ირანი

ვინც იცით შეგახსენებთ და ვინც არა, იმათთვის მოკლე შესავალს გავაკეთებ და გეტყვით მიზეზს, თუ რატომ არ ვჩანდი 10 დღე არც ფეისბუქზე, არც ბლოგზე და საერთოდ თბილისში. უკვე ერთი წელია, რაც სპარსულს ვსწავლობ. 2011 წლის სექტემბერში ჩემი მიზანი(რომელსაც დიადი, ნათელი და არარეალური ვუწოდე) ირანში წასვლა იყო 1 წლის შემდეგ. ეს მიზანი განვახორციელე, ვაშა!

20 ოქტომბერს, შუადღის 3 საათზე დავიძარით. უკვე 4 საათში ჩემს ტელეფონზე სიგნალი გაწყდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ცხოვრებაში პირველად გავედი საზღვარგარეთ. უკვე 21 ოქტომბრის დილის 4 საათზე გადავკვეთე თურქეთ–ირანის საზღვარი.
ამხელა მანძილზე პირველად ვიმგზავრე და შესაბამისად ძალიან დავიღალე. დილის 5სკენ ჩამეძინა და როცა გავიღვიძე, მზის ამოსვლა დავინახე უდაბნოში. ულამაზესი იყო, სამწუხაროდ 120ით მოძრავი ავოტბუსიდან კარგად არ გამოჩნდა :დ

პირველი გაჩერება: ანზალი, გილანის პროვინცია
ანზალი ირანელებისთვის ერთი ჩვეულებრივი სოფელია, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მაგრამ მე სოფელში კიარა , თბილისის გარეუბანში მეგონა თავი. აქ ბევრ ღირსშესანიშნაობას ვერ ნახავ, მაგრამ მაინც კარგი ადგილია. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა საბაგირო(რომელიც 8 წუთს უნდება ასვლას) და მასულე, სოფელი, რომელშიც სახლის სახურავები საცალფეხო ბილიკებია.
ესეც გილანის პროვინცია ზემოდან.

მეორე გაჩერება: თეირანი
თეირანი დიდი ქალაქია, მოსახლეობა: 20 000 000 ადამიანი.
სამწუხაროდ თეირანში არც ისე დიდხანს გავჩერდით, მხოლოდ ერთი დღე–ღამე. წესიერად ვერ ვნახე მეიდანე აზადი(თავისუფლების მოედანი) და ვერც ბორჯე მილადზე(სიმაღლე: 435მ) ვერ ავედი 😦
სხვა, რისი თქმაც მინდა თეირანზე არის ის, რომ საკმაოდ თანამედროვე ქალაქია, ძალიან ბევრი მოტოციკლეტით და იროკეზიანი ბიჭებით.

მესამე გაჩერება: ისპაჰანი
აი ისპაჰანზე კი ვერ ვიტყვი იგივეს. ისპაჰანი არის დიდი კულტურის მქონე ქალაქი. ისპაჰანში 2 დღე–ღამე ვიყავით, ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, მაგრამ ბოლომდე დათვალიერება შეუძლებელია ასე ცოტა დროში.

აქ უნდა იცხოვრო, რომ ბოლომდე გაიცნო ქალაქი.

ნაყშე ჯაჰანი(Naqsh e Jahan) მსოფლიოს უდიდესი მოედანი, რომელზეც განლაგებულია იმამის მეჩეთი, ალი ყაფის სასახლე, ჩეთელსოთორის სასახლე და შეიხ ლოტფოლას მეჩეთი. ოთხივე მათგანი ვნახე და ალბათ დიდხანს ვერ გამოვალ შთაბეჭდილებიდან. მიუხედავად იმისა, რომ აზიური სტილი არ მომწონს, მაინც ძალიან მომეწონა მოედანი.
ესეც ულამაზესი მეჩეთის შესასვლელი.

ყველაზე მეტად მაინც ღამე ვერთობოდით. ბიჭები ჩვენს ოთახში იპარებოდნენ ხოლმე და ვცეკვავდით, ვმღეროდით, თავში აგურებს ვურტყამდით და ა.შ. თითქმის არ მძინებია, უბრალოდ ერთხელ გავითიშეთ და 5 საათი გვეძინა. ახლაც მენატრება ის სიტუაცია, ყველაფერს რომ ჩუმად ვაკეთებდით , დიდი კონტროლის ქვეშ, მაგრამ ჩვენსას რომ მაინც ვისწორებდით :დ

ასევე სიოსეფოლი(უნდილაძის ხიდი)

მეოთხე გაჩერება: ჰამედანი
ჰამედანზე სამწუხაროდ არაფერი მქონდა გაგონილი მანამ, სანამ გვითხრეს, ბორჯე მელადის ნაცვლად ალი სადრის მღვიმე ჩასვეს პრორამაშიო. რა უნდა იყოს ეს ალი სადრის მღვიმე–მეთქი და ბოლო წუთამდე გული მწყდებოდა ბორჯე მილადზე.
ალი სადრის მღვიმე არის ადგილი, რომელსაც ფოტოებზე ბოლომდე ვერ აღბეჭდავ. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისქვეშა მღვიმე. ეს არის ადგილი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო.

ასევე ჰამედანშია ავიცენას აკლდამა, რომელიც ასევე ლამაზი ნაგებობაა.

მეხუთე გაჩერება: ისევ ანზალი
უცნაურია, მაგრამ ხანხახან გვენატრებოდა ანზალი და კასპიის ზღვის ჰავა :დ
აჰა, ესეც მეორე ზღვა, რომელიც ვნახე :დ



წამოსვლის ამბების დაწერა მეზარება, თან ისედაც არაფერი მომხდარა ბევრი, ისედაც გამიგრძელდა პოსტი. უბრალოდ, 3 ქვეყნის საზღვარზე ვიყავი ერთად და ეგ იყო მაგარი მომენტი, სომხეთ/ირან/თურქეთის, ყველასთვის ცნობილი არარატის მთა ვნახე შორიდან.

მწყდებოდა გული ირანზე, მწყდებოდა გული ბავშვებზე, მაგრამ ამ 10 დღეში გავაცნობიერე, რომ სახლი მომენატრა, ჩემი ოჯახი და მეგობრები და მივხვდი, რომ თუ ოდესმე წავალ საზღვარგარეთ დიდი ხნით, ძალიან, ძალიან გამიჭირდება…

აქვე: ძალიან ძალიან დიდი მადლობა ირანის საელჩოს იმ 10 დღისთვის, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

Advertisements

20 thoughts on “ირანი

  1. Ibi ამბობს:

    ეჰ, პერსეპოლისი მაინც ვერ ვნახე, 1 კვირა გზაში ძაან ბევრი იქნებოდა, თვითმფრინავი საშიში იყო და “ქე” დავრჩი ესე ;დდ

  2. ა) გილოცავ ირანის ნახვას ბ) მე მითხრეს მანდ გოგო კაბით და თავსაფრითო (პროვინციებში) და მართალია?

  3. კარგია გილოცავ )) მე მინდა ირანში. რომლებიც ნახე მაგ ადგილებიდან მხოლოდ ისპაჰანი ვიცოდი და რო წავიკითხე ძაან გამიხარდა ))

  4. რა მაგარია!
    მეც არასდროს არ გავცდენილვარ საქართველოს საზღვარს 😐
    საინტერესო პოსტი იყო !
    დაგვაკლდი,ხო იცი შენ? 🙂
    მოენატრე ჩემს ბლოგს,გამოიარე ❤

  5. Ibi ამბობს:

    შემოგივლი აუცილებლად ^^
    არაუშავს, ტრაგედია არაა ის, რომ ჯერ არსად წასულხარ.. აბა დაფიქრდი, საქართველოში არ დაგრჩა ჯერ სანახავი ადგილები ? ))

  6. LittleMonster ♥ ამბობს:

    ვაუ შენ უკვე აღარ ხუმრობ იბი :დ
    კარგი ბლოგი გაქვს მომწონს შენი პოსტები ^^ ♥

  7. გამოხმაურება: სტამბოლი | იბის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s