მე მინდოდა ვყოფილიყავი


მე მინდოდა ვყოფილიყავი გოგო, რომელიც ყოველდღე დაივარცხნიდა შავ თმას და კეფაზე შეიკრავდა.
ყოველ დილას თავის დროზე ადგებოდა, მიიღებდა შხაპს და ისაუზმებდა. ოღონდ ამ ყველაფერს ძალიან სუფთად და მოწესრიგებულად გააკეთებდა, სახეზე ოდნავი ღიმილით და გაყინული თვალებით.
ხანდახან იტირებდა, ოღონდ ისე, რომ არავის დაენახა. იტირებდა მეგობრისთვის, ბიჭისთვის–არასდროს.
ეს გოგო დახატავდა.
ყველაფერი ერთი ხელის მოსმაში გამოუვიდოდა და ნახატებს არ გამოაჩენდა. უბრალოდ იტყოდა, რომ ხატავს და ასე უნდა გააგრძელოს მთელი ცხოვრება.
ამ გოგოს არ ეყვარებოდა ვინმე. უბრალოდ, იმასთან იქნებოდა, ვისაც ის მოეწონებოდა. ეყოლებოდა ერთი ბიჭი ძალიან დიდხანს. მისი სიყვარული კი ძალიან წმინდა და წესიერი იქნებოდა.
რა თქმა უნდა ათოსანი იქნებოდა. გაკვეთილებზე ხმას არ ამოიღებდა და ექნებოდა ძალიან ლამაზი კალიგრაფია.
ეყვარებოდა რამე რომანტიკა. აი ისეთი, ყველას რომ უყვარს.
კომპიუტერთან გამართული იჯდებოდა და ყველა მოძრაობა წინასწარ ექნებოდა განსაზღვრული.
ეყვარებოდა საფრანგეთი. პარიზი და ეიფელის კოშკი. იქ ხომ ყველაფერი მოდით სუნთქავს და ეს გოგოც ასეთი ლამაზი და მოდას აყოლილი იქნებოდა.
და იქნებოდა ეს გოგო ასეთი, შინაგანად ძლიერი და გარეგნულად სუსტი.
იქნებოდა გონებით ქარიშხალი და გარეგნულად ნიავი.
შინაგანად ჯოჯოხეთი და გარეგნულად სამოთხე.
ორი სხვადასხვა ადამიანი…

სინამდვილეში კი მე ვარ ერთი გაწეწილი რიჟა გოგო, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია სავარცხელი აქვს თუ არა სახლში.
რომელიც არც ისე კარგად ხატავს, მაგრამ მაინც აგრძელებს.
რომელიც გაკვეთილებზე ენას ვერ აჩერებს.
რომელიც ათოსანი არ არის.
რომელსაც არათუ არ აინტერესებს მოდა, არამედ ეზიზღება დაშტამპული ხალხი.
რომელიც შინაგანად და გარეგნულად ერთნაირია, არეული.
რომელსაც სინამდვილეში არ უნდა ისე იქცეოდეს, როგორც თავიდან წერია, უბრალოდ ხანხახან ფიქრდება ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ურჩევნია 3 დღე ერთი და იგივე შარვალი ეცვეს და ამით არ შეწუხდეს…

Advertisements

30 thoughts on “მე მინდოდა ვყოფილიყავი

  1. ჰაჰ, ძაან მაგარი პოსტია 😀
    თავიდან რაღაც ოცნებებით სავსე და ბოლოს ძირს რო დაენარცხები ეგეთი შეგრძნება მქონდა 😀

  2. Ibi ამბობს:

    მადლობა ))
    აა არადა მე პირიქით. პირველი გოგო უაზროდ მომეჩვენა :დ

  3. ძალიან მაგარია:) ძალიან წმინდა და წესიერი —რამდენი ხანია ამ სუფთა და წესიერ გრძნობას ვეძებ და გონზე არ ვარ როგორია 🙂

  4. Ibi ამბობს:

    ეს წმინდა და წესიერი სიმართლე გითხრა დიდად არ მხიბლავს მაინც ))

  5. მაგარი პოსტია მართლა:))):დ
    მართალია არ გიცობ, მაგრამ მე ისეთი მომეწონე როგორიც სინამდვილეში ხაარ:)*

  6. არაფრის:))* შემომიარე ხოლმე.. ჩემი ბლოგი ახალია და შენგან რჩევებს სიამოვნებით მივიღებდი:)*

  7. Ibi ამბობს:

    შემოვირბენ აუცილებლად ^^ თან მომეწონა, ორიგინალურია 4 მეგობრის ბლოგი ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s