ყველას, ვისაც უყვარს


ყვავილები არასდროს მიყვარდა. რაღაც ისეთია, ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგწონდეს რაღაც, რაც ძალიან მალე ჭკნება და გადასაყრელი ხდება.
მენატრება? –აღარ.
ოღონდ ის არა, ვინც ყვავილებს მჩუქნიდა; ის, ვინც ყვავილებს მიხატავდა. ნახატი ხომ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ნამდვილი ყვავილები.
ის არა, ვინც სიმართლეს მეუბნებოდა; ის, ვინც თურმე მატყუებდა.
ის არა, ვისი დახატვაც არასდროს მიცდია; ის, ვინც დავხატე და ეს ნახატი საუკეთესო იყო ჩემს ნახატებს შორის. შემდეგ ზემოთხსენებული ტყუილის შესახებ გავიგე და ისე დავანამცეცე ნახატი, რომ ვეღარ აღმედგინა.

იმდენი რაღაც მოხდა ჩემთან ამ ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბიჭებთან დაკავშირებულ თემებს. ეს რაღაცები 1 წლის წინ რომ მომხდარიყო, ალბათ “დეპრესიაში” ჩავვარდებოდი და ტვინს წავიღებდი იმ გატკეპნილი სიტყვებით, რომ “უბედური ვარ”, “არავის ვუყვარვარ” და ა.შ. ახლა კი ძალიან ჩვეულებრივად გადავიტანე ეს ამბები და მოულოდნელად მომხდარი უსიამოვნებები. ალბათ ემოციების კონტროლი ვისწავლე. ან გავიზარდე..

ახლა კი არ ვიცი რა ხდება. თითქოს იდეალურს ვეძებ და ფლირტის შემდეგ ნაბიჯის გადადგმის მეშინია. არადა, მახსოვს სულ ცოტა ხნის წინ როგორი თამამი ვიყავი, როგორ შევიძინე ახალი თვისება–პირდაპირობა. ახლა კი მგონი ეს თვისება დავკარგე. რა მჭირს, მე თვითონაც ვერ ვხვდები, ყოველთვის ვიღაცა მომწონდა და “შეყვარებული ვიყავი”. 1 თვეა საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, იმედია, გამივლის..

ეს კი თქვენ, ვინც სათაურმა დაგაინტერესათ და იმიტომ შემოხვედით.
თქვენ, რომელმაც პოსტი ჩაიკითხეთ და ახლა ისევ თავიდან წაიკითხეთ სათაური.
ყვავილები ტვინში, აბა პეპლები მუცელში ხომ ზედმეტად მეინსთრიმია :დ
თქვენ, ვისაც უბრალოდ გიყვართ..

Advertisements

11 thoughts on “ყველას, ვისაც უყვარს

  1. ყვავილებიიი ყვავილებიი რაა უნდა მოგწონდეს მათში ? რაღაც ჩემეული ვიპოვნე შენს პოსტში ^^ ❤

  2. Ibi ამბობს:

    ჰო, არც არასდროს მიყვარდა და ვერ ვხვდები ხალხი ამდენ ფულს რომ ყრის ყვავილებში ..

  3. მე კიდე სულ სხვანაირი ურთიერთობები მომწონს, ირიბი და ცალმხრივი ^^ საინტერესოა ჩემთვის 😉
    ყვავიკები?… ყვავილებს თაზე დავაპუტავ იმას ვინც მაჩუქებს. მართლა სიყვარულის ჭკნობას განასახიერებს, მგონი ^^

  4. Ibi ამბობს:

    ბევრი იყო ალბათ ეგეთი ურთიერთობა და მომბეზრდა :დ
    ერთადერთხელ მაჩუქეს და ნეტა დამეფშვნა :დ

  5. ფლირტი-ჩემი ცხოვრების ნაწილია 🙂
    როგორც გინდათ,ისე გაიგეთ 🙂
    ჩემი ასაკისთვის ,ყველაზე კარგი იარაღია )))
    იბი,გისურვებ მალე ‘დალაგებულიყავი” და ცხოვრებისთვის,ისევ ვარდისფერი სათვალეებით შეგეხედოს 🙂

  6. Ibi ამბობს:

    ვარდისფერი სათვალე არ მიმაჩნია სწორ ხედვად
    არც შავი
    შუალედურს ვიჭერ ყველაფერში ძირითადად ))
    ძირს რადიკალიზმი! :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s