მე და ანარქისტი

null
მე და შენ
ჰო, მე და შენ, რომლებსაც საერთოდ არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან
ნუ, რამოდენიმე წვრილმანის გარდა
შენ, რომელსაც გიყვარდა ანარქია
მე, რომელსაც უყვარდა წესრიგი
შენ, რომელიც ყველაფერში მეწინააღმდეგებოდი და მარწმუნებდი, რომ ვცდებოდი
მე, რომელიც შენით იყო აღფრთოვანებული
შენ, რომლის გამოც 2011 წლის მოსვლა გამიხარდა
მე, რომელმაც შენი შემხედვარე თავი დებილად იგრძნო
შენ, რომელიც ღამის 4 საათზე იძინებდი
მე, რომელსაც ღამის 2 საათზე გაახსენდი

არა, წამით არ იფიქრო რომ მომწონდი. მაგრამ, არც მეგობრად გთვლიდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომანტიკულ ურთიერთობას ჩვენ შორის. მაგრამ ვერც მეგობრობას. ჩვენ ურთიერთობას რაღაც სხვა ერქვა. რაღაც ისეთი, რაც არც მანამდე და არც მერე არ მიგრძვნია, ოღონდ ამ შეგრძნებას ვერ გადმოვცემ.
ჩვენი ურთიერთობა სიმღერას ჰგავდა. სიმღერას, რომელიც ხმადაბლა იწყება და ნელ–ნელა ეწევა ხმა. შემდეგ მოდის ძალიან მაგარი რამ. ის, რაზეც წეღან ვთქვი, ვერ გადმოვცემ მეთქი. შემდეგ კი, სამწუხაროდ ხმამ დაბლა დაიწყო დაწევა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა. ისევე, როგორც კარგი მუსიკის დამთავრება, ვერც ეს ვიგრძენი, ჩვენი გაუცხოება.
დღეს , როცა მხედავ–მესალმები. ან მე გესალმები, მაგრამ მგონია, რომ თუ მე არ გამოვიჩინე ინიციატივა, არ შემიმჩნევ. რაღაც პატარა მწყდება გულში ხოლმე ამ დროს.

მაინც მგონია, რომ ჩვენი 1 წლიანი მიმოწერა წაიშლება, თან მალე. არა, ფიზიკურად კარგა ხნის წინ წაიშალა, უბრალოდ, მგონია რომ შენ ეს უკვე თავიდანაც წაშალე. ალბათ, მეც წავშლი მალე.. ჰო, მალე..
მე და შენ
რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ერთმანეთთან
ნუ, რამოდენიმე წვრილმანის გარდა

Advertisements

18 thoughts on “მე და ანარქისტი

  1. გამაგიჟებთ შენ და კიდე ჩემი ნაცნობი დეპრესიებით. რა ვიცოდი ასე საშინლად თუ მთავრდებოდა ყველაფერი :/

  2. Ibi ამბობს:

    არა, დეპრესია არ მქონია და არც მაქვს )) უბრალოდ, გული მწყდება ყველა უაზროდ გაწყვეტილ ურთიერთობაზე

  3. Ibi ამბობს:

    ებიჭოო არმომწონდა არა :დ პროსტა ხო დავწერე რა, არც მეგობარი არ ყოფილა :დ

  4. Ibi ამბობს:

    მე კი მხოლოდ ერთხელ მქონდა და ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ , უცნაური რაღაცაა ძალიან…

  5. dekemberiusi ამბობს:

    დიდი შანსია რომ დიდხანს ვერ დაივიწყო :(((
    მაგრამ მთავარია ისწავლო კარგი მოგონებების და განცდების შენახვა ურთიერთობიდან, როცა ურთიერთობა ტკივილს გიტოვებს ძნელია იმისი დავიწყება. მეც მტკივა და ვიცი. ამიტომ გირჩევ მხოლოდ კარგი მოგონებები დაიტოვო მასთან, თუ არ გინდა მუდამ რომ მასზე ფიქრობდე.

  6. Ibi ამბობს:

    და როცა კარგი მოგონებები არც ისე ბევრია მაშინაა რთული ((
    ისე, მართალი ხარ.. მადლობა რჩევისთვის ❤

  7. ვითომ ბლოგერი ამბობს:

    ბოდიში რომ გეჭრები 🙂 მაგრამ სერჩიდან მოვხვდი აქ და წავაწყდი სიტვყებს:

    “შენ, რომელსაც გიყვარდა ანარქია
    მე, რომელსაც უყვარდა წესრიგი”

    ისე ამბობ თითქოს ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა, ანარქია არის არა უწესრიგობა, არამედ ბუნებრივი წესრიგი, ადამიანთა თავისუფალი გაერთიანება – მოთხოვნილებების და ინტერესების მიხედვით, სრული თავისუფლება და სრული სოლიდარობა.

    უფრო მეტი იხ. – http://a-library.info/?page_id=254

  8. Ibi ამბობს:

    ვიცი ანარქიის განმარტება, მაგრამ მაინც მადლობა, რომ ამიხსენი უკეთ. სხვა ანტონიმი უბრალოდ ვერ ვიპოვე 🙂

  9. ვითომ ბლოგერი ამბობს:

    არაფრის 🙂

    ანარქიის დისკრედიტაციას ახდენენ მეცხრამეტე- მეოცე საუკუნიდან მოყოლებული 🙂 ასე რომ გასაკვირი არაა ესეთი რაღაც 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s