რატომ ვარ კარგ ხასიათზე

ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩამოვთვალო ერთი დიდი ფურცელი არ ეყოფა. ამ ამბების მოყოლის შემდეგ ძალიან ბევრს გაუკვირდა, კარგ ხასიათზე რატომ ხარო. ჰოდა, მეთვითონაც დავფიქრდი ამაზე და რამოდენიმე წვრილმანი აღმოვაჩინე, რომლებიც ჩემს კარგ ხასიათზე ყოფნას უზრუნველყოფენ.

პირველი და ერთ–ერთი მთავარი, ფეისბუქი. თუ ახლა ამას კითხულობ, თითქმის 100%ია შანსი იმის, რომ ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი ხარ. ჩემი “მეგობრების” რიცხვი სულ ცოტა ხნის წინ გადაცდა 700ს. ჰოდა, რაც დაჰაიდება უფრო მარტივი გახდა, მას შემდეგ, ყველას ვაჰაიდებ , ვისაც ისეთი რამ აქვს გამოქვეყნებული, რაც არ მომწონს.
მაგალითად, ქართული მარაზმი ფეიჯებიდან გაზიარებული სისულელეები, პატრიარქის სურათი კომენტარით “როგორ მიყვაარს :X:x” და ა.შ. ანუ ყველაფერი, რაც უბრალოდ მაღიზიანებს ან მკიდია.
ეს ყველაფერი ეხება ფეიჯებსაც. არცერთი ისეთი ფეიჯი არ მაქვს დალაიქებული, რომლებიც ლაიქს და შეარს ითხოვენ.
კიდევ ერთი, არ შეხვიდეთ ყოფილის პროფილში. ვიცი, თავიდან ძნელია, ყველა მისი სურათი და დაშეარებული სიმღერა გაინტერესებს და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ, ასე უკეთესია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მუსიკა. არ უსმინოთ დეპრესიულ მუსიკას. მუსიკაზე კი ამბობენ, ანტიდეპრესანტიაო, მაგრამ ტყუილია ეგ, დეპრესიული მუსიკა ვერ დაგაყენებს კარგ ხასიათზე. არსებობს რამოდენიმე სიმღერა, რომელთაც ეს შეუძლიათ, მაგრამ ამ სიმღერების უმეტესობა 4 წუთში მთავრდება , გადაბმულად მოსმენა კი ცოტა მომაბეზრებელია…

მესამე და ყველაზე .. ყველაზე რა, ფეხით სიარული. არ ვიცი, ბოლოს ამდენ ხანს როდის ვიყავი მარტო გასული სასეირნოდ. ვიარე ძალიან ბევრი, ეს უბრალოდ მაგარი იყო..
რჩევები:
1. არ მოინახულოთ “თქვენი” ადგილები. ანუ ადგილები, სადაც ყოფილ(ებ)თან ერთად სიარული გიყვარდათ.
2. არ იაროთ ხალხმრავალ ადგილას
3. წაიღეთ ყურსასმენები
4. წაიღეთ ფურცელი და ფანქარი. წერეთ , ჯღაბნეთ ან თვითმფრინავები გააკეთეთ.
5. მოხერხებულად ჩაიცვით, დაიკიდეთ ყველა, გამორთეთ ტელეფონი და თუ გინდათ გადაიღეთ ფოტოები.
დამიჯერეთ, ამშვიდებს..
ჰო, ესეც ჩემი პოლიტიკისგან და ხალხისგან დასვენებული სახე(სულ ესეთი სახე არმაქვს ხოლმე ოღონდ დასვენებულს :დ ), დღეს გადაღებული სელფშოტი ^^

თოჯინა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი თოჯინა. ისე, როგორც ზღაპრებშია, ოღონდ ზღაპრები იშვიათადაა თოჯინებზე. რატომღაც არც პატარა პრინცესებს ყავთ ხოლმე საყვარელი, პატარა თოჯინები. მერე რა, მე დავწერ თოჯინაზე, ისევე, როგორც ზღაპარშია, ზღაპარში თოჯინაზე.

იყო ერთი პატარა, წითური გოგონა, მოკლე , ხვეული თმით. ბევრი თოჯინა ჰქონდა. ეტყობოდა, თავიდანვე უცნაური რომ იქნებოდა, რადგან ერთი თოჯინა ჰყავდა ამოჩემებული. არ ახსოვდა, ჰქონდა თუ არა ამ თოჯინას ოდესმე ფეხები, მაგრამ წითურს ეს თოჯინა უფეხებოდ უყვარდა. იძინებდა მასთან ერთად, ყველგან არ დაჰქონდა, მაგრამ მისით თამაში ძალიან უყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ თოჯინაში საკუთარ თავს ხედავდა. ერთი იყო, თოჯინას ცისფერი თვალები ჰქონდა, პატარა გოგონას კი სულ უნდოდა ცისფერი თვალები.

ახსოვს რამდენიმე წლის შემდეგ ეს თოჯინა მტვერში ამოვლებული რომ იპოვა. გული დასწყდა, მაგრამ ვეღარაფერი უშველა. თოჯინა, რომლისთვისაც სახელი არასდროს დაურქმევია, განადგურებული იყო.

გადის კიდევ რამდენიმე წელი და ეს გოგო იზრდება, თმაც ეზრდება. ერთ დღესაც ბავშვობის ფოტოებში ეშვება თავით და ერთ ფოტოს პოულობს. ფოტოზე ის და მისი უფეხებო თოჯინა არიან..

გოგოს დღემდე უყვარს თავისი თავი, 6 წლის..
გოგოს დღემდე უყვარს ის ადგილი, სადაც ფოტოა გადაღებული..
გოგოს დღემდე ენატრება თოჯინა..
ეს გოგო მე ვარ…

აურზაური


აურზაურია , აბა რა არის.
როცა თითქმის 3 დღე არ გახვალ სახლიდან , სულ ჭამ და ყველაფერი თავზე გაყრია. ფუნჯები, საღებავები და დიდი ფორმატები.

აურზაურია ის, რომ რამდენჯერაც კედელზე საქართველო–ესპანეთის ბილეთს შევხედავ , იმდენჯერ ვფიქრობ, რომ როგორც სხვა ბილეთებს, მასაც დავაწერო ანგარიში. ან “ლორია” და შემდეგ გული მივახატო. ან დავაწერო “ხავი ჩემგან 50 მეტრში იდგა” ან რაიმე მსგავსი იდიოტობა.

აურზაურია ეს პოსტიც. პოსტი იმის აღსანიშნავად, რომ ძვირფასი ადამიანი დავკარგე და ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრი. მაგრამ ახლა, ჩემდა გასაკვირად, მე, რომელიც ყოველ წუთს და ყოველ წამს შეყვარებულია, არავიზე ვფიქრობ. საერთოდ არავიზე. ეს ალბათ .. რა ალბათ, აზრზე არ ვარ რისი ბრალია…

თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ ადამიანის თვალები ყოველთვის გულწრფელია? მე ასე არ ვფიქრობ. მასაც ისევე შეუძლია მოგვატყუოს, როგორც ენას. და საერთოდ, ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, თუ ტვინი იტყუება, მაშინ მთელი სხეულიც ამას ცდილობს. ტვინით გვიყვარს და არა გულით, გული უბრალოდ საჭირო ორგანოა; ის რომ არ მუშაობდეს, ვერც შეგვიყვარდებოდა.

ახლა კი, მეც იმას ვიტყვი, რასაც თქვენ ამბობთ. მაგრამ, მე სულაც არ მწყინს ზაფხულის დამთავრება და სკოლის დაწყება. პირიქით, ჩემი შემოდგომაა, თავისი ცხელი ჩაით ან ყავით, ჟაკეტებით და ოდნავ მოყინული ცხვირით. კიდევ ჩახუტებით, ბევრი ჩახუტებით. მერე თვალებში ჩახედვით და იმის მიხვედრით, რომ რაც ზემოთ ვწერე სისულელეა, თვალები არასდროს იტყუებიან..

ზაფხულის 2 თვე

დავიწყებ იმით, რომ პირველ ივლისამდე ვმეცადინეობდი, ამიტომაც ჩემთვის ზაფხული სწორედ პირველში დაიწყო.
მატარებელი
ამ 2 თვის განმავლობაში 6ჯერ მომიწია მატარებლით მგზავრობა. და დავიჯერო ჩემ გარდა არავის გაწუხებთ საზიზღარი მატარებლები?
ხარაგაული
ხარაგაულში მეორედ ვიყავი მეგობართან დასასვენებლად, 1 კვირით. ძალიან მიყვარს იქაურობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ბოლო გასეირნება იყო ყარაბაღში :დ კიარადა, წელს ბოლოჯერ ვიყავით და ამიტომ ყველაფერი თავზხე დავიმხეთ, ძალიან მაგარი 1 კვირა იყო.

საირმე
წელსაც ავედი, მაგრამ შარშანდელივით 2 თვით კი არა, 1 დღით. უბრალოდ, ძალიან მომენატრა იქაურობა, ჩემი პირველი სამსახური და ა.შ. იქაც კარგად გავერთე, მაგრამ მაინც ცუდ ხასიათზე დავდექი ბოლოს, შარშანდელი ზაფხული მომენატრა, მთლიანად საირმეში გატარებული, თავისი პრობლემებით და ამბებით…
ურეკი
ვერ ვიტანდი ურეკს
მართლა, ძალიან მეზიზღებოდა
წელს კი, 6 დღე წყლიდან არ ამოვსულვარ, ასეთი ღრმა და სუფთა წყალი პირველად ვნახე ურეკში. მერე 1 დღე ცუდი ამინდი იყო, მერე ბათუმში წავედით…

ლიზი
ლიზი ერთი საყვარელი, პატარა, კოპწია გოგოა. 5 წლის.
მე ძალიან მომწონს ლიზი, საყვარელია რა. ერთი ჩვეულებრივი ქერა ბავშვია თითქოს , თავისი უაზრო საქციელებით.
ერთ დღესაც ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა სასტუმროში : “მტყუნის?”
ლიზიც ეგრევე შეტრიალდა, ჩაახველა და ხმამაღლა უღრიალა–აეგრეო…
პარაშუტი, ვარდნა და სხვა ექსტრემები
პარაშუტი, 50 ლარიანი, საკმაოდ ძვირი სიამოვნება, მაგრამ ისეთი, ერთხელ რო უნდა დაჯდე.

თავისუფალი ვარდნა… 42 მეტრი 3 წამში, ეს ჩემი ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი იყო, რომელზეც ოდესმე ვმჯდარვარ.. ნუ, ჯერჯერობით :დ
დათა
დათაც ბავშვია
14 წლის, მაგრამ ბავშვი. მაგარი ბავშვიც ხო შეიძლება მაგარი როჟა იყოს, ხოდა აი ეგეთი მაგარი როჟაა დათა.
დათას წელიწადში ერთხელ ვნახულობ, ერთმანეთს თავიდან ვიხსენებთ და მერე ვიცინით და უაზრობებზე ვლაპარაკობთ, კაი ხნის ნაცნობებივით, მერე ისევ ვემშვიდობებით ერთმანეთს, თითქოს მეორე დღესაც შეგვიძლია ერთმანეთის ნახვა. არადა ორივემ კარგად ვიცით, მომავალ შეხვედრამდე 1 წელია…
ის
ის, ვისი სახელიც კი არ ვიცოდი თავიდან
ის, ვის სახელსაც არ დავწერ
ის, ვინც ყველაზე უცნაურად შემიყვარდა და არ მინდა, რომ დავივიწყო
მოგიწევსო–მითხრა…
არა, არცერთს არ გვინდოდა, მაგრამ ასე მოხდა…
ის, ვინც არ ვიცი ახლა სადაა
ის, ვინც მეუბნებოდა, ჩემი გადარჩენის შანსი 0%იაო
ის, ვინც ზაფხულის ყველაზე კარგი და სევდიანი მოგონებაა
ის, ვინც მგონი ცოცხალი აღარაა…
შეჯამება
ზაფხული კარგი იყო. ნუ, თავისი პრობლემებიც ჰქონდა , ცუდი ამბებიც, მაგრამ მაინც კარგი ზაფხული იყო. რაც მთავარია–ზღვაზე ვიყავი. არდადეგები თითქმის მიიწურა და როგორც ყოველ ზაფხულს, გული მწყდება.
ბოლოს კი გიტოვებთ ჩემ გაკეთებულ ვიდეოს, ამ ზაფხულის ფრაგმენტებით აწყობილს: