ტყუილი


უკვე მეორედ აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ტყუილის გამო ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. ალბათ ეს ჩემი ბრალიცაა, ადამიანებს ძალიან ადვილად და მოკლე დროში ვეჩვევი. ვეჩვევი ისეთ ადამიანებს, რომელთანაც წესით საერთო არაფერი უნდა მქონდეს. ვეჩვევი და მგონია, რომ ისინიც ისევე შემეჩვივნენ, შემდეგ არის ნდობა. მივხვდი იმასაც, რომ საკმაოდ მიმნდობი ვარ. ვენდობი ადამიანს და მგონია, რომ საპასუხოდაც იგივეს მივიღებ. ხომ გაგიგიათ, “როგორიც ხარ, ყველა ისეთი გგონია”.

ამ ბოლო დროს უკვე ზედმეტად ხშირად ვიძლევი რჩევებს. თითქოს 16 წელიწადში საკმარისი გამოცდილება დავაგროვე. არაფერი, ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ, სულ ოდნავ უცნაური და განსხვავებული. მაგრამ მაინც მინდა, რომ რაღაც გირჩიოთ. არასდროს ენდოთ ადამიანს ბოლომდე, სანამ ძალიან კარგად არ გაიცნობთ.

არა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მეთვითონ არ ვარ მატყუარა. ხანდახან უაზრო წვრილმანებს ვიტყუები ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მაქვს რაღაც პატარა მიზეზი ამ ტყუილებისთვის. როგორც ჰაუსი იტყოდა “Everybody Lies” მაგრამ არ მახსოვს, რომ რაიმე სერიოზული მომეტყუებინოს და შემდეგ ამ ტყუილით ვინმეს გული ტკენოდეს.

მე არ ვარ ანგელოზი. მე ვიტყუები, ისევე როგორც შენ და ყველა ჩვენ გარშემო. მაგრამ მოდი, ვცადოთ, რომ აღარ მოვიტყუოთ, მითუმეტეს ისე, რომ მერე ამ ტყუილს ცუდი შედეგები მოყვეს…

Advertisements

9 thoughts on “ტყუილი

  1. მეზიზღება მთელი არსებით მძულს ყველა ის ადამიანი,ვინც სისტემატიურად ცდილობს ჩემს მოტყუებას : ))
    ისე,არ ვიქებ თავს ,მაგრამ ძააალიან იშვიათია ადამიანი ,რომელიც ჩემს მოტყუებას მოახერხებს ^_^

  2. ai ras vambob meeeeeec? 😀 da mec zustad igive situaciashi var forever and ever and ever da vici rom ver gamovswordebi 😀 imis miuxedavad rom 15 weli arc ise bevria cxovrebistvis mainc viswavle rom ubralo megobars ki ara im adamiansac ar unda endo visac wlebia icnob magram mxolod erti vici “me araferi meshvelbea” adamianebi ar icvlebian da verc me sheveshvebi aset miamitobas 😀 imedia naklebia damiani moityueba tore gvazaraleben furcel :S

  3. საინტერესო პოსტია, ჰაუსს ვეთანხმები იმაში რომ ყველა იტყუება =))
    ტყუილსაც ხო გააჩნია, თუ ის საზიანო არც საკუთარი თავისთვისაა და არც სხვისთვის ნუ კიდე საპატიოა, მაგრამ თუ ტყუილი აზიანებს და შეურაცხყოფს ვინმეს ცუდია ეგ… საერთოდ ადამიანს რამდენჯერმე როცა გამოიჭერ ტყუილებში მერე ძნელია კიდე ენდო, არ თქვათ ზიანის მომტანი ტყუილი და გაიღიმეთ Life is Great! წარმატებები )))))))

  4. Ibi ამბობს:

    მადლობა ნიკა, შენც წარმატებები ))
    ისე, ხანდახან რთულია ტყუილის ართქმა…

  5. მესმის, არ მიყვარს მატყუარები. და სერიოზული ტყულილი არასოდეს არ მითქვამს.

    თუმცა ჩემთვის ყველაზე ხშირად ზუსტად ამ ფორმით უტკენიათ გული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s