რჩევები და სხვა სიკეთეები

როცა რამე რჩევას მაძლევენ, ყურადღებით ვუსმენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვიცი, რომ ეს რჩევა არასწორია და არ გამომადგება.
როცა ჩემზე გამოცდილი ადამიანი მაძლევს რჩევას, თითქმის ყოველთვის ვითვალისწინებ. გამოცდილებას ყოველთვის ვენდობი ხოლმე.
აქვე, ვღიზიანდები და თან მეცინება ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სხვის(ზოგ შემთხვევაში ჩემს) რჩევას აბუჩად იგდებენ, არადა თვითონ არ გააჩნიათ საკმაო ცოდნა.
ეს იმიტომ დავწერე, რომ გუშინ მქონდა ასეთი შემთხვევა: ჩემზე გამოუცდელ ადამიანს რჩევა მივეცი და მან ცინიკურად მიპასუხა. მე რა, თვითონ გაუჭირდება ასე წარმატების მიღწევა.
აი დაახლოებით ასე გამოიყურებით “ყოვლისმცოდნეები”.

მოდი, სხვა სიკეთეებზეც გადავალ. ჩემთანაც არის სიახლეები.

პირველად ალბათ კრიზისი უნდა ვახსენო. 3 პოსტი მაქვს დრაფტებში. დავწერე და რომ გადავხედე, არ შეეფერებოდა ბლოგს, ზედმეტად უაზროები და გაწელილები იყო. ჩემი მოთხრობაც მივაგდე. არადა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ეს პოსტი კი იმედს მაძლევს. თუ ამ პოსტს მაინც მივცემ რაღაც სახეს, შეიძლება დღეს მოთხრობაც გავაგრძელო.

პირად ცხოვრებაში რამოდენიმე ვერ(უფრო არ)აწყობილი ურთიერთობის შემდეგ მგონი რაღაც გამოდის. მაგრამ, ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, მეთვითონაც გაოგნებული ვარ და ჯერ ვერაფერს ვაცნობიერებ. ისე ვუყურებ, როგორც რიგით ბიჭს, მაგრამ ბევრი რამით არის განსხვავებული. თუ რამე გამოვა, აუცილებლად დავწერ ერთ კარგ პოსტს.

ერთი სურვილიც მაქვს, ზღავზე მინდა ძალიან. 2 წელია არ ვყოფილვარ და მომენატრა.

ჰო, ერთი სული მაქვს სექტემბერი როდის მოვა. პირველად მივდივარ საზღვარგარეთ და ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ იმდენად მინდა, რომ სურვილი ნერვიულობას ძლევს.

იმედია, თქვენთან უფრო მეტი სიახლეა, უფრო კარგი და არც კრიზისი გაწუხებთ…

Advertisements

12 thoughts on “რჩევები და სხვა სიკეთეები

  1. Nanako Ust ამბობს:

    საინტერესოდ ჩავიკითხე ბოლომდე .. ❤
    კი, კი, მართალი ხარ, ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი "ყოვლისმცოდნეები" არიან ამ ქვეყნად და ზოგჯერ, რომ ვუფიქრდები ამ ყველაფერს, როგორ მეშლება ხოლმე ნერვები !

  2. Ibi ამბობს:

    ნანაკო, მეც ძალიან მეშლება ნერვები 😦 იმდღეს რაღაცის ამოსაბეჭდად ვიყავი და ტიპი ცალ–ცალკე ყრიდა 50 სურათს ერთი ფაილიდან მეორეში. ვეუბნები: მონიშნეთ და ისე გადაყარეთ მეთქი და უშენოდაც ვიცი, რას მასწავლიო საშინელი ტონით მითხრა… აი ძალიან მომეშალა ნერვები

  3. მეც ბევრი შემხვედრია რჩევა რომ სწყინს. აი ეგეთი შემთხვევები მიკარგავს სურვილს ვინმეს რამე ვურჩიო მერე:/

  4. Ibi ამბობს:

    მე ჯერ–ჯერობით მაინც განვაგრძობ “კეთილი დეიდას” როლს, მაგრამ ბევრს არ სიამოვნებს, უმრავლესობას :/

  5. მეც მქონდა რამოდენიმე მასეთი შემთხვევა :))) ისეთიც კი აი გაწიწკვნის ღირსი რომაა და მაინც რომ გავუღიმე და კიდევ აქეთ რომ გასწავლის და გეუბნება ეგ რჩევა მე არ მჭირდებაო :დ:დ:დ დავანებე თავი მერე :დ ისე იშვიათად კი ვიძლევი რჩევებს, მეშინია ზოგჯერ ისეთი უხეშები არიან,რომ თავში არაფერი ჩამარტყან :დ

  6. სექტემბერში საზღვარგარეთ მეც მივდივარ… თუ ყველაფერი კარგად იქნება.. :დ p.s ყოვლისმცოდნეები მართლაც ასე გამოიყურებიან.. : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s