აურზაური


აურზაურია , აბა რა არის.
როცა თითქმის 3 დღე არ გახვალ სახლიდან , სულ ჭამ და ყველაფერი თავზე გაყრია. ფუნჯები, საღებავები და დიდი ფორმატები.

აურზაურია ის, რომ რამდენჯერაც კედელზე საქართველო–ესპანეთის ბილეთს შევხედავ , იმდენჯერ ვფიქრობ, რომ როგორც სხვა ბილეთებს, მასაც დავაწერო ანგარიში. ან “ლორია” და შემდეგ გული მივახატო. ან დავაწერო “ხავი ჩემგან 50 მეტრში იდგა” ან რაიმე მსგავსი იდიოტობა.

აურზაურია ეს პოსტიც. პოსტი იმის აღსანიშნავად, რომ ძვირფასი ადამიანი დავკარგე და ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრი. მაგრამ ახლა, ჩემდა გასაკვირად, მე, რომელიც ყოველ წუთს და ყოველ წამს შეყვარებულია, არავიზე ვფიქრობ. საერთოდ არავიზე. ეს ალბათ .. რა ალბათ, აზრზე არ ვარ რისი ბრალია…

თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ ადამიანის თვალები ყოველთვის გულწრფელია? მე ასე არ ვფიქრობ. მასაც ისევე შეუძლია მოგვატყუოს, როგორც ენას. და საერთოდ, ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, თუ ტვინი იტყუება, მაშინ მთელი სხეულიც ამას ცდილობს. ტვინით გვიყვარს და არა გულით, გული უბრალოდ საჭირო ორგანოა; ის რომ არ მუშაობდეს, ვერც შეგვიყვარდებოდა.

ახლა კი, მეც იმას ვიტყვი, რასაც თქვენ ამბობთ. მაგრამ, მე სულაც არ მწყინს ზაფხულის დამთავრება და სკოლის დაწყება. პირიქით, ჩემი შემოდგომაა, თავისი ცხელი ჩაით ან ყავით, ჟაკეტებით და ოდნავ მოყინული ცხვირით. კიდევ ჩახუტებით, ბევრი ჩახუტებით. მერე თვალებში ჩახედვით და იმის მიხვედრით, რომ რაც ზემოთ ვწერე სისულელეა, თვალები არასდროს იტყუებიან..

Advertisements

8 thoughts on “აურზაური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s