მე მინდოდა ვყოფილიყავი


მე მინდოდა ვყოფილიყავი გოგო, რომელიც ყოველდღე დაივარცხნიდა შავ თმას და კეფაზე შეიკრავდა.
ყოველ დილას თავის დროზე ადგებოდა, მიიღებდა შხაპს და ისაუზმებდა. ოღონდ ამ ყველაფერს ძალიან სუფთად და მოწესრიგებულად გააკეთებდა, სახეზე ოდნავი ღიმილით და გაყინული თვალებით.
ხანდახან იტირებდა, ოღონდ ისე, რომ არავის დაენახა. იტირებდა მეგობრისთვის, ბიჭისთვის–არასდროს.
ეს გოგო დახატავდა.
ყველაფერი ერთი ხელის მოსმაში გამოუვიდოდა და ნახატებს არ გამოაჩენდა. უბრალოდ იტყოდა, რომ ხატავს და ასე უნდა გააგრძელოს მთელი ცხოვრება.
ამ გოგოს არ ეყვარებოდა ვინმე. უბრალოდ, იმასთან იქნებოდა, ვისაც ის მოეწონებოდა. ეყოლებოდა ერთი ბიჭი ძალიან დიდხანს. მისი სიყვარული კი ძალიან წმინდა და წესიერი იქნებოდა.
რა თქმა უნდა ათოსანი იქნებოდა. გაკვეთილებზე ხმას არ ამოიღებდა და ექნებოდა ძალიან ლამაზი კალიგრაფია.
ეყვარებოდა რამე რომანტიკა. აი ისეთი, ყველას რომ უყვარს.
კომპიუტერთან გამართული იჯდებოდა და ყველა მოძრაობა წინასწარ ექნებოდა განსაზღვრული.
ეყვარებოდა საფრანგეთი. პარიზი და ეიფელის კოშკი. იქ ხომ ყველაფერი მოდით სუნთქავს და ეს გოგოც ასეთი ლამაზი და მოდას აყოლილი იქნებოდა.
და იქნებოდა ეს გოგო ასეთი, შინაგანად ძლიერი და გარეგნულად სუსტი.
იქნებოდა გონებით ქარიშხალი და გარეგნულად ნიავი.
შინაგანად ჯოჯოხეთი და გარეგნულად სამოთხე.
ორი სხვადასხვა ადამიანი…

სინამდვილეში კი მე ვარ ერთი გაწეწილი რიჟა გოგო, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია სავარცხელი აქვს თუ არა სახლში.
რომელიც არც ისე კარგად ხატავს, მაგრამ მაინც აგრძელებს.
რომელიც გაკვეთილებზე ენას ვერ აჩერებს.
რომელიც ათოსანი არ არის.
რომელსაც არათუ არ აინტერესებს მოდა, არამედ ეზიზღება დაშტამპული ხალხი.
რომელიც შინაგანად და გარეგნულად ერთნაირია, არეული.
რომელსაც სინამდვილეში არ უნდა ისე იქცეოდეს, როგორც თავიდან წერია, უბრალოდ ხანხახან ფიქრდება ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ურჩევნია 3 დღე ერთი და იგივე შარვალი ეცვეს და ამით არ შეწუხდეს…

ჩაუთქვი ბაბუაწვერას


ეს სურათი გორშია გადაღებული, სტალინის მუზეუმის ეზოში. ეს ამ წლის პირველი ბაბუაწვერა იყო. მეც ავდექი, მოვწყვიტე და სურვილი ჩავუთქვი: “ნეტა კარგი ექსკურსია იყოს–მეთქი.” ჰო, გაგონილი გექნებათ, ცრუ რწმენებზე აცრილი ვარ, მაგრამ ეს ისე გავაკეთეთ, გასართობად(თავის მართლება :დ).
მერე რა, რომ კახეთში ვაპირებდით წასვლას.
მერე რა, რომ წყალდიდობა იყო და ვერ წავედთ.
მერე რა, რომ აქვე ახლოს მოგვიწია წასვლა.
მერე რა…
როცა მასწავლებელმა გვითხრა, გორი–ატენის სიონი–უფლისციხე–მცხეთა მარშრუტით წავალთო, ეგრევე გავიფიქრე, მანდ რას გავერთობით, ექსკურსია ჩაგვეშალა–მეთქი. 100 ლარს გვიკლებენო და ყველამ ეგრევე სახინკლე იყვირა. ჰო, ამაზე ცოტა მოგვიანებით.
მერე რა, რომ 1 საათის დაგვიანებით გავედით.
მერე რა, რომ თავიდან უაზროდ ვისხედით და წესიერად ვერც ვიმღერეთ 1 სიმღერა ბოლომდე.
მერე რა…

შევედით ასე სტალინის მუზეუმში. იქ ბევრი ვიცინეთ, იმის მაგივრად, რომ რაიმე მოგვესმინა. არა, ჩუმად ვიცინოდით და უმეტეს წილად ვუსმენდით, მაგრამ ზოგის საქციელზე კინაღამ ხმამაღლა გავიცინე..
შემდეგ იყო ატენის სიონი. იქ ძალიან მაღლა ავძვერით, ბოლომდე ^^ ცოტა მეშინოდა, მაგრამ შემდეგ ბიჭების დახმარებით ავედი. ზურა, მადლობა :დ

შესანიშნავი 4ეული ფორმაშია ❤

და აი, ბოლომდე ასულები ❤

შემდეგ ისევ ავტობუსში ვერთობოდით. აქ უკვე წავიდა გიტარა და ხმა ერთმანეთთან. ყველას გვეკიდა როგორ ვმღეროდით და ვუკრავდით, მთელი ავტობუსი გავაყრუეთ ❤
შემდეგ კი ყველაზე მაგარ ადგილას ავედით, უფლისციხეში. უფლისციხეში 4 წლის წინ ვიყავი ბოლოს. მის შემდეგ კი გაულამაზებიათ და კიბეებიც გაუკეთებიათ, აუცილებლად წადით და ნახეთ ))
ამ სურათებზე თან მეცინება და თან მომწონს :დ


იქ დავიზიანე იდაყვი(რაღაც ხომ უნდა მექნა :დ) მაგრამ ტკივილი არ მაინტერესებდა, მაინც ბოლომდე ავედი(გევრდითა მთაზე ვეღარ გავქაჩეთ ბევრმა :დ).
მთავარი იყო, რომ ძალიან ბევრს ვიცინოდით, ძალიან მაგრად ვერთობოდით და ა.შ. არ მეგონა, მხოლოდ 1 წლის ახალგადმოსულებთან(ზოგთან) ასე თუ გავერთობოდი ❤
ჰო, შემდეგ ვჭამეთ. ანუ ის გავაკეთეთ, რისთვისაც ექსკურსიაზე წამოვედით :დ
მერე გვერდით მინდორი ვიპოვეთ და იქ ვიღებდით სურათებს:


მე და შუკამ აქაც “ვიფრინეთ” პატარა ბავშვებივით :დ

ბოლოს კი სელფშოოტ თავბრუდახვეულებმა :დ

ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ ავტობუსში ავედით და მცხეთისკენ დავიძარით დარჩენილი ფულის ბოლომდე დასახარჯად. უკან ვზივართ მე და ნიკა, ის ისაა, მუსიკა უნდა ჩავრთო რომ უცებ მიკროფონში მესმის ხმა : ეთენშენ ეთენშენ, ძვირფასო ავტობუს მსმენელებო, ეთერშია შუკა. გაიხაედეთ მარცხნივ. (იხედება ყველა). –არც არაფერია მარცხნივ :დ
ავტობუსის ბოლოდან უცებ დასაწყისში გავჩნდი და გამიკვირდა, აქამდე მიკროფონზე რატომ არაფერი თქვეს. იყო შუკას “რეპი”, ჩემი “სიმღერა”, რუსულებე და ჩქარებე :დ მოკლედ, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა ^^

(ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებოო, ერთი ერთზე ნაცემი ყავს რემბოო)
მერე ბოლოს დავიღალე და ისევ უკან გადავედი, სანამ მცხეთამდე მივაღწევდით.

შემდეგ ბევრი სურათი წავშალეთ, უაზრობები და გაბლარულები იყო. მაინც, გზაში არ გამოდის კარგები. ჰოდა, ესეც პირდაპირ ხინკლაობის სურათი, მე პირადად, 1 ცალი ძლივს შევჭამე :დ

შემდეგ ისევ გზა, სიმღერა, გიტარა…
შუკას ემპეტრი და ისევ უკანა სკამზე ვიყავი და ლამის იყო იქვე ჩამძინებოდა. მე და შუკას ცალ–ცალი ნაუშნიკი გვეკეთა და გზის ბოლო 15 წუთიანი მონაკვეთი ასე გავიდა.
კომაროვთან გვიან მივედით.
ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით და ბოლოს დადებითად დამუხტულები დავიშალეთ.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას ❤ ეს ჩემი ყველაზე მაგარი ექსკურსია იყო ❤

(ესეც ჩემი მე300 პოსტი ❤ )

აივანი


აივანი საუკეთესო ადგილია საფიქრელად.
დიდი აივანი მაქვს, რომელზეც შეგიძლია 3 ოთახიდან გახვიდე. ერთ–ერთი კი ჩემი ოთახია.
შუქს ვაქრობ, კარებს ვკეტავ და აივანზე გავდივარ. მოაჯირზე ვჯდები და გმირთა მოედნიდან მოსულ მანქანების ხმაურს ვუსმენ. ცოტა ქარია და გრილა, ეგ არაფერი..
მოაჯირზე ვჯდები, ცალ ფეხს სწორად ვდებ, მეორეს ჰაერში ვაქანავებ და სულ არ მაინტერესებს, რომ დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლეზე ვარ. ასეთ დროს, როდესაც არც ერთი ოთახიდან არ გამოდის შუქი და აივანზე ბნელა, საუკეთესო დროა საფიქრელად. ვფიქრობ ალბათ უფრო ბევრს მომავალზე და ცოტას წარსულზე. იმ პრინციპით, რომ წარსული უკვე წავიდა და მაინც ვერაფერს შევცვლი. აი მომავალზე კი სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე. ხანდახან ყველაფრის შუა გზაში მიტოვება და სადმე გაქცევა მინდა, ჰიპივით… მშვენივრად ვიცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ. ისე,უბრალოდ, ხომ შეიძლება ხანდახან მეც ვიოცნებო. ვფიქრდები და დიდი ხანია არ მიოცნება ისე, ადრე რომ ვოცნებობდი ხოლმე. მერე მეღიმება და ჩემივე სიტყვები მახსენდება, ,,იქნებ ოცნების ქონას მიზნის ქონა ჯობია, თუნდაც არც ისე დიადის და ნათელის?!” და დღემდე ვცდილობ. ვცდილობ, გავექცე ჩემს მთავარ პრობლემას, სიზარმაცეს. საშინელი რამაა.
სახლიდან ნაბიჯების ზმა უკვე მკვეთრად აღწევს, ერთდროულად 2 ოთახში ინთება შუქი და გარკვევით მესმის, როგორ ყვირიან ჩემ სახელს.

–ნინო!
–აქ ვარ, აქ! აივანზე!

ვბრაზდები და ოთახის კარს მაგრად ვაჯახუნებ. თავს ბალიშში ვრგავ და სწრაფად ვსუნთქავ. არ ვიცი, ვისზე ან რაზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ ნერვები მოშლილი მაქვს.

არ ვიცი, 4 წლის განმავლობაში რატომ არ მომივიდა აზრად სიბნელეში აივანზე ჯდომა და ფიქრი. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს რაღაც ცუდი მომშორდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაუგეგმავი მომავალი ისევ ისე დარჩა. ვწევარ და ვფიქრობ: ,,იქნებ, დაგეგმილი მომავალი არაფერში მაწყობს, მე ხომ სპონტანური გადაწყვეტილებები მიყვარს.”–მეღიმება და უკვე დამშვიდებული, თავს ისევ ბალიშზე ვდებ, ოღონდ ახლა ცხვირი ზემოთ მაქვს, რომ ვისუნთქო, ტანსაცმელს ვიკიდებ და მშვიდად მეძინება–მე იმ კითხვაზე ვიპოვე პასუხი, რომელიც ამდენი ხანი მაწუხებდა…