2012 წლის შეჯამება

რადგან აპოკალიფსს გადავურჩი და დიდი ალბათობით 2013 წლამდეც მივაღწევ, გავკადნიერდები და შარშანდელი შეჯამების ნაირ 2012 წლის რეზიუმეს შევადგენ. მოკლედ, მეზარება შესავლები და ამბები, პირდაპირ დავიწყებ.

იანვარი

ეს სურათი ისე, უკეთესი ვერ ვნახე იანვარში გადაღებული.
ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა
მქონდა ძალიან მაგარი ახალი წლის შემდგომი დალევის 1 კვირა.
ვიყავი ჩახუტების დღეზე, სადაც პირადად გავიცანი ლაშა და ბლოგერები. ამაზე მოგვიანებით, თებერვალში და მარტშიც დავწერ.
გავხდი 16ის.

თებერვალი

სურათი :დდ
ეს ის პოსტია. ჩემი ბლოგის მკითხველებს და ფეისბუქ ფრენდების დიდ ნაწილს ახსოვს ეს პოსტი ალბათ. ისიც მახსოვს, რომ ამ პოსტის გამოქვეყნებისას ცუდად ვიყავი, ახლა კი მხოლოდ მეღიმება.
თებერვალში დაიწყო ჩემი ალბათ ყველაზე უაზრო, მაგრამ მაინც რაღაცით კარგი ურთიერთობა. ხანდახან მეც მაინტერესებს ხოლმე, მენატრება თუ არა ლაშა, ან ის დრო, რომელიც მასთან ერთად გავატარე. მაგრამ ვხვდები, რომ თუ წარსულში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცემოდა, სექტემბერზე გადავახვევდი. ამაზე მოგვიანებით.
თებერვლის 1 კვირა აქ მაქვს აღწერილი და პრინციპში მეტი არც არაფერი მომხდარა.

მარტი

ვამარიაჟებ ახალ ყელსაბამს.
დავშორდი ლაშას და კიდევ ცოტახანს გამყვა სენტიმენტები და რამე. როგორც ყველა სხვა ურთიერთობის დასასრულს, ჩემი თავი ამ შემთხვევაშიც დებილი მგონია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს რეაქციები ბუნებრივი იყო.
მივხვდი, რომ ელე ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ალბათ, მთლიანად ამ ურთიერთობაზე ვიყავი გადართული და ამიტომაც სხვა არაფერი მომხდარა მარტში.

აპრილი

ემოციურ ფონზე ძველებს ვიხსენებდი და ამასობაში დავწერე საუკეთესო პოსტი ბლოგზე 🙂
მე და ელე რეკორდებს ვხსნიდით ბოდიალში და სურათების გადაღებაში. თან ელეს ფსიქიკას სერიოზულ ზიანს ვაყენებდი ჩემი სენტიმენტალური საუბრებით.
აპრილიც უინტერესო ყოფილა

მაისი

ყველაზე მაგარ ექსკურსიაზე ვიყავი. ასეთი მაგარი მართლა არ მქონია აქამდე.
1 კვირით ვიშვილე გილმორი ❤

უბრალოდ, გამოცდების ბუმი იყო და ვის ეცალა რაიმეს მოსახდენად.

ივნისი

ჩემი მოფიქრებული კოდებით გაფორმებული “ბოლო ზარის” მაიკა :დ
მზიური დავამთავრე, მაგრამ სერთიფიკატი დღემდე არ ამიღია, ხან რის გამო ვერ ვიცლი, ხან რის გამო.. უბრალოდ, ძალიან დამწყდა გული 5 წლის შემდეგ ესე უბრალოდ რომ ავდექი და წამოვედი.

ასევე დავტოვე დავითიანნი იმის გამო, რომ ჩემი განხსვავებული რელიგიური შეხედულებების გამო დაბალ საფეხურზე ვიყავი. რა და როგორ, ძალიან კარგად იცის ყველამ. ძალიანაც მინდოდა ერთი კარგი პოსტის დაწერა, მაგრამ არ დავწერე. ბოლოს და ბოლოს იმ 2მა წელმა 1–2 კარგი ადამიანი დამიტოვა.

ვწერე გამოცდები, ერთში ჩავიჭერი და გადავაბარე. მეორე ცდაზე ჩავაბარე და დავრჩი კომაროვში.

DDTს ლაივზე ვიყავი და შემდეგ ძალიან ბევრი კილომეტრი ვიარე დილის 4ზე ფეხ
ივლისი

კიდევ ერთხელ გადმოვვარდი ველოსიპედიდან
ხარაგაულში ვიყავი, გვანცასთან. ბოლოჯერ. ძალიან ძალიან მომენატრება ის სახლი. 2 კარგი ზაფხული გავატარე იქ.

აგვისტო

ა ლ ე ქ ს ი
დამემართა ინსომნია, დღეში 2 საათიც არ მეძინა.
მთლიანი ზაფხული კი ამ პოსტში მაქვს აღწერილი…

სექტემბერი

დაიწყო სკოლა
მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებზეც აქ ვერ ვწერ.
არეული ვიყავი
პოლიტიკისგან დავიღალე
ველოდებოდი ირანის საელჩოს, რომ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილიყო ჩვენი წასვლის საკითხი.

ვიყავი საქართველო–ესპანეთის თამაშზე! ეს ოცნება ამიხდა ^_^

ოქტომბერი

ფოტო გადაღებულია ისპაჰანში
ამიხდა ოცნება და გავცდი საქართველოს საზღვრებს. ერთ ჯერზე 2 ქვეყანა ვნახე, თურქეთი და ირანი.

ნოემბერი

ისევ ჩილიმით თუ დავბოლდებოდი ;დ
ყველაზე ცუდი ნოემბერი მქონდა. მერე რა, რომ ალექსი კომიდან გამოვიდა. ახლა არაფერი ვიცი მასზე…
რიცხვები, რიცხვები ევრივეა

დეკემბერი

მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერი ჯერ არ გასულა ბოლომდე, წესიერად მაინც არ მახსოვს პირველ დღეებში რა ხდებოდა. ტვინი რომ გვაქვს გადაღლილი აპოკალიფსით და december , please be good for meee :Xx:Xx:x <333243###ნაირი პოსტებით ეგ მახსოვს. კიდევ ის, რომ გამოცდაში ჩავიჭერი და მგონი სკოლას ვიცვლი. კიდევ ის, რომ ალექსიც დამავიწყდა, ალბათ…
მეტი რა.. მეტი არც არაფერი.

ეს წელი მალე გავიდა. 2011 კი ძალიან დიდი იყო. ამ წელს იყო ბევრი კარგი ამბავი, ცუდიც, გამოცდები, ნერვიულობა, ბიჭებიც და ა.შ. ზეგ ფართი გვაქვს, გამოცდების დამთავრებას ავღნიშნავთ. თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, დავწერ, თუ არა და, იყოს ეს პოსტი ისე, როგორც რიგითი პოსტი. 1 კვირაში ჩემი ბლოგი 2 წლის ხდება და მიხარია , რომ ამდენ ხანს გავძელი.

სინდისი


ინგლისურიდან მოვდიოდი და ვცდილობდი გადახლართული ყურსასმენები გამეხსნა. უკვე ზამთარია, თოვს. ამის მიუხედავად, ეზოში მაინც ყრია ყვითელი ფოთლები; მერე რა, რომ ცოტა. ეზოს შესასვლელში არსებული გრაფიტები “ახალი სამყაროს” დასაწყისს მამცნობენ. “ვაგზლის” ჭუჭყიან გზებზე არდადებული თოვლის კვალია. მივაბიჯებ ჩემი ოცდაათლარიანი ფეხსაცმლით და ასრიალების მეშინია. ნეტა მეცნიერულად აქვს ამ ფობიას სახელი?

უკვე მეცხრედ ვუყურებ ვიტრინაში საცოდავი თვალებით ლამაზ ნამცხვარს. აი, ზუსტად ისეთია, ფეისბუქის ქართული არაადეკვატურ სახელიანი გვერდები რომ დებენ და აწერენ: “ლაიქ და შეარ”. ვხვდები(ან თავს ვიმშვიდებ), რომ ეს ნამცხვარი მხოლოდ გარედანაა ლამაზი, აგრეთვე უაზროდ ძვირია და ჩემ წონაზეც უარყოფითად იმოქმედებს.

ვიტრინას ვცდები, მაგრამ ჩემი კუჭი უკვე მესამედ მახსენებს, რომ უკვე 4 საათზე ბევრად მეტი გავიდა ბოლო ჭამიდან. არ ვნებდები, ჩემ ავტობუსს ვხედავ და აღმართზე ჩავრბივარ.

მივასწარი. არ ავსრიალებულვარ.

ავტობუსში თავისუფალ ადგილს ვპოულობ. ეს იმაზე დიდი სასწაულია, ვიდრე ფოტოშოპით ცაზე მიხატული ქრისტე. ვჯდები და ისევ ყურსასმენების გახსნას ვცდილობ. არ გამომდის. ცოტა ხნით ფანჯარაში ვიყურები . აღარ თოვს. მშია. ასე შია მილიონობით ბავშვს, ოღონდ ისინი პურის ნატეხზე ოცნებობენ, მე კი თხუთმეტ ლარიან პატარა ნამცხვარზე. ეგოისტურად ვფიქრობ, რომ ასეთი ფიქრები ჩემს ფსიქიკას ავნებს და ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს.

თამარ მეფის ხიდზე საცობია (როგორც ყოველთვის). ყურსასმენები, როგორც იქნა , გავხსენი და ახლა ფრენას ვსწავლობ pink floyd–თან ერთად.