ჰარი პოტერი და 30 დღე


არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაცნობისთანავე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ხანდახან მომაბეზრებლები არიან. გამიკვირდა,მაგრამ იმ თემამ რაზე ლაპარაკიც აქამდე არ მიყვარდა, ნელ–ნელა დამაინტერესა და ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, რომ წიგნების კარადაში 11 წლის წინ შენახული წიგნი მეპოვა. ვიპოვე, მტვერი გადავწმინდე და ისე გადავეშვი ამ წიგნში, როგორც ჰარი–ალბუსის საფიქრელაში. ვკითხულობდი და ემოციებით ვივსებოდი. ვხვდებოდი, როგორ ხდებოდა ეს წიგნი მნიშვნელოვანი და .. დამთავრდა. საათი დილის 5ს უჩვენებდა, ცოტაც და – განათდებოდა. გავითიშე. ალბათ იმიტომ, რომ 2 იანვარი იყო და ჯერ კიდევ მქონდა შემორჩენილი ის დაღლილობა, ახალ წელს რომ მოსდევს ხოლმე.

ანანო!
აი ვის შეეძლო ჩემი დახმარება. დილას გაღვიძებისთანავე მომაფიქრდა ის ადამიანი, რომლის სახლშიც ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი მქონდა ნანახი. მგონი, იმან უფრო გამახარა, რომ მისი ნახვის მიზეზი მომეცა 😀 ანანოს გახარებული სახე კარგად მახსოვს, როცა მკითხა: “ანუ, მოგეწონა?” 😀 და მივხვდი, რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო..

პარალელურად დავიწყე ფილმების ყურება. ჯერ წიგნი–შემდეგ ფილმის პრინციპით და ზოგ მომენტზე ემოციები მაწვებოდა, ზოგ გამოტოვებულ სცენაზე ვბრაზდებოდი და ა.შ.

2 დღეში ისევ ანანო, ანანო! ამჯერად უკვე 2 წიგნით მოვიდა. მალე ისინიც წავიკითხე და ის–ის იყო, მე5 წიგნის სათხოვნელად მივწერე, რომ სახლში სიურპრიზი გამიკეთეს და მე2, მე3 და მე5 წიგნები მიყიდეს. არც 840 გვერდი აღმოჩნდა დიდი დაბრკოლება და გამოცდების მიუხედავად მალე წავიკითხე. ვკითხულობდი ქუჩაში, გაჩერებაზე, ავტობუსში, სახლში, კომპიუტერთან, გაკვეთილზე.. ყველგან! რამდენ გაჩერებას გავცდი და რამდენი ავტობუსი გავუშვი ჰარი პოტერის გამო, არ ვიცი..

ჩახუტების დღეზე უკვე მეორედ ვიყავი. ამჯერად უფრო წიგნების გამო წავედი და მე6 და მე7 წიგნები ჩემს ჩანთაში მოხვდა. ოღონდ, რაიმე შელოცვით არა, გრიგოლმა მომიტანა. ემოციას ემოცია ემატებოდა. ჰარი პოტერი და მისი პერსონაჟები უკვე ძალიან შემიყვარდნენ. უკვე ყოველი მეორე სიტყვა მათ ეძღვნებოდათ და გამარჯობის მერე ვამბობდი: “იცი ახლა როგორ მეძინება? აი ჰარის რომ ეძინებოდა მაშინ, როდესაც…” “იცი ახლა როგორ მიჭირს კარგი ემოციის მოძებნა? აი ჰარის რომ უჭირდა პატრონუსის გამოძახებისას..” და ა.შ.

ყველა ჩემი მეგობარი შევაწუხე. ვისაც წაკითხული ჰქონდა, მათთვის უარესი 😀 “ოღონდ ჰარიზე არ დაიწყოს ლაპარაკი” ფიქრობდა ალბათ ელე, როდესაც კლასში შემოსვლისას გათბობასთან მჯდომარეს მხედავდა წიგნით ხელში. კიდევ რამდენი ასეთი იყო, არ ვიცი. იყო დაცინვაც, რომელსაც გრიფინდორის ხმლით ვხვდებოდი და ვცდილობდი დამემსხვრია ყველა ის არასწორი სტერეოტიპი, რომელიც ამ 7 წიგნს უკავშირდებოდა. თუმცა, მე წიგნის ხელში ასაღებად 11 წელი დამჭირდა და სხვაზე არაფერი მაქვს სათქმელი 😀
ასევე, მხარდაჭერაც იყო. ძალიან მსიამოვნებდა, როდესაც მეუბნებოდნენ: “წაიკითხე და ნახავ მერე რა მოხდება. ვერც კი წარმოიდგენ, რა მაგარი წიგნია..”.

კიდევ ერთი მთავარი დეტალი. წითურები! რას წარმოვიდგენდი, რომ ისეთ ოჯახს “შევხვდებოდი”, სადაც დედაც, მამაც და შვიდივე შვილიც წითურები არიან. შეყვარებული ვარ ტყუპებზე, რომლებიც უმძიმეს მომენტებშიც კი არ კარგავდნენ იმედს და მაინც ჰქონდათ ხუმრობის თავი.
და დიალოგი, რომელზეც მართლა ბევრი ვიცინე 😀

(რონი)–ეს რა ღირს?
(ტყუპები ერთად)–5 გალეონი
–ჩემთვის?
–5 გალეონი
–კი მაგრამ, მე ხომ თქვენი ძმა ვარ?!
–10 გალეონი


და მაინც, წიგნში ყველაზე დიდი ინტრიგა მაინც სნეიპის პერსონაჟშია ჩადებული. ბოლო მომენტამდე მცდარი წარმოდგენებით რომ ავსებს ადამიანს და შემდეგ, ზუსტად 3 წუთში ამ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. სნეიპის ბოლო მოგონებები იყო ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი და ამ პოსტის წერისას კიდევ მაქვს შემორჩენილი სველი თვალები..

ჰერმიონ გრეინჯერი არის მოტივაცია. ამიერიდან მეცადინეობისას ჰერმიონს გავიხსენებ–ხოლმე 😀 ეს ხუმრობით და ეს პერსონაჟიც მართლა ძალიან მაგრად არის შერჩეული. ისედაც ძალიან დიდი პოსტი გამომდის და ამიტომ, მეტს არაფერს დავამატებ.

2 ფაქტი

  • ჰარი პოტერის მე7 ნაწილის კითხვა 28 იანვარს დავიწყე. წიგნში 29 ივლისი იყო, ანუ ჰარი 17 წლის 2 დღეში ხდებოდა. მეც ზუსტად 2 დღე მაკლდა ჯადოქრული სამყაროს სრულწლოვნების ასაკამდე.

  • ლილი , ჰარი პოტერის დედა დაიბადა 30 იანვარს და იყო წითური. მეც 30 იანვარს დავიბადე და მეც წითური ვარ.

    როულინგს უყვარს დამთხვევები…


    თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ეს წიგნები, ნუ ელოდებით ნურაფერს, გადადეთ ყველა წვრილმანი საქმე და აიღეთ და გადაშალეთ. თუ პრივატ დრაივის 4 ნომერში მომხდარი ამბები არ დაგაინტერესებთ, მაინც გააგრძელეთ კითხვა და მიხვდებით, რატომაც გთხოვეთ წიგნის ხელში აღება..

    ძალიან დიდი მადლობა ისევ გრიგოლს, რომელმაც დაბადების დღეზე კიდევ 2 წიგნი მაჩუქა. ახლა შვიდეულს მხოლოდ ნახევარპრინცი აკლია და მის შეძენას უახლოეს მომავალში ვგეგმავ.
    მადლობა ჯოან როულინგს, რომელსაც იმდენი რამის გამო უნდა ვუთხრა მადლობა, რომ კიდევ ერთი ამდენი გამომივა პოსტი.
    მადლობა ყველას, ვინც “პოტერიადას” შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

    ვიცი, არ გამოვიდა სრულყოფილი პოსტი. ისიც ვიცი, რომ ბევრი რამე აკლია, მაგრამ როგორც კი ბოლო ფილმის ყურებას მოვრჩი, ამის წერა დავიწყე და ახლა შედარებით მშვიდად და კარგ ხასიათზე ვარ. მერე რა , რომ პოტერიადა დასრულდა, ის მუდამ იქნება ჩვენს გულებში(როგორც ამას ნევილი ამბობს) და ყველაფრის მიუხედავად ის იქნება ბიჭი, რომელიც გადარჩა…

    Advertisements

    25 thoughts on “ჰარი პოტერი და 30 დღე

    1. ჰაჰ ზუსტად ჩემნაირო ახლამაქვს გადაშლილი მე 6 ნაწილი და არც ჭამა მინდა არც სადმე წასვლა მხოლოდ კითხვა.ყველგან ვკითხულობ სადაც 2 წუთსაც ვნახავ თავისუფალს. სამწუხაროდ მეც დიდი დრო დამჭირდა ის წამეკითხა არ ვნანობ ❤ მიყვარს როულინგი რომ შექმნა ჰარი პოტერი<3

    2. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

      დამბურძგლა გოგო ! :დ ახლა მიგიღებ პოტერომანების საამაყო წრეში !! :დ :დ დღეიდან სრულფასოვანი პოტერომანი ხარ ❤

    3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

      როგორ ტიროდნენ (( ლონდონში მეშვიდე ნაწილის პრემიერას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი :დ

    4. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ჰარი პოტერი იმდენჯერ ვხარხარებ უიზლების ხუმრობებზე, იმდენჯერ ვტირი სირიუსზე, დამბლდორზე და სნეიპზე, იმდენჯერ მწყდება გული რომ 11 წლისას ბუმ არ მომაკითხა, იმდენჯერ მეშლება რონიზე ნერვები როცა ჰერმიონს აწვალებს -_- იმდენჯერ ვერ ვიტან ჰერმიონს როცა ყველაფერზე აქვს პასუხი :დ არადა ძალიან მიყვარს ❤

      ფილმებს ვერ ვიტან, მაგრამ, მეშვიდე ნაწილი იყო გეეენიააალური ❤ განსაკუთრებით სნეიპის მონაკვეთი. ვიჯექი და ვაღვარღვარებდი ცრემლებს.

      ჰარი პოტერი არის წიგნი ყველაფრის შესახებ, სიკეთის, ბოროტების, ჯადოქრების, მაგლების, სიძულვილის, სიყვარულის, უდიდესი მეგობრობის, იმისი თუ რა იწვევს სიძულვილს…

      მასთ რიდ წიგნია, იმჰო

    5. Ibi ამბობს:

      ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის, ნათია :3 მართალია, ყველაფერზეა ეს წიგნი და ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება..

    6. Ibi ამბობს:

      ანანო, მშურს! პირდაპირი ეთერიო 😥 მე კიდევ ჩანაწერებზე რა რეაქციები მქონდა..

    7. ჩემთვის იყო პოსტი ემოციური მიუხედავად იმისა, რომ ყველა წიგნი არ წამიკითხავს და მხოლოდ ფილმები მაქვს სრული შემადგენლობით ნანახი….

    8. Ibi ამბობს:

      ნუ იტყუები, ხალხი ვერ შემოგხედავდა გაოცებული, კაკ მინიმუმ დარბაზის ნახევარს იგივე რეაქცია უნდა ქონოდა

    9. როგორ გამახარა ამ პოსტმა ვერ წარმოიდგენ :3 აი მართლა ♥ სულ რამდენიმე ადამიანს ვიცნობ,რ ომელთაც ჰარი პოტერი ასე უყვარს… დაახლოებით 7–8 წლის წინ ჩემმა დამ სკოლის ბიბლიოთეკიდან მოიტანა წიგნი “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე”. (მაშინ მე3 კლასში ვიყავი მგონი). თუმცა ბოლომდე წაკითხვა არ დამცალდა 😦 რაც წავიკითხე ძალიან მომეწონდა და მახსოვს დედაჩემს რამდენჯერმე ვუთხარი ჰარი პოტერის წიგნები მინდათქო. ერთ დღესაც დედაჩემმა 1 და 2 წიგნი მოიტანა სახლში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრებაც რაღაცნაირად შეიცვალა… (ამ დროს 12წლის ვიყავი) წიგნს წიგნი მოჰყვა მე და დედაჩემი მთლიანად გადავეშვით ამ ნაწარმოებში. ერთდროულად ვკითხულობდით და ხშირად ვკინკლაობდით წიგნზე ;დ იმ პერიოდში მე ჰარი პოტერით ვცხოვრობდი. ყოველ ღამე როდესაც დავწვებოდი დასაძინებლად, თვალებს ვხუჭავდი და გონებაში წარმოვიდგენდი ერთ დღეს, რომელიც ჰოგვორტსში გავატარე. ვიძინებდი იმ ფიქრით, რომ მეც ერთერთი ნაწილი ვიყავი ამ ყველაფრის. სკოლაში გამუდმებით ჰარი პოტერზე ვლაპარაკობდი… შელოცვებს ვიწერდი და ვიზეპირებდი… ჩემი კლასელები სერიოზულად იყვნენ შეშინებულები და ჯადოქარს მეძახდნენ… ;დ 7წიგნი… 7ემოცია ისეთი, რომელსაც მართლა ვერ გადმოვცემ. ცრემლები, მუცლის ტკივილამდე სიცილი და კიდევ აი ის… ის გრძნობა ტანზე რომ დაგბურძგლის… ყველაფერი იყო… დღემდე საყვარელი პერსონაჟი სევერუს სნეიპია ჩემთვის :))) დღესდღეისობით კი მე და დედაჩემი ზუსტად ისეთივე ყელსაბამებით დავდივართ, რომელიც ქსენოფილიუს ლავგუდს ამშვენებდა და რომლითაც ყველას ვეუბნევით ჩვენ გვჯერა !!! მართლა რაღაცნაირად პარანოიკულად გამომივიდა, მაგრამ მართლა მაგრად მიყვარს პოტერიანი და მართლა გამიხარდა, რომ ეს პოტი აღმოვაჩინე :3 ♥___♥

    10. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ შვიდივე ნაწილი და + მგოსანი ბიდლის ზღაპრები დაახლოებით 4–5 ჯერ მაქვს წაკითხული (ეს მინიმუმი)

    11. Ibi ამბობს:

      ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤ როგორ მწყდება გული, რომ ბავშვობაშივე არ წავიკითხე. ერთ–ერთი პირველი ვიყავი, ვისაც ქართულად ნათარგმნი წიგნი ქონდა არადა..

    12. Tamuna ამბობს:

      Shenshi amovicani chemi tavi :* Mec zustad egre vfiqrob da minda rom gitxra am postis shemdeg ar gicnob magram shemiyvardi 😀 shen rogorc tqvi martlac poteriada dasrulda magram chvens gulebshi yoveltvis iqneba is… hari poteri aris chemi warsuli, awmyo da momavali… da es sul ase iqneba 🙂

    13. Bad Girl Malfoy ამბობს:

      როდინდელი პოსტია მე კი ახლა ვნახე და ძალიან მომეწონა .. ❤ შენში აშკარად ჩემი თავი დავინახე და მოტივები რომელიც შენ გაგაჩნია ყველა პოტერჰედს არ აქქვს… აი ისეთები ყოველ წამს რომ კითხულობენ და ოღონდ თავისუფალი დრო გამონახონ რადგან მათ ჰოგვარტსი და სახლი ელოდებათ ერთ წიგნში ❤ ❤

    14. tatia ამბობს:

      am wignis 3 nawili maqvs wakitxuli da dzaan magaria.vfiqrobdi es aqamde rogor ar wavikitxe metqi.roca kitxva daviwye tavi ver avige iseti magari iyo.filmic dzaan magaria personajebi zustadsheefereba.

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s