ანტიდეპრესანტი


ბევრმა იცის, თუ რა აზრის ვარ დეპრესიაზე და დეპრესიულ თინეიჯერებზე. მე უბრალოდ ვერ ვიტან მათ და მგონია, რომ ყველა ასეთი “დეპრესია” გამოგონილია და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოიყენება. ბიჭების გამო დეპრესიაში მყოფი 14 წლის გოგოები კი ყველაზე მეტად მეზიზღება და ამის მიზეზი ზემოთ ვახსენე.

არ ვიცი, ახლა მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები თუ არა, რომლებიც ასე მძულს.რამდენიმე დღიანი ცუდ ხასიათზე ყოფნას ნელ–ნელა მიზეზები ემატება და “ვბოროტდები”. არ ვიცი, შეიძლება მე თვითონ ვიგონებ ყველაფერს და ბუზს ვაქცევ სპილოდ, მაგრამ ახლა ეს მიზეზები რეალურად მეჩვენება. მეგობრობაზე ადრე ეს პოსტი დავწერე და ახლაც თითქმის იმავეს ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრებიც შეიძლება საბოლოოდ ისეთი ეგოისტები გახდნენ, რომ მათი გამოსწორების იმედი დაგეკარგოს. მაგრამ მე ეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

სწორედ ეს იმედია ჩემი ანტიდეპრესანტი. ასევე მდგომარეობიდან ადვილად გამოვყავარ წიგნების, რომელშიც თავით ვარ გადაშვებული და სპეციალურად ვანელებ ხოლმე კითხვის ტემპს, რომ მალე არ მოვრჩე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს წიგნები გახდა კიდევ ერთი ცუდი ამბის მიზეზი, მაინც არ ვწყვეტ კითხვას. კიდევ , არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემ განწყობაზე ზრუნავს და მართლა გულით ვარ მათი მადლობელი.

პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის, რომ დაბღვერილმა არ ვიარო და არაფერი მიხაროდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმი კარგი რამაა, ოღონდ ადამიანებთან ურთიერთობისას–არა…

ჩემი ბლოგი 2 წლისაა!

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2012 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

4,329 films were submitted to the 2012 Cannes Film Festival. This blog had 17,000 views in 2012. If each view were a film, this blog would power 4 Film Festivals

Click here to see the complete report.

1ელ იანვარს ჩემი ბლოგი ორი წლის გახდა. არ ვიცი, ეს ბევრია თუ ცოტა, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან შევიცვალე მე და ჩემთან ერთად ჩემი ბლოგიც გაიზარდა. 14 წლის ვიყავი , ბლოგის გაკეთების იდეა რომ მომივიდა თავში, ახლა კი 1 თვეში უკვე 17ის ვხდები. განსხვავდება 14 წლის და 17 წლის ბავშვის აზრები, მაგრამ მაინც დამრჩა რაღაც ძველი.
მინდა, რომ როგორც მინიმუმ, კიდევ 1–2 წელი გავძლო. ბლოგი უკვე ნარკოტიკია ჩემთვის და facebookის შემდეგ wordpressის გვერდს ვხსნი. მინდა, რომ უფრო ხშირად და უფრო კარგად ვწერო. გრამატიკულ შეცდომებს ცოტას ვუშვებ და წელს მინდა, რომ საერთოდ აღარ დავუშვა. მაინც, ნახევარ წელიწადში უკვე აბიტურიენტი ვიქნები :დ
სტატისტიკის ნახვა ზემოთ მითითებულ ლინკზე დაჭერით შეგიძლიათ. აშკარა პროგრესი მაქვს წინა წლის შემდეგ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კი ოდესმე 1 კომენტარი მაინც დაუწერია ჩემს ბლოგზე, თქვენ გამოა, რომ ეს ბლოგი კიდევ არსებობს ❤

ბედნიერი ახალი წელი!