ჩაუთქვი ბაბუაწვერას


ეს სურათი გორშია გადაღებული, სტალინის მუზეუმის ეზოში. ეს ამ წლის პირველი ბაბუაწვერა იყო. მეც ავდექი, მოვწყვიტე და სურვილი ჩავუთქვი: “ნეტა კარგი ექსკურსია იყოს–მეთქი.” ჰო, გაგონილი გექნებათ, ცრუ რწმენებზე აცრილი ვარ, მაგრამ ეს ისე გავაკეთეთ, გასართობად(თავის მართლება :დ).
მერე რა, რომ კახეთში ვაპირებდით წასვლას.
მერე რა, რომ წყალდიდობა იყო და ვერ წავედთ.
მერე რა, რომ აქვე ახლოს მოგვიწია წასვლა.
მერე რა…
როცა მასწავლებელმა გვითხრა, გორი–ატენის სიონი–უფლისციხე–მცხეთა მარშრუტით წავალთო, ეგრევე გავიფიქრე, მანდ რას გავერთობით, ექსკურსია ჩაგვეშალა–მეთქი. 100 ლარს გვიკლებენო და ყველამ ეგრევე სახინკლე იყვირა. ჰო, ამაზე ცოტა მოგვიანებით.
მერე რა, რომ 1 საათის დაგვიანებით გავედით.
მერე რა, რომ თავიდან უაზროდ ვისხედით და წესიერად ვერც ვიმღერეთ 1 სიმღერა ბოლომდე.
მერე რა…

შევედით ასე სტალინის მუზეუმში. იქ ბევრი ვიცინეთ, იმის მაგივრად, რომ რაიმე მოგვესმინა. არა, ჩუმად ვიცინოდით და უმეტეს წილად ვუსმენდით, მაგრამ ზოგის საქციელზე კინაღამ ხმამაღლა გავიცინე..
შემდეგ იყო ატენის სიონი. იქ ძალიან მაღლა ავძვერით, ბოლომდე ^^ ცოტა მეშინოდა, მაგრამ შემდეგ ბიჭების დახმარებით ავედი. ზურა, მადლობა :დ

შესანიშნავი 4ეული ფორმაშია ❤

და აი, ბოლომდე ასულები ❤

შემდეგ ისევ ავტობუსში ვერთობოდით. აქ უკვე წავიდა გიტარა და ხმა ერთმანეთთან. ყველას გვეკიდა როგორ ვმღეროდით და ვუკრავდით, მთელი ავტობუსი გავაყრუეთ ❤
შემდეგ კი ყველაზე მაგარ ადგილას ავედით, უფლისციხეში. უფლისციხეში 4 წლის წინ ვიყავი ბოლოს. მის შემდეგ კი გაულამაზებიათ და კიბეებიც გაუკეთებიათ, აუცილებლად წადით და ნახეთ ))
ამ სურათებზე თან მეცინება და თან მომწონს :დ


იქ დავიზიანე იდაყვი(რაღაც ხომ უნდა მექნა :დ) მაგრამ ტკივილი არ მაინტერესებდა, მაინც ბოლომდე ავედი(გევრდითა მთაზე ვეღარ გავქაჩეთ ბევრმა :დ).
მთავარი იყო, რომ ძალიან ბევრს ვიცინოდით, ძალიან მაგრად ვერთობოდით და ა.შ. არ მეგონა, მხოლოდ 1 წლის ახალგადმოსულებთან(ზოგთან) ასე თუ გავერთობოდი ❤
ჰო, შემდეგ ვჭამეთ. ანუ ის გავაკეთეთ, რისთვისაც ექსკურსიაზე წამოვედით :დ
მერე გვერდით მინდორი ვიპოვეთ და იქ ვიღებდით სურათებს:


მე და შუკამ აქაც “ვიფრინეთ” პატარა ბავშვებივით :დ

ბოლოს კი სელფშოოტ თავბრუდახვეულებმა :დ

ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ ავტობუსში ავედით და მცხეთისკენ დავიძარით დარჩენილი ფულის ბოლომდე დასახარჯად. უკან ვზივართ მე და ნიკა, ის ისაა, მუსიკა უნდა ჩავრთო რომ უცებ მიკროფონში მესმის ხმა : ეთენშენ ეთენშენ, ძვირფასო ავტობუს მსმენელებო, ეთერშია შუკა. გაიხაედეთ მარცხნივ. (იხედება ყველა). –არც არაფერია მარცხნივ :დ
ავტობუსის ბოლოდან უცებ დასაწყისში გავჩნდი და გამიკვირდა, აქამდე მიკროფონზე რატომ არაფერი თქვეს. იყო შუკას “რეპი”, ჩემი “სიმღერა”, რუსულებე და ჩქარებე :დ მოკლედ, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა ^^

(ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებოო, ერთი ერთზე ნაცემი ყავს რემბოო)
მერე ბოლოს დავიღალე და ისევ უკან გადავედი, სანამ მცხეთამდე მივაღწევდით.

შემდეგ ბევრი სურათი წავშალეთ, უაზრობები და გაბლარულები იყო. მაინც, გზაში არ გამოდის კარგები. ჰოდა, ესეც პირდაპირ ხინკლაობის სურათი, მე პირადად, 1 ცალი ძლივს შევჭამე :დ

შემდეგ ისევ გზა, სიმღერა, გიტარა…
შუკას ემპეტრი და ისევ უკანა სკამზე ვიყავი და ლამის იყო იქვე ჩამძინებოდა. მე და შუკას ცალ–ცალი ნაუშნიკი გვეკეთა და გზის ბოლო 15 წუთიანი მონაკვეთი ასე გავიდა.
კომაროვთან გვიან მივედით.
ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით და ბოლოს დადებითად დამუხტულები დავიშალეთ.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას ❤ ეს ჩემი ყველაზე მაგარი ექსკურსია იყო ❤

(ესეც ჩემი მე300 პოსტი ❤ )

Advertisements

30 thoughts on “ჩაუთქვი ბაბუაწვერას

  1. ელუწკი ამბობს:

    აააააწწწწწწ ❤ ❤ ❤ აუ აუ მართლა მაგარი პოსტია და ექსკურსია ხო საერთოდ ზე იყო ^_^

  2. ძალიან მაგარი ექსკურსია გქონია 🙂 მადლობა ვის? ბაბუაწვერას :დ ისე მეც ამხდენია სურვილი-ჩავიფიქრე ნეტავ რუსული გაგვიცდეს თქო და გაგვიცდა :დ

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    მთელი ორი თვეა ჩემი კლასი ექსკურსიას გაიძახის მარა თავი ვერ მოვაბით :დ ალბათ მომავალი წლის ამ დროს წავალთ სადმე :დ კარგი დრო გიტარებია ბრო :* ❤ ყვითელი შურით მშურს :დ

  4. Ibi ამბობს:

    ელუწკი ❤
    კილაძე, მეც ეგრე მეგონა, რომ ვერ გავერთოოდით, მაგრამ აი ძაან მაგარი იყო ❤
    ქრისტინა , ჰო მართლა ძალიან მაგარი იყო ^^

  5. Ibi ამბობს:

    ყვითელო შური :დ გოგო ჩვენც ვერ ვაბამდით თავს და მიდი ატეხე კლასი სულ მაგაზე ელაპარაკე :დ

  6. Ibi ამბობს:

    ატეხე კლასი და წადით ❤ მეც არ მეგონა ასე ადვილად თუ წავიდოდით :))

  7. გამოხმაურება: ექსკურსია ♡ ❤ « ბუქნი
  8. Ibi ამბობს:

    ხოო ვიყავი )) მერე რატომ არ მოხვედი? თუ ვერ მიცანი და მერე ნახე სურათი ;დ

  9. Ibi ამბობს:

    აა :დ აუცილებლად მოდი შემდეგზე ოღონდ მარშუტკიდან არ ჩამოხვიდე :დ

  10. Ibi ამბობს:

    შენ ხომ მიცნობ და მოდი, ასე მითხარი, მისს ნიკოლი ვარ–თქო და ეგაა :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s