ველორბოლა


ყველაფერი სიზმარივით დაიწყო
ვიცოდი, არ შემეძლო, არ გამომივიდოდა. მე ხომ არც სისწრაფე მიზიდავს და არც ექსტრემი. მე ხომ მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია(ხანდახან მაგასაც არა).
ველოსიპედით იმ ბიჭმა ჩამიქროლა სწრაფად, რომელიც ძალიან მომწონდა. ის დამემართა, აი მულტფილმებში რომ არის ხოლმე რა, თვალებში გულები და მუცელში პეპლები. ჰო, უკან ის გოგო მიყვებოდა ველოსიპედით. ის გოგო, აი, ვისზე ფიქრშიც ალბათ ღამეებს ათენებს და ვისთანაც ერთად მთელ დღეს ატარებს. ის გოგო, ვინც უკვე დიდი ხანია მისი გოგოა..
გვერდით ველოსიპედი მედგა. როგორც ჩანდა, მისი პატრონი აგვიანებდა. ჰოდა მეც ავდექი და ამ ველოსიპედზე დავჯექი. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. გამახსენდა..
გამახსენდა, თუ როგორ ვცადე პირველად ველოსიპედის ტარება. უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გადავატრიალე პედალი და ის–ის იყო , წინ უნდა წავსულიყავი, რომ ვიღაც ბიჭი შემასკდა სხვა ველოსიპედით
–ტარებას ახლა სწავლობ?–მიყვირა, სწრაფად წამოდგა და გზა განაგრძო
–კი!–ვუყვირე მეც აცრემლებულმა და გავიქეცი.
მას შემდეგ რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ველოსიპედის შიში მაქვს. რამდენჯერაც ვჯდებოდი, იმდენჯერ შიში მიპრყობდა. ასე მეშინოდა ახლაც, როდესაც დაგვიანებული მრბოლელის ველოსიპედზე დავჯექი. გულში სამამდე დავითვალე და წავედი. სამი, ოთხი.. მეხუთედ გადავატრიალე პედალი და უკვე ბილიკზე ვიყავი. მიხაროდა, მე ეს შევძელი ამდენი წლის შემდეგ, მე ისევ შემეძლო პედლების გადატრიალება და ველოსიპედის ტარება. ფიქრებში გავერთე და უცებ მწვავე ტკივილი ვიგრძენი, ძირს ვეგდე. ის ბიჭიც ძირს ეგდო.
–ტარებას ახლა სწავლობ?–მიყვირა..
ყველაფერი ამერია თავში, თურმე ის ბიჭი მომწონდა, რომელმაც წლების წინ უხეშად მიყვირა. ძალიან დავიბენი, თუმცა ვიცოდი, რომ ახლა გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა. წამოვდექი, ამ ბიჭის ველოსიპედი ავიღე და უკვე ყველაფრის მიუხედავად მესამედ შევძელი ტარება. სწრაფად წავედი წინ და არაფერზე ვფიქრობდი, ველოსიპედის გარდა.
–ჩემი ველოსიპედი!–მესმოდა ხმა უკნიდან, მაგრამ არ მიმიხედავს…

კიდევ რამოდენიმე წლის შემდეგ ჩემთვის წარმოუდგენელი ნაბიჯი გადავდგი. ცოტა ხანში კი საკმაოდ წარმატებული ადამიანი გავხდი. მე ველომრბოლელი ვიყავი, პროფესიონალი ველომბრბოლელი და ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. ერთ დღესაც, როცა ჩემი პირველი სერიოზული ველორბოლა მოვიგე, სახლის კარებთან ფურცელი დამხვდა. გავშალე და ზედ ეწერა: “მიხარია, რომ ტარება ისწავლე.”

მე და ანარქისტი

null
მე და შენ
ჰო, მე და შენ, რომლებსაც საერთოდ არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან
ნუ, რამოდენიმე წვრილმანის გარდა
შენ, რომელსაც გიყვარდა ანარქია
მე, რომელსაც უყვარდა წესრიგი
შენ, რომელიც ყველაფერში მეწინააღმდეგებოდი და მარწმუნებდი, რომ ვცდებოდი
მე, რომელიც შენით იყო აღფრთოვანებული
შენ, რომლის გამოც 2011 წლის მოსვლა გამიხარდა
მე, რომელმაც შენი შემხედვარე თავი დებილად იგრძნო
შენ, რომელიც ღამის 4 საათზე იძინებდი
მე, რომელსაც ღამის 2 საათზე გაახსენდი

არა, წამით არ იფიქრო რომ მომწონდი. მაგრამ, არც მეგობრად გთვლიდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომანტიკულ ურთიერთობას ჩვენ შორის. მაგრამ ვერც მეგობრობას. ჩვენ ურთიერთობას რაღაც სხვა ერქვა. რაღაც ისეთი, რაც არც მანამდე და არც მერე არ მიგრძვნია, ოღონდ ამ შეგრძნებას ვერ გადმოვცემ.
ჩვენი ურთიერთობა სიმღერას ჰგავდა. სიმღერას, რომელიც ხმადაბლა იწყება და ნელ–ნელა ეწევა ხმა. შემდეგ მოდის ძალიან მაგარი რამ. ის, რაზეც წეღან ვთქვი, ვერ გადმოვცემ მეთქი. შემდეგ კი, სამწუხაროდ ხმამ დაბლა დაიწყო დაწევა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა. ისევე, როგორც კარგი მუსიკის დამთავრება, ვერც ეს ვიგრძენი, ჩვენი გაუცხოება.
დღეს , როცა მხედავ–მესალმები. ან მე გესალმები, მაგრამ მგონია, რომ თუ მე არ გამოვიჩინე ინიციატივა, არ შემიმჩნევ. რაღაც პატარა მწყდება გულში ხოლმე ამ დროს.

მაინც მგონია, რომ ჩვენი 1 წლიანი მიმოწერა წაიშლება, თან მალე. არა, ფიზიკურად კარგა ხნის წინ წაიშალა, უბრალოდ, მგონია რომ შენ ეს უკვე თავიდანაც წაშალე. ალბათ, მეც წავშლი მალე.. ჰო, მალე..
მე და შენ
რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან
ნუ, რამოდენიმე წვრილმანის გარდა