კომბინაციები


მათემატიკაში ყველაფერი მარტივადაა. გაქვს მოცემული პირობა, გაქვს ფორმულა და ითვლი კომბინაციების რაოდენობას. აი, ცხოვრებაში კი მთლად რიგზე ვერაა ყველაფერი. გაქვს მინიმუმ 1 არჩევანი(მაქსიმუმ +∞), არ იცი, რომელია სწორი, რომელი მცდარი და რომელი მოგცემს ყველაზე კარგ შედეგს. არჩევნების რაოდენობა კი პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული.
ახლა ზუსტად ეს პერიოდი მაქვს. Overthinking, რაც წელიწადში რამდენჯერმე მემართება, სტრესულ მომენტებში. არჩევნების რაოდენობა კი 3.
1) სწავლა
2) გადაწერა(რაც არამგონია გამოვიდეს)
3) სკოლიდან გადასვლა
რა თქმა უნდა, ყველა საქმე ბოლოსთვის მოვიტოვე და როგორც ყველა მოზარდი, მეც გამოცდებზე ვწუწუნებ. იტყვი, პირველია ყველაზე კარგი ვარიანტი, ადე, აქ რას უზიხარ და პოსტებს წერო… ჰო, სათქმელად ადვილია, მაგრამ ასე რომ ჯობს, მეც კარგად ვიცი.
სკოლის შეცვლა კი ძალაინ დიდი დარტყმა იქნება ჩემთვის. ბოლო 2 წლის სხვა სკოლაში გატარება ნამდვილად არ მინდა, ამიტომაც , თქვენ იფიქრეთ, თუ რატომ დავარქვი პოსტს ეს სათაური, მე კი ავდგები და ტრიგონომეტრიას გადავხედავ, იქნებ რამდენიმე ფორმულა მაინც დავიზეპირო.

პ.ს. ამ პოსტით მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმაზე, რომ 26 მაისის შემდეგ პოსტი არ დამიწერია. კიდევ იმაზე, რომ მინიმუმ 14 ივნისამდე ვერაფერს დავწერ. ძალიან მაკლიხართ და დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც მეუბნებით, გული გვწყდება, შენს ბლოგზე რომ შემოვდივართ და ახალი არაფერი გვხვდებაო.

Advertisements

20 thoughts on “კომბინაციები

  1. მე ვეკუაში ვარ, სამშაბათს და ხუთშაბათს მაქვს, ფიზიკის ბაიბურშია რ ვარ, 1 კვირაში უნდა ავანაზღაურო 1 სემესტრი :/ ვიზიარებ შენს მწუხარებასაც

  2. ნუ დარდობ ❤
    ყველას გამოცდები გვაქვს , გადაიტანე როგორმე და დაისვენებ მერე მთელი ზაფხული )) ამაზე იფიქრე და სწავლის ნებისყოფა მოგეცემა,მე სულ მშველის.როცა რამეს ისეთს აკეთებ რაც არ გსიამოვნებს,მაგრამ იცი რომ უნდა გააკეთო (ამ შემთხვევაში მზადება გამოცდებისთვის) იფიქრე იმაზე რა მოყვება ამას..იფიქრე ,რომ წინ ცხელი და დიდი ზაფხული გელის,უამრავი თავგადასავლებით და კარგი იმოციებით<3
    იმედია ოდნავ მაინც გაგამხნევე ))
    წარმატებებს გისურვებ მთელი გულით ❤

  3. Luka Floyd ამბობს:

    კომბინაციები ? Bitch Please ! pair , double pair , straight , flush , ტროიკა , straight flush , კარე , royal flush 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s