რატომ ვარ კარგ ხასიათზე

ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ჩამოვთვალო ერთი დიდი ფურცელი არ ეყოფა. ამ ამბების მოყოლის შემდეგ ძალიან ბევრს გაუკვირდა, კარგ ხასიათზე რატომ ხარო. ჰოდა, მეთვითონაც დავფიქრდი ამაზე და რამოდენიმე წვრილმანი აღმოვაჩინე, რომლებიც ჩემს კარგ ხასიათზე ყოფნას უზრუნველყოფენ.

პირველი და ერთ–ერთი მთავარი, ფეისბუქი. თუ ახლა ამას კითხულობ, თითქმის 100%ია შანსი იმის, რომ ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი ხარ. ჩემი “მეგობრების” რიცხვი სულ ცოტა ხნის წინ გადაცდა 700ს. ჰოდა, რაც დაჰაიდება უფრო მარტივი გახდა, მას შემდეგ, ყველას ვაჰაიდებ , ვისაც ისეთი რამ აქვს გამოქვეყნებული, რაც არ მომწონს.
მაგალითად, ქართული მარაზმი ფეიჯებიდან გაზიარებული სისულელეები, პატრიარქის სურათი კომენტარით “როგორ მიყვაარს :X:x” და ა.შ. ანუ ყველაფერი, რაც უბრალოდ მაღიზიანებს ან მკიდია.
ეს ყველაფერი ეხება ფეიჯებსაც. არცერთი ისეთი ფეიჯი არ მაქვს დალაიქებული, რომლებიც ლაიქს და შეარს ითხოვენ.
კიდევ ერთი, არ შეხვიდეთ ყოფილის პროფილში. ვიცი, თავიდან ძნელია, ყველა მისი სურათი და დაშეარებული სიმღერა გაინტერესებს და ა.შ. მაგრამ დამიჯერეთ, ასე უკეთესია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მუსიკა. არ უსმინოთ დეპრესიულ მუსიკას. მუსიკაზე კი ამბობენ, ანტიდეპრესანტიაო, მაგრამ ტყუილია ეგ, დეპრესიული მუსიკა ვერ დაგაყენებს კარგ ხასიათზე. არსებობს რამოდენიმე სიმღერა, რომელთაც ეს შეუძლიათ, მაგრამ ამ სიმღერების უმეტესობა 4 წუთში მთავრდება , გადაბმულად მოსმენა კი ცოტა მომაბეზრებელია…

მესამე და ყველაზე .. ყველაზე რა, ფეხით სიარული. არ ვიცი, ბოლოს ამდენ ხანს როდის ვიყავი მარტო გასული სასეირნოდ. ვიარე ძალიან ბევრი, ეს უბრალოდ მაგარი იყო..
რჩევები:
1. არ მოინახულოთ “თქვენი” ადგილები. ანუ ადგილები, სადაც ყოფილ(ებ)თან ერთად სიარული გიყვარდათ.
2. არ იაროთ ხალხმრავალ ადგილას
3. წაიღეთ ყურსასმენები
4. წაიღეთ ფურცელი და ფანქარი. წერეთ , ჯღაბნეთ ან თვითმფრინავები გააკეთეთ.
5. მოხერხებულად ჩაიცვით, დაიკიდეთ ყველა, გამორთეთ ტელეფონი და თუ გინდათ გადაიღეთ ფოტოები.
დამიჯერეთ, ამშვიდებს..
ჰო, ესეც ჩემი პოლიტიკისგან და ხალხისგან დასვენებული სახე(სულ ესეთი სახე არმაქვს ხოლმე ოღონდ დასვენებულს :დ ), დღეს გადაღებული სელფშოტი ^^

Advertisements

11 thoughts on “რატომ ვარ კარგ ხასიათზე

  1. 1.არც მე არ მაქვს დებილობა გვერდები დალაიქებული.
    2.მეც ძალიან ბევრი რამ მაქვს დაჰაიდებული 😐
    3.ვგიჟდები მუსიკაზე და ფეხით ბოდიალზე :))))

  2. ვაიმე რა კაი პოსტია! მომეწონა ძალიან. გავითვალისწინებ ყველაფერს ^^

    პ.ს. მეორე სურათი საოცრად მომწონს :გული:

  3. Ibi ამბობს:

    ლაშა მადლობა ^^ თამბლერზე ვეძებ ხოლმე და კარგ სურათებს ვაწყდები, შესაფერისს

  4. ბოდიალი კარგია… კარგი მუსიკის მოსმენაც კარგია… f.b ტვინის მბურგავი გვერდების unlike ეგეც კარგია… და საერთოდ ეს ცხოვრებაა გადასარევი.. :)) პოსტი კი შესანიშნავი.. :))

  5. Ibi ამბობს:

    ჭიკარტის კომენტარიც კარგია ^^ მადლობა ))
    ესენი უბრალოდ წვრილმანებია, რომლებზეც ნერვებს არ ვიშლი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s