თოჯინა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი თოჯინა. ისე, როგორც ზღაპრებშია, ოღონდ ზღაპრები იშვიათადაა თოჯინებზე. რატომღაც არც პატარა პრინცესებს ყავთ ხოლმე საყვარელი, პატარა თოჯინები. მერე რა, მე დავწერ თოჯინაზე, ისევე, როგორც ზღაპარშია, ზღაპარში თოჯინაზე.

იყო ერთი პატარა, წითური გოგონა, მოკლე , ხვეული თმით. ბევრი თოჯინა ჰქონდა. ეტყობოდა, თავიდანვე უცნაური რომ იქნებოდა, რადგან ერთი თოჯინა ჰყავდა ამოჩემებული. არ ახსოვდა, ჰქონდა თუ არა ამ თოჯინას ოდესმე ფეხები, მაგრამ წითურს ეს თოჯინა უფეხებოდ უყვარდა. იძინებდა მასთან ერთად, ყველგან არ დაჰქონდა, მაგრამ მისით თამაში ძალიან უყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ თოჯინაში საკუთარ თავს ხედავდა. ერთი იყო, თოჯინას ცისფერი თვალები ჰქონდა, პატარა გოგონას კი სულ უნდოდა ცისფერი თვალები.

ახსოვს რამდენიმე წლის შემდეგ ეს თოჯინა მტვერში ამოვლებული რომ იპოვა. გული დასწყდა, მაგრამ ვეღარაფერი უშველა. თოჯინა, რომლისთვისაც სახელი არასდროს დაურქმევია, განადგურებული იყო.

გადის კიდევ რამდენიმე წელი და ეს გოგო იზრდება, თმაც ეზრდება. ერთ დღესაც ბავშვობის ფოტოებში ეშვება თავით და ერთ ფოტოს პოულობს. ფოტოზე ის და მისი უფეხებო თოჯინა არიან..

გოგოს დღემდე უყვარს თავისი თავი, 6 წლის..
გოგოს დღემდე უყვარს ის ადგილი, სადაც ფოტოა გადაღებული..
გოგოს დღემდე ენატრება თოჯინა..
ეს გოგო მე ვარ…

Advertisements

14 thoughts on “თოჯინა

  1. მე უამრავი ლამაზი თოჯინა მყავდა, მაგრამ ერთ-ერთი მეზობელს წავართვი, ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ უკვე “კანში” ჰქონდა გამჯდარი სიბინძურე და ამიტომ “გაზანგულას” ვეძახდი.
    გაზანგულას სიყვარულმა, ბავშვობიდანვე რასიზიმის წინააღმრდეგ განმაწყო :დ ამიტომ მიყვარს ძალიან ძალიან ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s