. ბოლო თამაშზე საერთოდ ცუდად ვიყავი. მესი, როცა პეპისკენ წავიდა იქ მოვკვდი. შემდეგ Viva La Vida და ბოლოს სიტყვაც, რომ წარმოთქვა საერთოდ!
    პოსტი მომეწონა ძალიან ! ისევე როგორც შენი ბლოგი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s