მინიმალიზმი


მინიმალიზმი–როცა ყველაფერი მოკლედ ითქმის, იხატება, იწერება.

მივხვდი, რომ ზოგ ადამიანთან გახსნას ჯობს მინიმალისტი იყო ურთიერთობაში. გამარჯობა–გაგიმარჯოს და ცოტა ამის იქით, მეტი–არაა საჭირო. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, სანამ ფეხი არ წამოვკარი და დავეცი. თან მწარედ.

ვერ ვიტან ონლაინ კამათებს, ვერ ვიტან კლავიატურის ბიჭებს და საერთოდ, ვთვლი, რომ ფეისბუქი საქმის გარჩევის ადგილი არ არის, რაშიც, სამწუხაროდ, ზოგი არ მეთანხმება.

მეც მინიმალისტი ვარ. ერთადერთი რაღაც მინდა. მქონდეს იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე მჭირდება და ვიცხოვრო წყნარად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მინდა ჩემი ადგილი ვიცოდე და არ მქონდეს უაზრო ამბიციები. მქონდეს ერთი, კონკრეტული საქმე და სამუშაო. შეიძლება, პატარა ვარ და უბრალოდ ვერ ვხვდები ჯერ იმას, თუ რა მელის და რისი კეთება მომიწევს მომავალში, რომ საკუთარი ადგილი დავიმკვიდრო, მაგრამ აქედანვე ვხვდები, რომ ეს ადვილი არ იქნება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჯერ ის მაქვს გასარკვევი, თუ რატომ ვარ აქ.

ჰო, ამ ბოლო დროს ისიც აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ადამიანი საკმაოდ ანტიპათიურადაა ჩემ მიმართ განწყობილი. წესით, არ უნდა მაღელვებდეს, მაგრამ მაინც ცუდი შეგრძნებაა, როცა ამას თავის დროზე ვერ იგებ.

და ბოლოს, კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, სანამ ადამიანს ბოლომდე არ გაიცნობ, არ უნდა ენდო. სამწუხაროდ ამასაც ძალიან გვაინ მივხვდი…

Advertisements

8 thoughts on “მინიმალიზმი

  1. ჰო,სამწუხაროდ ასეა,მხოლოდ მაშინ ვფიქრობთ რაღაც-რაღაცეებზე ,როდესაც კისერც მოვიტეხავთ :/
    ადამიანებს არ უნდა ენდო,მართალი ხარ …
    ძალიან მინიმუმამდეა სანდო ადამიანების რაოდენობა დასული :/

  2. ოხ ეს ნდობები და გულუბრყვილობები და ა.შ.-ები ((((( ❤ ჩემო ტუციკო,მე და კილაძეს გვიყვარხარ და არასდროსდ წაგაქცევთ,ნუ წამოდგომასი მაინც მოგეხმარებით ❤

  3. Ibi ამბობს:

    მარიმგა, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა და საკუთარ შეცდომაზე ვისწავლი ახლა…

  4. Ibi ამბობს:

    ❤ მოდით მერე კაცო სადხართ ;დ მოიცა, ზეგის მერე გნახავთ თქვენ სალაპარაკო მაქვს :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s