ანტიდეპრესანტი


ბევრმა იცის, თუ რა აზრის ვარ დეპრესიაზე და დეპრესიულ თინეიჯერებზე. მე უბრალოდ ვერ ვიტან მათ და მგონია, რომ ყველა ასეთი “დეპრესია” გამოგონილია და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოიყენება. ბიჭების გამო დეპრესიაში მყოფი 14 წლის გოგოები კი ყველაზე მეტად მეზიზღება და ამის მიზეზი ზემოთ ვახსენე.

არ ვიცი, ახლა მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები თუ არა, რომლებიც ასე მძულს.რამდენიმე დღიანი ცუდ ხასიათზე ყოფნას ნელ–ნელა მიზეზები ემატება და “ვბოროტდები”. არ ვიცი, შეიძლება მე თვითონ ვიგონებ ყველაფერს და ბუზს ვაქცევ სპილოდ, მაგრამ ახლა ეს მიზეზები რეალურად მეჩვენება. მეგობრობაზე ადრე ეს პოსტი დავწერე და ახლაც თითქმის იმავეს ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრებიც შეიძლება საბოლოოდ ისეთი ეგოისტები გახდნენ, რომ მათი გამოსწორების იმედი დაგეკარგოს. მაგრამ მე ეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

სწორედ ეს იმედია ჩემი ანტიდეპრესანტი. ასევე მდგომარეობიდან ადვილად გამოვყავარ წიგნების, რომელშიც თავით ვარ გადაშვებული და სპეციალურად ვანელებ ხოლმე კითხვის ტემპს, რომ მალე არ მოვრჩე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს წიგნები გახდა კიდევ ერთი ცუდი ამბის მიზეზი, მაინც არ ვწყვეტ კითხვას. კიდევ , არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემ განწყობაზე ზრუნავს და მართლა გულით ვარ მათი მადლობელი.

პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის, რომ დაბღვერილმა არ ვიარო და არაფერი მიხაროდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმი კარგი რამაა, ოღონდ ადამიანებთან ურთიერთობისას–არა…

Advertisements

9 thoughts on “ანტიდეპრესანტი

  1. ესეთი შინაარსის პოსტს რო ალაიქებ ცოტა უცნაურია, მარა მაინც ლაიქ. გინები კაია, მეც მასე ვარ, რაც კარგია ყველაფერს ვიზოგავ. კიდე ჰობს აედევნე, ფოტოები გადაიღე, არ იცანცარო არ დაემსგავსო უბრალი თიინეიჯერებს. მინდიზმს მიაწექი ^_^ ისე მე თუ მკითხავ, საკეთესო ანტიდეპრესანტებია – ბავშვები 2-5 წლამდე, აი რო გაგაგებინებენ რა უნდათ და ისეთ სასაცილო კითხვებს რომ სვავენ, გაგიჟდები… კიდე შოკოლადი ^_^ რძიანი, კომაროველს აღარ გესწავლება ეგ… რეავიცი, პოზიტივი, პოზიტივი ეძებე ყველაფერში. Just keep being fuckin’ awesome…

  2. Ibi ამბობს:

    არა, ბავშვები უფრო ხშირად ნერვებს მიშლიან ხოლმე 😦 ისე, პოზიტივი რო არ ვეძებო, გამიჭირდება მართლა..

  3. მზიანი ამბობს:

    მეც ცუდ ხასიათზე ვარ, ოღონდ არც LoVeEe დამშორდა და არც არაფერი. მესმის შენი მდგომარეობა
    კარგი ბლოგი გაქვს ძალიან

  4. Pow-Wet ამბობს:

    ანტი-დეპრესანტი?! მდააჰ…დაწერე…მე წერა მშველის,ფოტოების გადაღება მშველის…კიდე რა მშველის…
    ან უბრალოდ,დაელოდე,გაუძელი ამ დედა აფეთქებულ დეპრესიას და გაივლის (ასეც “ვშველი” ხოლმე ჩემ თავს;დ)…
    თუ დალევა გიყვარს,ნაწილობრივ დალევაც გიშველის…
    არა,ფოტოგრაფია,წერა ყველაზე ძაან მშველის და თუ 1-1 მაინც გიყვარს,სცადე…

  5. ანუ მე გეზიზღები…
    მე მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ ყოველ უაზრობაზე, რომ დეპრესიაში არიან, მაშინ წარმოდგენა არა აქვთ რას ნიშნავს თავს მართლა ცუდად გრძნობდე.
    მე არ ვამბობს, ხოლმე რომ დეპრესიაში ვარ უბრალოდ ,,მარტივად” ვიმეორებ _ მტიკვა.
    არის ხოლმე მომენტები როცა მტკივდება და როცა ისეთი ბედნიერი და ცანცარა ვარ როგორც დღეს და მთელი ეს კვირაა. ერთი თვის წინ მთელი ორი თვე მქონდა დეპრესია (ვერ ვიტან-მეთქი მე ვთქვი ხო? 🙂 ) და წინა ზაფხულს ისე კარგად იყო ყველაფერ მენატრებოდა უბრალო მოწყენაც ლამის… როცა ცუდად ყოფნა გაივლის მაშინ ვწერ, ხოლმე მოთხრობებს.

  6. Ibi ამბობს:

    ჰო აი მეზიზღები ვერგიტან :დდ ძირითადად 13–14 წლის ბავშვები ვიგულისხმე, რომლებიც ცუდ ხასიათზე ყოფნას დეპრესიას ეძახიან…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s