იყო და არა იყო რა

ეს წიგნი ზღაპარივით იმიტომ იწყება, რომ ეს რომანი მართლა ზღაპარივით დაიწყო და რომანი კი იმიტომ ჰქვია, რომ ეს ამბავი სინამდვილეში სიყვარულის ისტორიაა.

როგორ შეიძლება რაღაც იყოს შენგან ძალიან ახლოს და ამავდროულად შორს. როგორ შეიძლება გეგონოს, რომ ერთ დღესაც, ასე მარტივად დამთავრდება ყველაფერი და გექნება ის, რისთვისაც ამდენი ხანია იბრძვი.

თითქოს სულ რაღაც 20 წელი გვაშორებს იმ ამბებიდან, რომლებიც ახლა ზღაპარივით გვეჩვენება, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ამბების შემდეგ დავიბადე, მაინც განვიცდი და მტკივა ის, რასაც ის ხალხი მაშინ განიცდიდა.

ზოგი მაშინ უკვე ზრდასრული ადამიანი იყო, ზოგი უკვე თვლიდა, რომ მისი დრო წავიდა, თვით წიგნის ავტორი, დათო ტურაშვილი , კი სტუდენტი იყო. სწორედ სტუდენტობის დროს არ არის ადამიანი ყველაზე კარგ ასაკში?! მისთვის კარგი დრო კი საქართველოსთვის ცუდი აღმოჩნდა, ალბათ ამიტომ არის მისთვის ეს ღიმილიანი მოგონებები სევდიანი.

,,თავისუფლებისთვის სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ”

და მე მინდა, რომ ეს ყველაფერი ისევ გრძელდებოდეს, ისევ ვიბრძოდეთ და არასოდეს გვბეზრდებოდეს თავისუფლების ძებნა. ისიც მინდა, რომ ავტორის სიტყვები გამართლდეს და ყველა მიხვდეს, თუნდაც გულის სიღრმეში მაინც, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…

მაშ ასე, თქვენს წინაშეა წიგნი თავისუფლებაზე, ომზე და სტუდენტობაზე. სტუდენტობაზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც შედგა. სტუდენტობაზე, რომელთა ნაწილიც იმდროინდელ რეჟიმს შეეწირა. და მაინც, ეს ყველაფერი ერთი , თითქოს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა…

Advertisements

12 thoughts on “იყო და არა იყო რა

  1. Ibi ამბობს:

    კისოკი, წაიკითხე ❤ მით უმეტეს შენ კიდევ ბევრი საინტერესო წიგნი გაქვს ^^

  2. ხო, მინდა ყველაფერი ერთბაშად წავიკითხო. მართლა ძალიან მაგარი წიგნებია აღარც ვიცი, რომლით დავიწყო.
    გუშინ დავიწყე “გგონა დრაკონის ტატუი” ჯერ მესამოე გვერდზე ვარ და უკვე ძალიან მომწონს ❤
    შემდეგი "იყო და არა იყო რა" იქნება. შენმა პოსტმა გადამაწყვეტინა რომ მერე ეს წავიკითხო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s