ველორბოლა


ყველაფერი სიზმარივით დაიწყო
ვიცოდი, არ შემეძლო, არ გამომივიდოდა. მე ხომ არც სისწრაფე მიზიდავს და არც ექსტრემი. მე ხომ მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია(ხანდახან მაგასაც არა).
ველოსიპედით იმ ბიჭმა ჩამიქროლა სწრაფად, რომელიც ძალიან მომწონდა. ის დამემართა, აი მულტფილმებში რომ არის ხოლმე რა, თვალებში გულები და მუცელში პეპლები. ჰო, უკან ის გოგო მიყვებოდა ველოსიპედით. ის გოგო, აი, ვისზე ფიქრშიც ალბათ ღამეებს ათენებს და ვისთანაც ერთად მთელ დღეს ატარებს. ის გოგო, ვინც უკვე დიდი ხანია მისი გოგოა..
გვერდით ველოსიპედი მედგა. როგორც ჩანდა, მისი პატრონი აგვიანებდა. ჰოდა მეც ავდექი და ამ ველოსიპედზე დავჯექი. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. გამახსენდა..
გამახსენდა, თუ როგორ ვცადე პირველად ველოსიპედის ტარება. უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გადავატრიალე პედალი და ის–ის იყო , წინ უნდა წავსულიყავი, რომ ვიღაც ბიჭი შემასკდა სხვა ველოსიპედით
–ტარებას ახლა სწავლობ?–მიყვირა, სწრაფად წამოდგა და გზა განაგრძო
–კი!–ვუყვირე მეც აცრემლებულმა და გავიქეცი.
მას შემდეგ რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ველოსიპედის შიში მაქვს. რამდენჯერაც ვჯდებოდი, იმდენჯერ შიში მიპრყობდა. ასე მეშინოდა ახლაც, როდესაც დაგვიანებული მრბოლელის ველოსიპედზე დავჯექი. გულში სამამდე დავითვალე და წავედი. სამი, ოთხი.. მეხუთედ გადავატრიალე პედალი და უკვე ბილიკზე ვიყავი. მიხაროდა, მე ეს შევძელი ამდენი წლის შემდეგ, მე ისევ შემეძლო პედლების გადატრიალება და ველოსიპედის ტარება. ფიქრებში გავერთე და უცებ მწვავე ტკივილი ვიგრძენი, ძირს ვეგდე. ის ბიჭიც ძირს ეგდო.
–ტარებას ახლა სწავლობ?–მიყვირა..
ყველაფერი ამერია თავში, თურმე ის ბიჭი მომწონდა, რომელმაც წლების წინ უხეშად მიყვირა. ძალიან დავიბენი, თუმცა ვიცოდი, რომ ახლა გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა. წამოვდექი, ამ ბიჭის ველოსიპედი ავიღე და უკვე ყველაფრის მიუხედავად მესამედ შევძელი ტარება. სწრაფად წავედი წინ და არაფერზე ვფიქრობდი, ველოსიპედის გარდა.
–ჩემი ველოსიპედი!–მესმოდა ხმა უკნიდან, მაგრამ არ მიმიხედავს…

კიდევ რამოდენიმე წლის შემდეგ ჩემთვის წარმოუდგენელი ნაბიჯი გადავდგი. ცოტა ხანში კი საკმაოდ წარმატებული ადამიანი გავხდი. მე ველომრბოლელი ვიყავი, პროფესიონალი ველომბრბოლელი და ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. ერთ დღესაც, როცა ჩემი პირველი სერიოზული ველორბოლა მოვიგე, სახლის კარებთან ფურცელი დამხვდა. გავშალე და ზედ ეწერა: “მიხარია, რომ ტარება ისწავლე.”

Advertisements

10 thoughts on “ველორბოლა

  1. Ibi ამბობს:

    არა რა ოლიმპიურმა, არ ვუყურებ ოლიმპიადას :დ
    ისე, ის ამბავი მართალია დასაწყისში, თუ რატომ არ ვიცი ველოსიპედის ტარება და მეშინია მართალია , ოღონდ ის ბიჭი აღარასდროს მინახავს იმის მერე ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s